ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზე გადაიღო
ფოტო: YouTube
რამდენიმე წუთის წინ პოპვარსკლავმა ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც სომხური წარმოშობის ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების გავლენითაა შექმნილი.
ოთხწუთიანი ვიდეოს ძირითადი მონტაჟი, ვიზუალი, ქორეოგრაფია და სიუჟეტის აბსურდულობა მეტწილად ფარაჯანოვის ფილმებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითაა ნაკარნახები:
ვიდეოს მიწურულს ირკვევა, რომ ის, რაც მანამდე ვიხილეთ, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო: მომღერალი ავარიაში მოყვა, ამ შემთხვევის ადგილას კი სომხური კინოს ფესტივალი იმართებოდა და კადრში სერგო ფარაჯანოვის ორი ცნობილი ფილმის პოსტერსაც ვხედავთ: აშუღი ქერიბი და ბროწეულის ფერი.
კადრი ლედი გაგას ვიდეოკლიპიდან 911.
ფოტო: YouTube
ბროწეულის ფერი სერგო ფარაჯანოვმა 1968 წელს გადაიღო და ის არაერთი გავლენიანი კინოხელოვანის მიერ მსოფლიო შედევრადაა აღიარებული.
სწორედ ამ ფილმში მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს: ის ექვს სხვადასხვა პერსონაჟს — როგორც ქალს, ისე კაცს, განასახიერებს.
სოფიკო ჭიაურელი ფილმში ბროწეულის ფერი.
დაკვირვებულმა კინომოყვარულებმა სხვა ცნობილი რეჟისორების შემოქმედებიდანაც შენიშნეს რეფერენსები: მაგალითად, ფედერიკო ფელინის ფილმიდან 8½
კადრი ლედი გაგას ვიდეოკლიპიდან 911
ფოტო: YouTube
კადრი ფილმიდან 8½
ფოტო: Cineriz
და ალეხანდრო ხოდოროვსკის 1970 წლის კინოსურათიდან El Topo.
კადრი ლედი გაგას ვიდეოკლიპიდან 911
ფოტო: YouTube
კადრი ფილმიდან El Topo
ფოტო: ABKCO Films
ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ამ კლიპთან დაკავშირებით წერს:
"ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ძალიან პირადულ თემებს ეხება, რადგან მასში ასახულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩემი გამოცდილება და ის, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს რეალობა გამონაგონს და შექმნას გმირები ჩვენში თუ ჩვენ გარშემო".
911 ლედის გაგას რიგით მეექვსე ალბომის Chromantica სინგლია, რომელზეც ეს ვიდეოკლიპი ინდოელმა რეჟისორმა, ტარსემ სინგმა გადაიღო.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა

კომენტარები