ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველი ხელოვანების ნიმუშები გააცოცხლეს
ფოტო: თამარ ჩხარტიშვილი
პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შეცვლა და დროებით სახლებში გამოკეტვა მოუხდათ, მოწყენილობასთან ბრძოლა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ბევრში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივებამაც არ დაახანა: კარანტინში გატარებულმა ერთფეროვანმა დღეებმა ყველა ასაკის ადამიანს ახალ-ახალი გასართობი საშუალებების აღმოჩენისკენ უბიძგა. და თუკი თქვენც აქამდე ყველაზე უცნაური და გიჟური, მაგრამ სახლიდან გაუსვლელად განხორციელებადი იდეებისთვის ვერაფრით იცლიდით, მაშინ გახსოვდეთ, რომ ახლა ამისთვის ყველაზე შესაფერისი მომენტია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმ ადამიანების რიცვხში აღმოჩნდნენ, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ მოწყენილობას სახალისო და, ამასთან, შემეცნებითი გზით დაუპირისპირდნენ.
#GeorgianArtchallenge მსოფლიო გამოწვევის ქართული ანალოგია და იგი საკუთრივ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გაცოცხლებას გულისხმობს. სტუდენტების აზრით, ეს საინტერესო მიგნება დროის სახალისოდ გაყვანასა და, ამასთან, ქართველი ხელოვანების შემოქმედების მეტი ადამიანისთვის გაცნობის მიზანსაც ემსახურება.
1. ეთერ ჭკადუას "სნაიპერი" ბარბარე ჭილაშვილისგან:
"რადგან კარანტინი იყო და ოჯახშიც ყველა მოწყენილები ვიყავით, ფეისბუქზე წავაწყდი უცხოელების გაკეთებულ ჩელენჯს და ძალიან სახალისოდ მეჩვენა. მაგრამ ვიფიქრე, უფრო საინტერესო იქნებოდა, მხოლოდ ქართველ მხატვრებს თუ დავაჩელენჯებდით. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ქართველი ხელოვანი არ გვცოდნია და, ერთგვარად, გარდა გასართობისა, შემეცნებითადაც იქცა ეს ყველაფერი"
ფოტო: ბარბარე ჭილაშვილი
2. პეტრე ოცხელის "მფრინავი მღებავი" გიორგი ხეცურიანისგან:
"ბევრი გამოწვევა ვიხილე მე პირადად კარანტინში ყოფნისას, თუმცა ყველა მებანალურა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმეტესად ერთი სახის და არაფრის მომცემი ჩელენჯები გვხვდებოდა სოციალურ ქსელებში. შემდეგ კი თავში რამდენიმე გადაკეთებული უცხოური ნახატის ფოტო ამოგვიტივტივდა და ვიფიქრეთ, ქართულ ნახატებზე წამოგვეწყო ახალი ჩელენჯი, რაც, რა თქმა უნდა, ქართული მხატვრობის უკეთ გაცნობაშიც დაგვეხმარებოდა. ხომ ხედავთ, უკვე როგორი დადებითი და პოზიტიური შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს. თქვენ კი გირჩევთ, რომ შემოგვიერთდეთ!"
ფოტო: გიორგი ხეცურიანი
3. დავით კაკაბაძის ავტოპორტრეტი ანა არაბულისგან:
"დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევამ ბევრს საკუთარი თავი სხვა კუთხით დაანახა, მათ შორის — მეც. არასდროს მიცდია მსგავსი რადიკალური გარდასახვა და ვფიქრობ, მცირედით მაინც შევძელი. ამიტომ გირჩევთ, მიიღოთ გამოწვევა და გპირდებით, წინ ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესები გელით"
ფოტო: ანა არაბული
4. ფიროსმანის "ქართველი ქალი დაირით" თამარ ბენდელიანისგან:
"ვფიქრობ, ამგვარი ჩელენჯები ერთობ სახალისო და შემეცნებითია, განსაკუთრებით კი ასეთ პერიოდში. მადლობა იდეის ავტორებს ამ მშვენიერი წამოწყებისთვის"
ფოტო: თამარ ბენდელიანი
5. თედო რეხვიაშვილის პორტრეტი თამარ ჩხარტიშვილისგან:
"მსგავსი გამოწვევები თვითიზოლაციის პირობებში, ვფიქრობ, რომ საინტერესო და სასარგებლოც კია. სოციალური დისტანცირების პერიოდში ამ გამოწვევამ ჩვენი გაერთიანება, გახალისება და ქართული ხელოვნების კიდევ უფრო დაფასება გამოიწვია. რაც შეეხება შთაგონების წყაროს, მინდოდა, მოდერნულობა, დღევანდელი ტემპი არ დაგვეკარგა და ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე მხატვრის, თედო რეხვიაშვილის ნახატის გაცოცხლება ვცადე"
ფოტო: თამარ ჩხარტიშვილი
6. ფიროსმანის "მეთევზე" საბა მანჯგალაძისგან:
"ფიროსმანის ყველა ნამუშევარი განსაკუთრებით მიყვარს და გადავწყვიტე, რომელიმე საკუთარ თავზე მომერგო. საბოლოოდ, "მეთევზე" ავარჩიე. მთელი ღამე ვფიქრობდი, რა რესურსები დამჭირდებოდა იმისთვის, რომ ნახატს მივმსგავსებოდი. მეორე დილას გაღვიძებისთანავე მამიდას ვთხოვე დახმარება, გამოვართვი მისი წითელი ზედა და ქუდი. ვედროს მოძიება არ გამჭირვებია, მაგრამ, სამწუხაროდ, თევზის ჩანაცვლება ქათმით მომიწია. ბოლოს რამდენიმე ფოტო გადავიღე, ერთი ავარჩიე, დავამონტაჟე, ულვაშებიც მივიხატე და საბოლოო ჯამში ეს გამოვიდა. ზოგადად ძალიან მომეწონა ეს გამოწვევა, მგონია, რომ ყველა მონაწილემ ქართველი მხატვრების ბევრი უცნობი ფოტო მოვიძიეთ და ამით ჩვენი მხატვრების მიმართ ცოდნაც გავიღრმავეთ"
ფოტო: საბა მანჯგალაძე
7. დავით კაკაბაძის "იმერეთი — დედაჩემი" თამარ ჩხარტიშვილისგან
ფოტო: თამარ ჩხარტიშვილი
8. დავით მარტიაშვილის "მწყემსი" ბარბარე ჭილაშვილისგან
ფოტო: ბარბარე ჭილაშვილი
9. ფიროსმანის "თავადი ყანწით" გიორგი ხეცურიანისგან
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: გიორგი ხეცურიანი
10. ეთერ ჭკადუას "შავებში" თამო კვიციანისგან
ფოტო: თამო კვიციანი
11. ლადო გუდიაშვილის "ანანო და ჩუქურთმა" ანანო გვიშიანისგან
ფოტო: ანანო გვიშიანი
12. ფიროსმანის "ქალი კათხა ლუდით" ნინო მიმინოშვილისგან
ფოტო: ნინო მიმინოშვილი
13. ლევან მოსიაშვილის "ღვინის სამშობლო" ლაურა პაპასქუასგან
ფოტო: ლაურა პაპასქუა
14. ლადო თევდორაძის პორტრეტი თორნიკე გეგეჭკორისგან
ფოტო: თორნიკე გეგეჭკორი
ამავე თემაზე:
20 ფოტო, თუ როგორ აცოცხლებენ კარანტინში ადამიანები ხელოვნების ნიმუშებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა

კომენტარები