თავისუფლებასა და მწერლობაზე — ტონი მორისონის 12 დასამახსოვრებელი ციტატა
ფოტო: Katy Grannan / The New York Times
ტონი მორისონი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ მთელ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
1931 წელს დაბადებულ მწერალს 1987 წელს ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, პულიცერი გადაეცა რომანისთვის საყვარელი, რამდენიმე წლის შემდეგ კი, 1993-ში ნობელის პრემიაც მიენიჭა ლიტერატურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ტონი მორისონი გასული წლის 5 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლა კი მის რამდენიმე მნიშვნელოვან გამონათქვამს გთავაზობთ მწერლობაზე, იდენტობასა და სხვა თემებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს თავის ნაშრომებში დაუწერია ან ინტერვიუებისას უთქვამს.
წერის შესახებ
- "მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კაცობრიობისთვის ძღვენი კი არა, გარდაუვალი აუცილებლობაა," — The Source of Self -Regard.
- "ჩვენ აღარ გვჭირდება მწერლები, რომლებიც ეული გმირები არიან. ჩვენ გვჭირდება გმირი მწერლების ერთიანი მოძრაობა, რომელიც მტკიცე, მებრძოლი და უკომპრომისო იქნება", — What Moves at the Margin: Selected Nonfiction.
ფოტო: Helen Marcus / Contact Press Images
- "თავს ჯაზმუსიკოსად აღვიქვამ, რომელიც მუდმივად შრომობს, შრომობს და შრომობს, რათა შეძლოს რაიმეს შექმნა ისე, რომ მისი შემოქმედება მსუბუქი და მოხდენილი იყოს. წერას ყოველთვის დაგეგმილ, წინასწარგანსაზღვრულ პროცესად აღვიქვამდი და თუ შემოქმედების შედეგი ბუნებრივი და ნატიფია, ეს მხოლოდ მუდმივი შრომისა და ფორმალური სტრუქტურის ცოდნის დამსახურებაა. შრომაში კი უნდა იყო ხელმომჭირნე, რათა ისე მიაღწიო მფლანგველობის ბრწყინვალე ხარისხს,— იმის შეგრძნებას, თითქოს გასაფლანგად საკმარისი გაქვს; თითქოს თავს იკავებ, — რომ რეალურად ტყუილად არაფერი გაანიავო", — Toni Morrison, The Art of Fiction.
- "ენა მხოლოდ და მხოლოდ სახელდაურქმეველი საგნების შიშისგან გვიცავს. ენა მარტოოდენ ჩვენი აზროვნების ანარეკლია", — ტონი მორისონის სანობელე ლექცია.
იდენტობის შესახებ
- "რასიზმის სიღრმისეული დანიშნულება ყურადღების გადატანაა. ის გაიძულებს, რომ შენს საქმეს მოსწყდე. გაიძულებს, მუდმივად და დაუსრულებლად ახსნა შენი არსებობის მიზეზი. ვიღაც გეტყვის, რომ საკუთარი ენა არ გაგაჩნია და შენც 20 წლის დახარჯვა გიწევს იმაში, რომ საპირისპირო დაამტკიცო. ვიღაც გეტყვის, რომ შენი თავის ფორმა ნორმალური არ არის და მეცნიერებთან ერთად უნდა დაამტკიცო, რომ არა, არის. ვიღაც გეტყვის, რომ ხელოვნება არ გაგაჩნია და კვლავ უნდა დაიწყო საწინააღმდეგოს მტკიცება, არადა ამ ყველაფრის დასამტკიცბლად გარჯა სულაც არ არის აუცილებელი", — პორტლენდის უნივერსიტეტში 1975 წელს წარმოთქმული სიტყვა.
ფოტო: Katy Grannan / The New York Times
- "არასდროს ვთხოვდი ტოლსტოის, რომ ჩემ შესახებ, ოჰაიოს შტატ ლორეინში მცხოვრები ფერადკანიანი პატარა გოგოს შესახებ დაეწერა. არც ჯოისს ვთხოვდი, რომ კათოლიციზმი და დუბლინის სამყარო არ ეხსენებინა თავის წიგნებში. არასდროს. და არ ვიცი, რატომ უნდა მთხოვოთ მე, რომ თქვენი ცხოვრების შესახებ მაინცდამაინც თავად მოგიყვეთ", — Conversations With Toni Morrison.
- "ჩვენ ვკვდებით და შესაძლოა, ცხოვრების აზრიც ეს არის, მაგრამ ამავდროულად ვქმნით ენას, რაც ჩვენი სიცოცხლის საზომი შეიძლება იყოს", — ტონი მორისონის სანობელე ლექცია.
- "მსურდა, რომ დომინანტური მზერისგან გათავისუფლებულს, თეთრკანიანთა მზერის გარეშე მეწერა. ადრეულ წლებში აფროამერიკელი მწერლების მიერ, რომლებიც ძირითადად კაცები იყვნენ, დაწერილ წიგნებში ვგრძნობდი, რომ ისინი ჩემთვის სულაც არ წერდნენ. მე კი რაც მაინტერესებდა, სწორედ აფროამერიკელების გამოცდილება იყო ყველგან და ყველა დროს. ყოველთვის აფროამერიკული კულტურითა და ხალხით ვიყავი დაინტერესებული — იქნებოდა ეს კარგი, ცუდი, გულგრილი თუ სხვა ნებისმიერი — როგორიც უნდა ყოფილიყო, სწორედ ეს იყო ჩემი სამყარო", — ინტერვიუ The New York Times-თან.
ფრაზები მისი რომანებიდან
- "საკუთარი თავის გათავისუფლება ერთი იყო, ამ თავისუფლებაზე უფლების მოთხოვნა კი მეორე", — საყვარელი.
- "თუ ჰაერს დანებდები, მის მართვასაც შეძლებ", — ქებათა-ქება სოლომონისა.
- "მას ორგვარი თვალები ჰქონდა — თითო სხვადასხვა ფერის: სევდისფერით მის სულში ჩაიხედავდი, გამჭვირვალე კი შენსაში იხედებოდა", — ჯაზი.
- "განსაზღვრებები განმსაზღვრელებს ეკუთვნით და არა მას, ვინც მათით განსაზღვრეს.", — საყვარელი.
ტონი მორისონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი რომანის შესახებ — ქებათა-ქება სოლომონისა — მთავარი არხის გადაცემაში შუადღე მწერალმა ტორესა მოსიმ ვრცლად ისაუბრა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები