FBI: "იმეილების საქმეში" კლინტონის დანაშაული არ იკვეთება
ფოტო: Nigel Parry/CNN
აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შეფმა, ჯეიმს კომიმ კონგრესმენებს არჩევნებამდე 2 დღით ადრე გაგზავნილი წერილით აცნობა, რომ FBI რჩება ადრინდელ აზრზე, რომლის მიხედვითაც, ჰილარი კლინტონს არ დაურღვევია კანონი მაშინ, როცა სახელმწიფო მდივნად მუშაობისას მიმოწერისთვის კერძო კომპანიის სერვერს იყენებდა.
ჯეიმს კომის თქმით, FBI-იმ შეისწავლა ელექტრონული შეტყობინებები, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ კლინტონის მრჩევლის, ჰუმბა აბედინის ყოფილი ქმრის, ენტონი ვაინერის კომპიუტერში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. შესწავლის შემდეგ უწყებამ დაასკვნა, რომ არაფერი უკანონო ამ მიმოწერებში არ იყო.
ჯეიმს კომიმ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, 27 ოქტომბერს, განაცხადა, რომ FBI-მ განაახლა ჰილარი კლინტონის "იმეილების საქმის" გამოძიება ახლადაღმოჩენილი ელექტრონული შეტყობინებების გამო. მის ამ განცხადებას ამერიკულ საზოგადოებაში შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა, რაც დონალდ ტრამპმა საკუთარი მხარდამჭერების მოსაზიდად გამოიყენა და მისი რეიტინგი ჰილარი კლინტონის რეიტინგს თითქმის გაუთანაბრდა.
"იმეილების საქმე" აშშ–ს საპრეზიდენტო მარათონში ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ წარმოებული სპეკულაციების მთავარი იარაღი იყო. ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კლინტონს თავისი საპრეზიდენტო სურვილების შესახებ გაცხადებული არ ჰქონდა. FBI იძიებდა, ხომ არ იყო კანონდარღვევა კლინტონის ქმედება მაშინ, როცა ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, ელექტრონული მიმოწერისთვის იყენებდა არა სახელმწიფო სერვერებს, არამედ კერძოს. რამდენიმე თვის წინ FBI-მ საქმის გამოძიება შეაჩერა, რადგან მათი შეფასებით, ეს „დაუდევრობა“ უფრო იყო, ვიდრე დანაშაული. თუმცა, კლინტონი აღნიშნული ქმედების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მაინც გაეხვა, რადგან კერძო სერვერები ჰაკერების სამიზნე უფრო ადვილად შეიძლება გახდეს, ვიდრე სახელმწიფო. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების რისკიც იზრდება თუ მსგავსი ინფორმაცია გაიგზავნა კერძო სერვერის გამოყენებით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები