ლელოს ლიდერებმა თეა წულუკიანს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე კითხვით მიმართეს
ლელოს ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ თეა წულუკიანს ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე 10 კითხვით მიმართეს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოებისთვის აღნიშნული საგამოძიებო პროცესი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდება.
"2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან მიმართებაში. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, ამ პროცესის ფარგლებში, სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის მხარე, იმიტომ რომ ეს სისხლის სამართლის პროცესია და პროკურორი ადგენს, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი იყო თუ არა საერთაშორისო დანაშაულები, მაგრამ როგორ წარიმართება და რა შედეგი დადგება ჰააგის გამოძიების შემდეგ, ამას ექნება პირდაპირი და ძალიან გრძელვადიანი გავლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ნდობის აღდგენის პროცესზე, ეს საქართველოსთვის არის საუკუნის პროცესი. 5 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება არ გრძნობს თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს, რამდენად კომპეტენტურად, კეთილსინდისიერად იცავს იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოძიების ფარგლებში. ამიტომ ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს 10 კითხვით. ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას მისცემს იმის საშუალებას, რომ პროცესი გახდეს გამჭვირვალე",–აცხადებს ნაცვლიშვილი.
ანა ნაცვლიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას გააცნოს, თუ რამდენჯერ მოხდა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მსჯელობა როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სხვა ფორმატებში. გასაჯაროვდეს, თუ რამდენი საერთაშორისო ექსპერტია მოწვეული საქართველოს მთავრობის მიერ, იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესი სწორად იყოს დაცული. ანა ნაცვლიშვილისა და გრიგოლ გეგელიას მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისთვის წერილობით ფორმატში დასმულ 10 კითხვას, მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:
1. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რამდენი ადამიანია ჩართული აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოსთან ურთიერთობის საკითხებში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი კვალიფიკაციის და რანგის შესახებ;
2. ვინ წარმოადგენდა საქართველოს სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით. თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა რომელიმე ასამბლეაზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტი;
3. ყავს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას მოწვეული უცხოელი იურისტები/ექსპერტები აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი რაოდენობის, ვინაობის, კვალიფიკაციის და რანგის შესახებ;
4. აგვისტოს ომში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დოკუმენტირებაში პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები. როგორია სამინისტროს მხრიდან მათთან კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატი;
5. რამდენჯერ და როდის გაიმართა აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხის განხილვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ფორმატებში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში;
6. ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის ართანამშრომლობის პირობებში, რა სტრატეგია აქვს საქართველოს შესაძლო დაკავების ორდერების აღსასრულებლად;
7. იუსტიციის მინისტრის მოადგილე არის სასამართლოს ფონდის (Trust Fund) წევრი. გთხოვთ მოგვაწოდოთ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
8. სასამართლოში ახლა მიმდინარეობს სამომავლო რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა - რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო ამ პროცესში ჩართული და რა რეკომენდაციები წარუდგინეთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს;
9. რამდენად არის საქართველო ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართული; ცოტა ხნის წინ გაიმართა გასაუბრებები შერჩევის წინარე პროცესის შედეგად გამოკვეთილ 4 კანდიდატთან. იყო თუ არა საქართველოს წარმომადგენელი ჩართული გასაუბრების პროცესში და რა კითხვები დაუსვა კანდიდატებს, წამოწიეს თუ არა საქართველოს სიტუაციის გამოძიების საკითხი და რუსეთის ართანამშრომლობასთან დაკავშირებით დაუსვეს თუ არა კითხვები თუ როგორ აპირებენ პროკურორობის კანდიდატები ამ პრობლემასთან გამკლავებას;
10. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არ არსებობს არცერთი ქართველი ადვოკატი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება სასამართლოს წინაშე განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. რა ღონისძიებებს ახორციელებს და/ან გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ქართველი ადვოკატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რომ მათ ავტორიზაციის გავლა შეძლონ ჰააგის სასამართლოშო და დაიცვან მაგალითად, ომით დაზარალებული ადამიანების ინტერესები.
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები