10 მარტის დილის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 114 452-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედით, 4 026 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 166 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია, თუმცა დაავადებულთა რიცხვი ნელ-ნელა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც იზრდება. კორონავირუსის შემთხვევებს არ ადასტურებენ თურქეთში.

პირველი 30 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია:

  • კონტინენტური ჩინეთი — 80 756 შემთხვევა, 3 136 გარდაცვლილი;
  • იტალია — 9 172 შემთხვევა, 463 გარდაცვლილი;
  • სამხრეთ კორეა — 7 513 შემთხვევა, 54 გარდაცვლილი;
  • ირანი — 7 161 შემთხვევა, 237 გარდაცვლილი;
  • საფრანგეთი — 1 412 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი;
  • ესპანეთი — 1 231 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი;
  • გერმანია — 1 224 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი;
  • აშშ — 754 შემთხვევა, 26 გარდაცვლილი;
  • იაპონია — 530 შემთხვევა, 9 გარდაცვლილი;
  • შვეიცარია — 374 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი;
  • ნიდერლანდები — 321 შემთხვევა, 4 გარდაცვლილი;
  • დიდი ბრიტანეთი — 321 შემთხვევა, 5 გარდაცვლილი;
  • შვედეთი — 261 შემთხვევა;
  • ბელგია — 239 შემთხვევა;
  • ნორვეგია — 227 შემთხვევა;
  • სინგაპური — 160 შემთხვევა;
  • ავსტრია — 131 შემთხვევა;
  • მალაიზია — 117 შემთხვევა;
  • ჰონგ-კონგი — 115 შემთხვევა;
  • ბაჰრეინი — 109 შემთხვევა;
  • ავსტრალია — 91 შემთხვევა, 4 გარდაცვლილი;
  • დანია — 90 შემთხვევა;
  • საბერძნეთი — 84 შემთხვევა;
  • კანადა — 77 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი;
  • ერაყი — 71 შემთხვევა, 7 გარდაცვლილი;
  • ქუვეითი — 65 შემთხვევა;
  • ისლანდია — 65 შემთხვევა;
  • ეგვიპტე — 59 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი;
  • სან-მარინო — 51 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი;
  • ტაილანდი — 50 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი;
  • ისრაელი — 50.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: