სერგი კაპანაძე: ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი
ფოტო: თორნიკე მანდარია/On.ge
ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე, სერგი კაპანაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში მეათე ნომერია, მიიჩნევს, რომ პარტიის მხარდამჭერთა ნაწილის რადიკალური პოზიციები ამჟამინდელი ლიდერების მიმართ ემყარება მითებს და არა - რეალურ მიზეზებს. რაც შეეხება ერთ-ერთ მითს, კაპანაძის თქმით, ასეთია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, 500 ათასი ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერია და არა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის.
როგორც სერგი კაპანაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, "ისევ გრძელდება ორგანიზებული კამპანია ენმ-ის წინააღმდეგ პარტიის რამდენიმე მოქმედი თუ ყოფილი მხარდამჭერის ან/და ლიდერის მხრიდან. ეს კამპანია სრულიად ცილისმწამებლურია და რამდენიმე მითის ირგვლივაა აგებული".
On.ge უცვლელად გთავაზობთ კაპანაძის მიერ დასახელებულ "მითებს":
მითი 1
ენმ გაემიჯნა მხარდამჭერებს. სისულელეა. ენმ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებმაც ასევე გარედან ინტერვენციით და ორგანიზებით პოლიტ. საბჭოს გადაწყვეტილება, რომ აერჩიათ ოპონირების ცივილური და დღეს რეალურად ერთადერთი სწორი ფორმა, შერაცხეს ღალატად და დაიწყეს ბინძური კამპანია. რატომ იყო ბინძური, კარგად იციან ძალიან და კონკრეტულ მაგალითებს არ მოვიყვან. მხარდამჭერებს და კრიტიკოსებს ენმ არ გამიჯვნია. თუ შეამჩნიეთ, მაქსიმალურად ცდილობს ყველა პოლიტიკოსი, რომ არ ჩაერთოს ამ გულისამრევ კამპანიაში. თუ რომელიმე ლიდერი (ისიც თითზე ჩამოსათვლელი) ვინმეს ფეისბუქზე დაბლოკავს, ეს მისი პირადი უფლებაა. ოღონდ, გინების და ორგანიზებული დადგმული შეტევების განეიტრალების მიზნით დაბლოკვა მაინცდამაინც ნუ გაგიკვირდებათ.
მითი 2
არჩევნები გაყალბდა და ენმ-ის ლიდერებმა ვერ დაგვიცვეს გაყალბებისგან. კი, არჩევნებში ბევრი ხარვეზი იყო და ალბათ 3-5% მოგვპარეს, ხმების მოსყიდვით, ძალადობით და მუქარით, ასევე არჩევნების ღამეს ეგზიტ პოლების და ცესკოს შედეგების გამოქვეყნების მანიპულაციით. მაგრამ, რეალურად, ეს არჩევნები დასრულდა ქოცების გამარჯვებით. ჩვენ უფრო ნაკლები მარჟით წავაგებდით, რომ არა ეს გაყალბება, უფრო მეტი შანსი იქნებოდა ქოცების დამარცხების, სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომ ასეთი მარცხი არ ეწვნიათ, მაგრამ ჯამში, მოსახლეობის უმრავლესობამ ქოცები აირჩია. ოთხი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ რეალობას რაც მალე გავუსწორებთ თვალს და ახალი ბრძოლებისთვის მოვემზადებით, მით უკეთესი იქნება. თუ ახლა ხელებს ჩამოვყრით და ვიტყვით, აი ეს იყო ჩვენი ბოლო შანსი, ვერ გამოვიყენეთ, ამა და ამ ლიდერის ბრალია და ახლა მოდი ერთმანეთს დავერიოთო, ამით, მხოლოდ უფრო მეტად დავმარცხდებით. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ ხმების რაოდენობა მკვეთრად გავზარდეთ, უბრალოდ არასაკმარისად. რაც შეეხება ხმების დაცვას, არც ერთ ენმ-ის წევრს და ლიდერს არ დაუხევია უკან არც არჩევნების დღეს და არც შემდეგ ხმების დაცვისგან, დაწყებული საარჩევნო უბნებთან, დამთავრებული სასამართლოებით. ამას ძალიან კარგად ხედავს ეს ხალხი, მაგრამ მაინც ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს.
მითი 3
ენმ ემიჯნება მიშას. სისულელე. ენმ მიშას და მის როლს კი არ ემიჯნება, ფიქრობს იმაზე, როგორ წავიდეს წინ ახალ რეალობაში, რომელიც მივიღეთ არჩევნების შემდეგ. პარტიას სჭირდება ახალი თავმჯდომარე და პოლიტ. საბჭო, ახალი სტრატეგია და ახალი იდეები. მიშას როლს ამ პარტიის შექმნაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში არავინ უარყოფს. მაგრამ, პარტია არ უნდა იყოს ერთი ადამიანი. ვისაც ჰგონია, რომ პარტია მხოლოდ ერთი ადამიანია და ის ერთი ადამიანი უნდა იყოს მუდამ ხელმძღვანელი, დე-ფაქტოც და დე-იურეც, მწარედ ცდება. ამასთან, მიშას ახლა უკრაინაში აქვს პოლიტიკური ფრონტი გახსნილი, ამიტომ ენმ-ში ადგილობრივი მართვის გაძლიერება და ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება. ამაზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ, ოპონირება და დაპირისპირება არ უნდა გასცდეს ზრდილობის და გონივრულობის ჩარჩოს.
მითი 4
ენმ-ის 500.000 მხარდამჭერი მხოლოდ მიშას მხარდამჭერია. "მიშას გარეშე ნულები ხართ". ისევ სისულელე. ყველა კვლევით ენმ-ის მინიმუმ ერთი ლიდერი მაინც - დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით და მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი. ეს არ ნიშნავს, ოღონდ იმას, რომ მხოლოდ ბაქრაძის, ან მხოლოდ მიშას გამო დაუჭირა ხალხმა მხარი ენმ-ს. ენმ-ს მხარი დაუჭირა ამომრჩეველმა ბევრი ფაქტორის გამო. წინა არჩევნებზე ენმ-ს მხარი დაუჭირა 310.000 ამომრჩეველმა, ახლა თითქმის 500.000-მა. მე მგონია, რომ ზრდა სწორედ იმის გამო იყო, რაც შეიცვალა პარტიაში - განახლება, ახალი იდეები, სწორი საარჩევნო კამპანია. ბევრი სხვა ფაქტორიც იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, მიშას როლიც. ბევრმა ამის გამოც მისცა ხმა. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მიშას დაბრუნება და აქ რევოლუციური განწყობის შემოტანა (სრულიად უსაფუძვლო იყო, როგორც ერთი, ისე მეორე, რაც კარგად გამოჩნდა) კარგად გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგვე ქართულმა ოცნებამ. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი მითი.
მითი 5
ენმ იშლება. ისევ სისულელე. ენმ-ის დაშლა და დანაწევრება არის ქოცების ოცნება. რეალურად, რაც ენმ-ში ხდება არის ჯანსაღი ოპონირება ორ, ან მეტ გუნდს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი. ამ დაპირისპირებაში წარმოიშვება გადაწყვეტილება, რომელიც ყრილობის მიერ იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს. ამიტომ, სანამ ეს მოხდება, ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ საჯაროდ, ბრალს სდებენ ღალატში და ესვრიან ტალახში - რეალურად აკეთებენ ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის საქმეს. ამ კონკურენციიდან და დებატიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი და არა უფრო სუსტი.
ამიტომ, მეგობრებო, მოგიწოდებთ, რომ ცოტა მეტად შეიკავოთ თავი. ვიდისკუსიოთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, მაგრამ ნუ ვილანძღებით და ნუ ვესვრით ერთმანეთს ტალახს. ენმ დღეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტი და ნუ გადავაყოლებთ ამას ნურც ერთი კონკრეტული ადამიანის, რაც არ უნდა დიდი წვლილი ჰქონდეს მას პარტიის და ქვეყნის მშენებლობაში შეტანილი, ეგოს.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები