გიორგი ღვინიაშვილი ვიდეოს ავრცელებს და საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს
"დღეს ბევრ ადამიანს რწმენა აქვს დაკარგული და განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება", — ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, იგი ვიდეოში საგარეჯოელებს მიმართავს.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს უკიდურესი სიღარიბეა, გაძვირებულია პროდუქტები, გაუფასურებულია ლარი, ამ დროს კი ადამიანები მიტოვებული არიან ხელისუფლებისაგან. გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების გზა ოქტომბრის არჩევნებზე გადის და მოუწოდებს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ.
"ჩემო საგარეჯოელებო, მე ვარ გიორგი ღვინიაშვილი და წარმოვადგენ ევროპულ საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საგარეჯოში. ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა სიღარიბემდე, ადამიანების უკიდურეს გაჭირვებამდე, ფასებისა და კრიმინალის ზრდამდე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების ჩავარდნამდე.
დღეს ქვეყანაში ფასები ყველაფერზე იზრდება, თუმცა არ იზრდება ფასები თქვენ მიერ მოყვანილ პროდუქტზე, ყურძნის ფასი ყოველწელს იკლებს, განსაკუთრებით ამ გაუფასურებული ლარის პირობებში, დღეს გლეხი მიტოვებულია უპატრონოდ, ბედის ანაბარად. თქვენ ყველას გახსოვთ, ვისაც შეხება გქონიათ ყურძენთან და ქარხანასთან, ჩემი გუბერნატორობის პირობებში, 24 საათის განმავლობაში ვიდექი თქვენთან ერთად და ვიცავდი თქვენ უფლებებს.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გპირდებით, რომ ვიქნები თქვენ გვერდით და არავის მივცემ უფლებას თქვენ დაგჩაგროთ. დღეს ბევრ ადამიანს რწმენა აქვს დაკარგული და განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება. ისინი ხშირად, ლუკმა- პურის საშოვნელად ტოვებენ თავიანთ ოჯახებს და მიდიან საზღვარგარეთ. მე გპირდებით საგარეჯოელო ახალგაზრდებო, რომ თქვენ რაიონში იპოვით თქვენ ღირსეულ ადგილს. გექნებათ სამუშაო, შეკრებისა და გართობის ადგილები. ბრძოლას აზრი აქვს, ჩვენ შეგვიძლია რომ ცუდი შევცვალოთ უკეთესით, ამიტომ მოდით არჩევნებზე, დამიჭირეთ მხარი და ერთად ვიცხოვროთ ძლიერ, მდიდარ და უსაფრთხო საქართველოში", — განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები