7 საჭირო ინსტრუმენტი საუკეთესო სადიპლომო ნაშრომის დასაწერად
ფოტო: Shutterstock
თუ თქვენ გაქვთ სადისერტაციო, საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომი დასაწერი ან უბრალოდ სამეცნიერო სტატიის დაწერა გსურთ, მაშინ დამეთანხმებით, რომ წერის პროცესში უამრავს სირთულეს ვაწყდებით. წერის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ამ დროის განმავლობაში უამრავი პრობლემა იჩენს თავს - არადა ხარისხის მისაღებად აუცილებელია სამეცნიერო ნაშრომების წერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 8 ონლაინ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს სადიპლომო, სამეცნიერო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ნაშრომს გახდის ბევრად უკეთესს, ვიდრე ის მათ გარეშე იქნებოდა.
1. Small SEO tools Plagiarism Checker
ხშირად ძალიან გამოცდილ მეცნიერებსაც კი ექმნებათ პრობლემები პლაგიატთან დაკავშირებით, ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ თავიანთი ნაშრომი დაიცვან მსგავსი კრახისგან. გამოცდილი მეცნიერისთვის პლაგიატორობა შესაძლოა კარიერის ნგრევის ტოლფასიც აღმოჩნდეს. ამ მხრივ, სტუდენტები უკეთეს ვითარებაში არიან, რადგან ერთადერთი რაც ემუქრებათ, ნაშრომის ხელახლა შესრულებაა. მიუხედავად ამისა, მრავალთვიანი თუ კვირიანი შრომის შედეგის შემდეგ ნაშრომის დაბლოკვა და ახლის დაწერა, დამეთანხმებით სერიოზული დემოტივატორია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, ეს ონლაინ ინსტრუმენტი დაგეხმარებათ პლაგიატთან ბრძოლაში და თქვენს ნაშრომს საიმედოდ დაიცავს.
2. Citavi
ნებისმიერ ნაშრომს რომ კარგი ორგანიზება სჭირდება, ეს ყველასთვის ნაცნობია. Citavi არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ნაშრომის სწორად დაგეგმვაში, გაფორმებაში და გამდიდრებაში. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ კონტენტის კარგ ანალიზს, ციტატების შენახვას, ზღვა ინფორმაციის მოპოვებას და ა.შ;
3. Canva
ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს ტექსტი წაროადგენს, მაგრამ ასოებით და ციფრებით გადატვირთულ ტექსტს ფოტოებით შელამაზება არ აწყენდა. მით უმეტეს, რომ ფოტოებით გაფორმება აკადემიურ ნაშრომში დაშვებულია და მეტიც, სასურველიც კი არის. ეს ინსტრუმენტი შემოგთავაზებთ უამრავ მომხიბვლელ შესაძლებლობას, რომ თქვენი ნაშრომი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო.
4. Dragon Naturally Speaking
სანამ ამ ინსტრუმენტის დახასიათებას დავიწყებდეთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მის სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ ლიცენზიას იყიდით. ამ ინსტრუმენტს აქვს უნიკალური ფუნქცია - მას შეუძლია თქვენი მოსმენა და შემდეგ ამ ყველაფრის ტექსტად გარდაქმნა. თქვენ კარნახობთ, ის წერს. დაახლოებით ისე ხდება, როგორც მესამე-მეოთხე კლასში, ქართულის მასწავლებელი რომ ტექსტებს გკარნახობდათ და თქვენ იწერდით. ამ ინსტრუმენტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ მეილები, დაწეროთ ესეები და ა.შ, ისე რომ ტექსტი არ აკრიფოთ. ამ ინსტრუმენტს შვიდ ენაზე შეუძლია თქვენი მოსმენა, მათ შორის: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ჰოლანდიურად და იაპონურად.
5. Mendeley
ნაშრომის წერა ისედაც სტრესული საქმეა, მაგრამ გაცილებით უარესი და მძიმე ხდება, როცა ჩვენი მასალები გაფანტულია და მათი მოძიება მუდმივად უამრავ დროს გვართმევს. ამ პრობლემის გადაჭრა ამ ინსტრუმენტით თავისუფლად შეიძლება. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ Mendeley არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც ნაშრომის წერის დროს შეიძლება გამოიყენოთ. მისი მომსახურებით სარგებლობს 30 000-ზე მეტი სტუდენტი, მეცნიერი, ლექტორი და სხვა აკადემიური თანამდებობების პირები. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ დოკუმენტების თემატურად დალაგებას, ისარგებლებთ ბიბლიოთეკით, შექმნით სოციალურ კავშირებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან თუ ლექტორებთან, გაცვლით ერთმანეთში ინფორმაციას და დოკუმენტებს. ერთი სიტყვით, აუცილებლად გამოსაყენებელი ინსტურმენტია.
6. Evernote
ნაშრომის წერას დიდი დრო მიაქვს, ამიტომ შეუძლებელია ყოველთვის თქვენ კომპიუტერთან იყოთ მიბმული. ხშირად, თქვენ შეიძლება იდეა ავტობუსში მგზავრობის დროს, ან თუნდაც, აუდიტორიაში ყოფნის დროს დაგებადოთ. იდეები მოდიან და მიდიან, თქვენი მოვალეობა კი მათი დამახსოვრებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ Evernote-ის გამოყენებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ონლაინ ბაზაში შეინახოთ ხმოვანი ჩანაწერები, ტექსტური ჩანაწერები და ა.შ, რომლის რედაქტირებასაც შეძლებთ ნებისმიერი მოწყობილობით - იქნება ეს ტაბლეტი, სმარტფონი თუ კომპიუტერი.
7. Dictionary.com
აკადემიური ნაშრომის შესრულებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ლექსიკონს, რომელსაც წერის დროს იყენებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გრამატიკულად რამდენად გამართულია თქვენი ნაშრომი, რომელმაც რაღაც აკადემიური ხარისხი უნდა მოგანიჭოთ. ხშირად ხდება, რომ თქვენი შემფასებლები ნაშრომებს იწუნებენ, იმის გამო, რომ სტუდენტი არ არის ბოლომდე გარკვეული იმ ტერმინებში, რომელსაც იყენებს. ასეთი რამ დაუშვებელია - თქვენ ბოლომდე უნდა იცოდეთ იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომელსაც აკადემიურ ნაშრომში იყენებთ. სწორედ ამიტომ, Dictionary.com გთავაზობთ შესაძლებლობას, თავი დაიზღვიოთ მსგავსი შეცდომებისგან. ამ საიტის ბაზაში არის ასობით ათასი სიტყვა, თავისი განმარტებებით და კონტექსტუალური მაგალითებით.
+ 1 რჩევა
თუკი ზემოთ ჩამოთვლილ რვავე ინსტრუმენტს დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ და თავადაც იშრომებთ, თქვენი აკადემიური ნაშრომი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა მხოლოდ ონლაინ ინსტრუმენტებით ნაშრომზე თავის გართმევა გაგიჭირდებათ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ უმბერტო ეკოს წიგნი სახელწოდებით „როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი“, სადაც დეტალურად არის განხილული, თუ როგორ უნდა შექმნათ ისეთი ნაშრომი, რომელიც დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ამ წიგნში განხილულია ცუდი და კარგი საკვალიფიკაციო ნაშრომების მაგალითები. უმბერტო ეკო არამარტო კარგი მწერალი, არამედ წარმატებული მეცნიერიც არის, ამიტომ მისი რჩევები ნამდვილად გასათვალისწინებელია.
აღნიშნული წიგნი ქართულ ენაზეც არის ნათაგრმნი და ის გამომცემლობა არეტემ გამოუშვა. წიგნის ფასი 15 ლარია.
თქვენ უკვე გაქვთ ინსტრუმენტების მთელი ჯაჭვი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული ნაშრომის შექმნაში. წარმატებებს გისურვებთ !
-
აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები — კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები — კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე
გადახედვა
-
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა 1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
-
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე? ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
-
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში? რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
-
"მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა 24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
გადახედვა
-
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ
გადახედვა
-
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე? ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
-
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
გადახედვა
-
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
-
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
გადახედვა

კომენტარები