ჯგუფი ერთობა — თურმე, ერთად ყოფნა თვითიზოლაციაშიც მოსულა
ჩემი თავი ყოველთვის ინტროვერტი მეგონა, მაგრამ როდესაც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციის პასუხისმგებლობა ავიღე, ოთხ კედელს შორის სავალდებულო ყოფნა არც ისე მომეწონა.
თვითიზოლაციის მესამე დღეს ვხვდები, რომ ყველაზე მეტად მხარდაჭერა და ყურადღება მაკლია. ფეისბუქში შემოსულს შეტყობინებებიც არაფერს მეუბნება — ნიუსფიდში ახალი ამბები, სტატუსები, მიმები და ხუმრობები ერთმანეთშია არეული. რამდენიმე ახალი ჯგუფიცაა, მაგრამ ჩემს ინტერესებზე მორგებული - არცერთი.
როცა მთლიანად ამომეწურა იმედი, რომ რამე საინტერესოს ვიპოვიდი, ფეისბუქზე ახალი შეტყობინება გამოჩნდა. მეგობარმა გასაწევრიანებლად მოგიწვია ჯგუფში "ჯგუფი ერთობა". რა უცნაური სახელია, რამე ხალხურ მუსიკალურ ანსამბლზეა?
შევედი, რომ კიდევ ერთი არასასურველი ჯგუფის წევრობისგან ავირიდო თავი და აღარავინ დამამატოს უკან.
მოლოდინი მთლიანად თავდაყირა დადგა, როდესაც ჩემს ენაზე დაწერილი აღწერა დამხვდა:
"ვააა, ეს ვინ მოსულა! გამარჯობა, მეგობარო. რაკი ამ ჯგუფში აღმოჩნდი, ალბათ, თვითიზოლაციაში ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე ზრუნავ. შენი პასუხისმგებლობა ნამდვილად სამაგალითოა. ამიტომ, მოდი, დავიწყოთ კაის თქმით — მადლობა, რომ გვაზღვევ!"
საერთოდ სხვა სივრცეში მოვხვდი. შეუმჩნევლად დავინტერესდი და თვალიერება განვაგრძე. ციფრული სივრცის თანაავტორი მეგობრულად მელაპარაკება და მადლობას მიხდის იმისთვის, რომ სახლში ვარ. არადა, ამას ხომ მართლა სხვებისთვის ვაკეთებ? ძლივს ვიღაცამ შენიშნა და დააფასა!
"ესაა ჯგუფი ერთობა, რომელიც, მართალია, ციფრულად, მაგრამ მაინც შესანიშნავად ერთობა", — ვკითხულობ და ვხვდები, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა.
სხვების პოსტებიც შევამოწმე. მეგობრული, მხიარული გარემოა, შესაბამისი თემებით და ტოპიკებით. ყველაფერი დამხვდა: იუმორი - რომელმაც უცებ დამავიწყა იზოლირებულობის სევდა, მუსიკა, რჩევები მედიტაციაზე, ონლაინ სწავლებაზეც კი იმდენი რამ გავიგე, მთელი დღე რომ მეძებნა, ვერაფერს გავხდებოდი.
როგორც ჩანს ახალი შექმნილი ჯგუფია.
თითქოს მე მელოდებოდა.
ისევ ვსქროლავ ზემოთ და პირველ პოსტს ვწერ:
WOW. პირველი კომენტარი იმაზე სწრაფად მოდის, ვიდრე ჩემს ახალ პროფილის ფოტოზე გულის რეაქცია.
Outlander, When They See Us, High Fidelity... პირველ რჩევას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე... მუხა მომცემს რკოსა, რკოს მივუტან ღორსა და... ბოლოს მხარდაჭერის ზღვას კომენტარების დაგულებებით ვუმკლავდები. სასწრაფოდ გამოვრბივარ ფეისბუქიდან: ფლიბეგის ყურება უნდა დავიწყო და შთაბეჭდილებები ჯგუფში დავწერო.
სანამ ნეტფლიქსი ჩაიტვირთება, გული ისევ ჯგუფისკენ მიმიწევს, ფეისბუქზე ვბრუნდები და მეგობრებს ვიწვევ.
შენ კი, თუ ჩემსავით აზღვევ მეგობრებს, თვითიზოლაციაში ხარ, წასაკითხი წიგნები, სანახავი სერიალები და ფილმები შემოგელია, ან სულაც უარყოფითმა ემოციებმა შემოგიტიეს, შემოუერთდი ერთობას. აქ იმაზე მეტი გართობა გელოდება, ვიდრე წარმოიდგენდი. ის ნაცნობებიც უნდა დაამატო, რომლებიც თვითიზოლაციის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებენ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ თურმე ერთად ყოფნა თვითიზოლაციაშიც მოსულა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა

კომენტარები