საკონსტიტუციო სასამართლომ პატრიოტთა ალიანსის სარჩელი განსახილველად მიიღო
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
პატრიოტთა ალიანსი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მოპოვებული ხმების თანახმად, პარლამენტში მეტი მანდატი ეკუთვნით. პარტია აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტი არაკონსტიტუციურია.
დავით თარხან მოურავმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარლამენტში მის პარტიას 8 მანდატი ეკუთვნოდა.
საარჩევნო კოდექსის აღნიშნული ნორმა პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს აწესრიგებს. გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირემანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ. სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს 6 მანდატზე არანაკლები.
პატრიოტთა ალიანსის თქმით, იგი არის სარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა 5%-ის მხარდაჭერა, შესაბამისად მის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იყო 6-ზე ნაკლები. საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად მას მანდატების რაოდენობა შეევსო ექვსამდე და, შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე იგი აღარ მონაწილეობს გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების პროცესში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც გადალახა 5%-ანი ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატების მიღების მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმით დადგენილი წესი მათ გამორიცხავს მანდატების განაწილების პროცესიდან, ამდენად, დისკრიმინაციულია მათ მიმართ.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები