თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერს არჩევთ, MacBook საუკეთესო გადაწყვეტილებაა — მისი შესაძლებლობები უსაზღვროა
შვილისთვის პირველი კომპიუტერის შეძენა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია. ამიტომ ბაზარზე არსებულ უამრავ მწარმოებელსა და მოდელებს შორის, თქვენთვის საუკეთესო პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებით.
პირველ რიგში, გირჩევთ შეარჩიოთ ისეთი მოწყობილობა, რომლის მოხმარებაც თქვენი შვილისთვის მოსახერხებელი იქნება, ადვილად გაერკვევა მის ფუნქციებში და სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებსაც კი აღმოაჩენს. სწორედ ასეთი კომპიუტერია MacBook Air – და ჩვენ გეტყვით, რატომაა ის ბავშვებისა და მშობლებისთვის საუკეთესო არჩევანი.
გადაიხადე მხოლოდ ერთხელ
Apple-ის კომპიუტერის შეძენისას თანხას მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ლეპტოპისთვის იხდით და აღარ გიწევთ დამატებითი თანხის გადახდა. Windows-ის ოპერატიულ სისტემაზე დაფუძნებული კომპიუტერის შეძენის შემთხვევაში კი ლიცენზირებული სისტემის ინსტალაციისა და პერიოდული განახლებებისთვის, თქვენ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე თანხას იხდით პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოებული შესაძლებლობის გამოყენებისთვის.
MacBook Air-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ ერთხელ გადაიხდით და კომპიუტერთან ერთად ლიცენზირებულ ოპერაციულ სისტემას, უფასო განახლებებით მიიღებთ. Worldwide Developer Conference-ზე, რომელიც ყოველი წლის ივნისში იმართება, Apple-ის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აუმჯობესებენ ყოველწლიურად MacOS სისტემას MacBook-სთვის და ეს ყველაფერი მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ასევე უფასოა ყველა ძირითადი სამუშაო და გასართობი პროგრამა.
პროგრამები მუშაობისა და გართობისთვის
Apple პროგრამულ უზრუნველყოფას წლების განმავლობაში ავითარებს, ქმნის საკუთარ პროგრამებსა და აპლიკაციებს. Pages (სიტყვების რედაქტორი ესეების და ტექსტების მოსამზადებლად), Numbers (ცხრილების რედაქტორი), Keynote (უკეთესი პრეზენტაციების გასაკეთებლად). ეს აპლიკაციები განკუთვნილია სწავლისა და მუშაობისთვის, ადვილად გამოსაყენებელია და უამრავ ფუნქციას მოიცავს. გარდა ამისა, შესაძლებლობას გაძლევთ რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტში რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს. თქვენ შეგიძლიათ პრეზენტაცია გააკეთოთ თანაკლასელებათან ერთად, ერთდროულად ბეჭდოთ და სხვადასხვა თემა სწრაფად განიხილოთ.
ასევე უფასოდ არის ხელმისაწვდომი Apple-ის ეკოსისტემის ისეთი პროგრამები, როგორიცაა iMovie და GarageBand. ისინი შექმნილია კრეატიულობის გასავითარებლად და თქვენი დაფარული ნიჭის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ვიდეოების სამონტაჟო პროგრამა iMovie მარტივია და შეგიძლიათ ნებისმიერი კამერით გადაღებული მასალა სწრაფად და ხარისხიანად დაამონტაჟოთ. რაც შეეხება GarageBand-ს, მისი მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი პირველი ტრეკი შექმნათ ან ალბომი ჩაწეროთ.
სავარაუდოდ, თქვენი შვილის საყვარელი ბლოგერები, თავიანთ ვიდეორგოლებს ამ აპლიკაციებით ამონტაჟებენ, ხოლო მუსიკოსები თქვენს საყვარელ მუსიკას ამ პროგრამებში ქმნიან. და თუ თქვენც გინდათ ამ სამყაროს ნაწილი გახდეთ, უბრალოდ შეიძინეთ Macbook Air -ი. როგორც ხედავთ, არსებობს უამრავი სხვა პროგრამა, რომლებიც ხელმისაწვდომია Macbook Air– სთვის. მათ შორის სერვისი Microsoft 365, პროგრამა Photoshop და ა.შ.
ვისწავლოთ ერთად
Apple ქმნის ეკოსისტემას, სადაც სამყარო ყველა გაგებით ღიაა თანამშრომლობისა და ერთად მუშაობისთვის. FaceTime–ით მარტივად რეკავთ კლასელებთან და მეგობრებთან ვიდეო ზარების ფორმატში. iMessage კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მესენჯერია მსოფლიოში. იმუშავეთ პროექტებზე Pages, Keynote და Numbers პროგრამებით, გამოიყენეთ iCloud - შემნახველი საცავი, რომელსაც წინასწარ დააინსტალირებ და მარტივად მოიხმარ. ისარგებლე AirDrop-ით, რომელიც ფაილების სწრაფი ტრანსფერია მოწყობილობებს შორის.
რაც მთავარია, კომპიუტერი ეკოსისტემის ნაწილია. ამიტომ, მოსახერხებელია მისი შეთავსება iPhone-სა და iPad-თან. მაგალითად, თუ iPhone-ში ჩანაწერს გააკეთებთ, ის დაუყოვნებლივ იქნება თქვენს MacBook-ში ხელმისაწვდომი. ნუ გაფლანგავ იდეებს და იპოვე საუკეთესო საშუალებები მათზე სამუშაოდ.
შეგიძლია მარტივად ისწავლო პროგრამირება
Apple ცდილობს მომხმარებლებისთვის შექმნას პროგრამირების შესწავლის გამარტივებული მეთოდები. რამდენიმე წლის წინ, კომპანიამ საკუთარი პროგრამირების ენა - Swift შექმნა, რომელმაც დეველოპერებში პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა.
მოწყობილობა სახელად Playground-ი, პროგრამაა, რომლის საშუალებით ბავშვები Swift პროგრამირების ენას ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშის გზით ეტაპობრივად სწავლობენ. პროგრამაში მოცემულია რჩევები და დამხმარე სასწავლო ვიდეოები. მთელი სისტემა აგებულია სწავლაზე და მიღებული ცოდნის გამეორებაზე, ისე, რომ ყოველი ახალი ეტაპის შესწავლისას არ დაგავიწყდეთ წინა შესწავლილი მასალა. ეს პროცესი ძალიან მარტივი და სახალისოა.
და როდესაც აღმოაჩენთ, რომ ასე სწავლა თქვენთვის საკმარისი უკვე აღარაა და უფრო მეტის შესწავლის სურვილი გაქვთ - Apple-მა ამაზეც იზრუნა. ეს არის პროგრამა Xcode, რომელსაც დეველოპერები მთელს მსოფლიოში იყენებენ და რომელშიც პროგრამები იწერება როგორც Apple-ის ისე სხვა მოწყობილობებზე. ეს ყველაფერი უფასო და ადვილად ხელმისაწვდომია და ზედმეტი თანხის გადახდა არ გიწევთ.
დამოუკიდებლობა
ახალ MacBook Air-ს გააჩნია საოცრად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ელემენტი, რომელსაც სრული დატვირთვით შეუძლია იმუშაოს მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ, აღარ არის საჭიროება რომ დამტენი მუდამ თან ატაროთ.
უსაფრთხოება
MacOS ოპერაციული სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სისტემაა. კომპანია Apple, მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამუდმებით მუშაობს. უსაფრთხოების სისტემის განახლებები წელიწადში რამდენჯერმე კეთდება, ხოლო სისტემური ძირეული განახლება წელიწადში ერთხელ ხდება. განახლებები ხშირად გამოდის და თითოეული მათგანი სრულიად უფასოა.
MacOS-ზე მომუშავე ყველა აპლიკაცია შემოწმებულია. სპეციალური დაცვის სისტემა კი ბავშვებს არ აძლევს უფლებას ისეთი კონტენტი გადმოწერონ, რაც შეიძლება მათთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. უახლესი სისტემა გაფრთხილებას მისცემს ბავშვს, თუ ის რაიმე საეჭვო პროგრამის გადმოტვირთვას შეეცდება.
იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყოს დაცული თქვენი ინფორმაცია და მონაცემები, თანამედროვე MacBook Air–ს აქვს Touch ID - თითის ანაბეჭდის სენსორი. თუ შიშობთ, რომ შეიძლება თქვენს შვილს ლეპტოპი დაეკარგოს, დააინსტალირეთ Find My პროგრამა, რომელიც მას აუცილებლად გაპოვნინებთ.
მშობლების კონტროლი
MacOS-ს გააჩნია განყოფილება მშობლებისთვის: მშობლის კონტროლის მარტივი და გასაგები სისტემა. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ და წვდომა გქონდეთ თითქმის ყველაფერზე: რა პროგრამების ჩამოტვირთვაა ნებადართული, რომელ საიტებზე შეუძლია ბავშვს შესვლა, რამდენ დროს ატარებს კომპიუტერთან და სხვ.
არსებობს ბევრი განსხვავებული პარამეტრი რომლის დაყენებაც შეგიძლიათ. გარდა ამისა, Macbook Air-ზე ახლახანს გამოჩნდა Screen Time პროგრამა, რომელიც აჩვენებს დღის განმავლობაში რამდენი საათი გაატარა თქვენმა შვილმა კომპიუტერთან და რომელ პროგრამებს დაუთმო ყველაზე მეტი დრო.
და ეს ყველაფერი როდია!
MacBook Air-ის შეძენით, თქვენ მთელს ოჯახს უკეთებთ საჩუქარს: დიდებისთვის სასიამოვნოა მასში მუშაობა, ბავშვებისთვის სასიამოვნოა სწავლა და ოჯახის ყველა წევრისთვის საყვარელი შოუების ყურება.
MacBook Air — ადვილად გასაგები და პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც წვდომას გაძლევს ყველაფერზე რაც მუშაობისა და სწავლისთვის გჭირდება. მხოლოდ 18 სექტემბრამდე, მისი შეძენა შემცირებულ ფასად შეგიძლიათ Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან: iSpace, Alta, elitelectronics, iPlus, iTechnics, iStore
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები