5 მიზეზი, თუ რატომაა Caru მანქანის მოვლის საუკეთესო არჩევანი კორონავირუსის დროს
ფოტო: Anton Fritsler (kit8) / Dribbble
კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, კომპანიები, რომლებიც აქამდე სხვადასხვა სერვისს მომხმარებლებს პირისპირ აწვდიდნენ, თანდათანობით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. თუმცა, არსებობენ სტარტაპები, რომლებიც დისტანციურ მომსახურებას მომხმარებლებს იქამდე სთავაზობდნენ, ვიდრე კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოცხადდებოდა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არის Caru ერთადერთი სწორი საშუალება მანქანის მოსავლელად კორონავირუსის პირობებში.
რა არის Caru?
Caru-ს მომსახურებაზე აქამდეც მოგვიყოლია, თუმცა მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ სმენია ამ სტარტაპზე, ვეტყვით, რომ Caru ავტომანქანის ყოველისმომცველი მოვლის მომსახურებაა. პროფესიონალ ავტოასისტენტებს მიჰყავთ მანქანა, საჭირო ნაწილებს ეძებენ, ვაჭრობენ, ყველაზე ხელსაყრელ ვერსიას პოულობენ, მანქანას აკეთებენ და უკან გიბრუნებენ.
Caru-ს არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა პანდემიის პირობებში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ქვემოთ გაეცანით ხუთ მიზეზს, თუ რატომაა Caru მანქანის მოვლის ყველაზე სწორი საშუალება კორონავირუსის პერიოდში.
1. მომსახურებას იღებთ ციფრულად
ფოტო: 小五 for innn / Dribbble
Caru-მ მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის თავიდანვე ციფრული სივრცე აირჩია. მარტივად, ონლაინ პლატფორმაზე უთითებ შენი ავტომობილის მონაცემებს, საკონტაქტო ინფორმაციას, აფიქსირებ პრობლემას და ამ მომენტიდან შენი მანქანის გამართულობაზე პროფესიონალი ავტოასისტენტი ზრუნავს. ასე რომ, Caru-ს მეშვეობით ავტომობილის შეკეთების, გარეცხვის თუ ზოგადი მოწესრიგების რთული და ხშირად გაჭიანურებული პროცესი ინტერნეტში რამდენიმე "კლიკამდეა" დაყვანილი.
2. აღარ გიწევთ ავტონაწილების ძებნა
ფოტო: sadik / Dribbble
პრინციპი მარტივია — Caru-ს მეშვეობით მომხმარებლებს აღარ უწევთ ხალხმრავალ ადგილებში, ათობით მაღაზიაში თუ ბაზრობებზე ავტომობილის ნაწილების ძებნა. ავტომობილის მფლობელებს სახლიდან გაუსვლელად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, მხოლოდ ერთ ავტოასისტენტთან მოუწევთ კონტაქტი. ავტოასისტენტმა კი ზუსტად იცის, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ავტონაწილების რომელ მაღაზიას მიმართოს და ამისთვის, უმეტესად, პირდაპირი კონტაქტი საერთოდ არ სჭირდება. ასე რომ, ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.
3. არ გჭირდებათ ავტოსერვისში მისვლა
ფოტო: Krzysztof Nowak / Dribbble
Caru-ს მეშვეობით, ხარისხიანი მომსახურების კარგ ფასად მისაღებად რამდენიმე ავტოსერვისის შემოვლა აღარ მოგიწევთ. ამაზე პროფესიონალი ავტოასისტენტი ზრუნავს და მანქანა მიჰყავს იმ ავტოსერვისში, სადაც თქვენს პრობლემას ეფექტურად მოაგვარებენ და სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. რაც მთავარია, ფასზეც არ უნდა იდარდოთ — ამაზე Caru-ს ავტოასისტენტი წინასწარ შეგითანხმდებათ.
4. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
ფოტო: Denis Yudin / Dribbble
პანდემიის პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობასაც. როგორც Caru-ში ამბობენ, გასული კვირიდან კომპანიაში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები და ავტოასისტენტები კორონავირუსის პრევენციისთვის გათვალისწინებულ ყველა ხერხს მიმართავენ — მინიმუმამდე დაიყვანეს კონტაქტების რაოდენობა და ავტომობილის სალონის ნაწილს თქვენთან დაბრუნებამდე სპირტითა და სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ.
5. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით არ მოგიწევთ
ფოტო: Viktoriya Yaroshenko / Dribbble
ავტომობილის შესაკეთებლად ავტოსერვისებში მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებში თუ შეხვდებით ტერმინალს, უბნის ნაცნობ ხელოსნებთან კი თითქმის გამორიცხულია ბარათით გადახდა, ან თანხის დისტანციურად გადარიცხვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო სჯობს ელექტრონული ანგარიშსწორების ხერხებს მივმართოთ და ნაკლებად გამოვიყენოთ ნაღდი ფული. Caru-ს პლატფორმა ამ კუთხითაც ძალიან მოსახერხებელია და სასურველი სერვისებისთვის ონლაინ-გადახდის შესაძლებლობას იძლევა.
ასე რომ, Caru საუკეთესო გამოსავალია, თუ სარისკო სიტუაციების თავიდან აცილება გსურთ. მისი მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, პროფესიონალი ავტოასისტენტების დახმარებით, ერთდროულად თავიდან აირიდებთ ავტომობილის შეკეთების უსიამოვნო პროცესს და შეამცირებთ ვირუსის გადაცემის რისკებს.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
კომენტარები