Atlanta-ს მე-3 და მე-4 სეზონები COVID-19-ის გამო დროებით გადაიდო
ფოტო: FX
კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთი "მსხვერპლი" მოყვა — FX-ის სერიალი Atlanta.
FX-ის თავკაცმა ჯონ ლენდგრაფმა მანამდე თქვა, რომ Atlanta მესამე სეზონით 2021 წლის იანვარში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო სერიალზე მუშაობა შეწყდა და მისი გამოსვლის თარიღი გადაიწევს. მართალია, მას ჯერ ზუსტი ახალი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ ლენდგრაფმა განაცხადა, რომ შოუზე მუშაობა 2021 წლის დასაწყისში განახლდება და ის იმავე წელს მოგვიანებით გამოვა.
Atlanta-ს მესამე და მეოთხე სეზონები ერთდროულად დაიწერა და მათი გადაღებაც ერთად იგეგმება. ლენდგრაფის თქმით, "დონალდ გლოვერმა და მისმა მამაცმა გუნდმა" სცენარის დასრულება ბოლო რამდენიმე თვეში მოახერხა. ერთ სეზონს დიდწილად ატლანტაში გადაიღებენ, როგორც მანამდე, თუმცა მეორის მოვლენები ევროპაში ვითარდება.
ფოტო: FX
ლენდგრაფის თქმით, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის უსაფრთხოება "ნომერ პირველი პრიორიტეტია" და ეს გულისხმობს არა მხოლოდ ახალ წესებსა და პროცედურებს, როგორებიცაა ტესტირება, სოციალური დისტანცირება და ადამიანებს შორის კონტაქტის დადგენა, არამედ ასევე მათთვის ექიმებსა და ეპიდემიოლოგებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ლენდგრაფმა Atlanta-ს მე-3 და მე-4 სეზონებს "სერიალის ცხოვრების ახალი თავის 1-ლი და მე-2 ნაწილები" უწოდა. მისი მეორე სეზონი 2018 წლის მაისში გამოვიდა. სერიალი დონალდ გლოვერის შექმნილია და მასში თვითონვე მონაწილეობს ბრაიან ტაირი ჰენრისთან, ზაზი ბიტცსა და ლაკით სტენფილდთან ერთად.
ატლანტა FX-ის მხოლოდ ერთ-ერთი სერიალია, რომელიც მუშაობის განახლებისთვის ემზადება. ასეთივე სერიალების სიაშია American Horror Story, American Crime Story და Pose, ხოლო Fargo-მ ახლახან მე-4 სეზონზე მუშაობა დაასრულა და მას 27 სექტემბერს ვიხილავთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები