საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ათ გუნდს შორის ჟიურიმ 4 გამარჯვებული დაასახელა, ხოლო 1 გუნდი საზოგადოების რჩეული გახდა. ხუთივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
2020 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
- Village 200 — პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას;
- UnLimited — აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის;
- Qandle — ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები;
- თაფლი ლეჩხუმიდან — პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ;
- სოციალური კაფე ქეთოსთან — მულტიფუნქციური კაფე-გალერეა ლანჩხუთში, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award წელს სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 600-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა, საკონკურსო განაცხადი კი 94 გუნდმა შემოიტანა.
"წელს განსაკუთრებული წელი გვქონდა, პროგრამის ონლაინ რეჟიმზე გადატანამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავფართოებულიყავით საქართველოს რეგიონებში, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებული აქტიურობა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდება გამოიჩინეს. Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის", — აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
"საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"მივესალმებით კონკურსის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. მხარს ვუჭერთ მათ შემართებას, ემსახურონ საზოგადოებას წარმატებული ბიზნესპროექტების განხორციელების გზით. დღეს, როდესაც საქართველო პანდემიის შედეგებს უმკლავდება, ახალგაზრდული იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ "აღვადგინოთ უკეთესად", ხელი შევუწყოთ მწვანე და მდგრად განვითარებას და ავაშენოთ სოციალურად პასუხისმგებელი და კრიზისებისადმი მდგრადი ეკონომიკა", — განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award-ს ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
-
დავით ზურაბიშვილი: ღარიბაშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნებს გულს, საბოლოო ჯამში, ამას კობახიძე შეეწირება დავით ზურაბიშვილი: ღარიბაშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნებს გულს, საბოლოო ჯამში, ამას კობახიძე შეეწირება
გადახედვა
-
ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
-
გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გადახედვა
-
$12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას? $12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
კომენტარები