რუსეთში პატარა ალბინოს სელაპს "მახინჯი იხვის ჭუკი" შეარქვეს
რუსეთში ცხოველთა ექსპერტების ყურადღება გამორჩეულმა პატარა სელაპმა მიიპყრო.
წინა კვირას ზღვის ძუძუმწოვართა ბიოლოგმა ვლადიმირ ბურკანოვმა Instagram-ზე გაავრცელა ჩანაწერი და ფოტოები, რომლებშიც მან რუსეთში ტიულენიის კუნძულის იშვიათი ალბინოსი სელაპი აღბეჭდა. ველური ბუნების ამ ფოტოებში ნარინჯისფერი სელაპი თავისი შავი თანამოძმეებისგან მარტივად გამოირჩევა — მას თავისი ფარფლები ძირს ჩამოუბაჯბაჯებია და სხვა ნაშიერების გვერდით ჩამომჯდარა.
ამ გამორჩეულ პატარა სელაპს "მახინჯი იხვის ჭუკი" შეარქვეს.
"მახინჯი იხვის ჭუკი — ალბინოსი სელაპი იშვიათი სანახაობაა... უფრო მოწითალოა, ვიდრე თეთრი. ეს სუფთა ალბინოსია, რომელსაც პიგმენტაცია თვალებშიც კი არ აქვს", — დაწერა ბურკანოვმა.
Instagram-ის მომდევნო პოსტში ბურკანოვმა ალბინოსი სელაპის მსგავსი შემთხვევა გაიხსენა და თავისი კოლეგის, სერგეი ფომინის, ბერინგის კუნძულზე 2017 წლის შემოდგომაზე გადაღებული სელაპის ფოტო დაპოსტა.
"ეს ცხოველი 2 ან 3 წლის იქნებოდა, ფიზიკურად კარგ ფორმაში იყო მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მხედველობა ჰქონდა", — დაწერა მან მეორე შემთხვევის შესახებ და დაამატა, რომ სერგეიმ დაადასტურა, რომ მან იმავე ალბინოს სელაპს ამ ზაფხულსაც გადაუღო.
"[სერგეის] მივმართე, რათა იმ ალბინოსის ასაკი გამერკვია, და სერგეიმ მითხრა, რომ მან ზუსტად იგივე სელაპი ამ ზაფხულსაც იხილა და მას ფოტოები გადაუღო, თანაც ზუსტად იმავე ლოკაციაზე, სადაც ცხოველი 2017 წლის შემოდგომაზე ნახა", — დაწერა ბურკანოვმა.
"ის ალბინოსი ახლა უკვე ზრდასრული მამრია, ასე 5-6 წლის. ეს, სავარაუდოდ, პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, როცა უჩვეულო ფერის ჩრდილოური სელაპი ზრდასრულობამდე გადარჩა", — თქვა ბიოლოგმა.
ალბინოსი სელაპის დაბადების ალბათობა 100 000-იდან 1-ია და ის სხვა სელაპების მხრიდან გარიყვის რისკის ქვეშ არის. მიუხედავად ამისა, ბურკანოვმა თქვა, რომ მის გადაღებულ სელაპს სხვები მაინცდამაინც არ არიდებენ თავს.
"სელაპის ეს ნაშიერი კარგად გამოკვებილს ჰგავდა და ძალიან აქტიური იყო, ამიტომ, როგორც ჩანს, დედამისმა ბევრი რძე მისცა. მაგრამ მას სხვა სელაპები არ დასდევენ და არ კბენენ", — თქვა ბურკანოვმა.
ბიოლოგმა დაამატა, რომ ცხოველთა ექსპერტები სელაპს აკვირდებიან და ჩარევას გეგმავენ, თუკი მას მისი თემი გარიყავს.
ფოტო: Vladimir Burkanov
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები