ნიუ-იორკში კრონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონაირუსის გამო გააუქმეს. 13 მარტს ამერიკული ორგანიზაცია საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ორგანიზებით უნდა გამართულიყო შეხვედრა, რომელიც კორონავირუსის პირობებში ბიზნესის კეთებას ეხებოდა.

ვირუსის გავრცელების გამო აშშ-ში ღონისძიებებს აუქმებენ ან რამდენიმე თვით დებენ. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1 037 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გამო 28 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 23 ვაშინგტონში. გარდა ამისა, 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის გამო კონგრესის სამი წევრი თვითიზოლაციაშია.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევებმა 119 ათასს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ჩინეთში (80 956), იტალიაში (10 149), ირანი (8 042), სამხრეთ კორეაში (7 755), საფრანგეთში (1 784), ესპანეთსა (1 695) და გერმანიაში (1 565).

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: