დეკანოზი ილია ჭიღლაძე

2 Apr. 2020, 15:18

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში წარმოშობილი ფანატიკური და აგრესიული ფუნდამენტალიზმით დაავადებული დაჯგუფებები არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნების დემონიზირებით და რუსეთის განდიდებით არიან დაკავებულები, არამედ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივი გმობით და შეურაცხყოფით. [...] ამ ჯგუფებს ყოველგვარი ურთიერთობა არამართლმადიდებლებთან კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ, ისინი სრულ იზოლაციონალიზმს ქადაგებენ. ესენი იყვნენ რომლებიც სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ რომის პაპ ფრანცისკესადმი, როდესაც ის შედიოდა სვეტიცხოველში. [...] ეს დაჯგუფებები მუდმივ ზეწოლასა და შანტაჟს ახდენენ საქართველოს საპატრიარქოზე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია მათ ტყვეობაშია, ეკლესია რომელიც გამოირჩეოდა ყოველთვის მისი შემწყნარებლობით, არაფანატიზმით, არაქსენოფობიით. სამაგიეროდ დღეს ეს ყველაფერი უხვად გვაქვს ჩვენს დედა ეკლესიაში. [...] დღეს თავისუფალი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში უფრო ძლიერია რუსული იდეოლოგიური გავლენები, ვიდრე ეს 1917 წელს, რუსული სინოდის ასექვსწლიანი ბატონობის დასრულების ჟამს იყო...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…