დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლმა 100 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 დაუდგინდა 100 162 ადამიანს. ამათგან 55 ათასი გამოჯანმრთელდა, 3 406 კი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია — 80 559. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთან რიცხვმა კი 3 042-ს მიაღწია.

მაღალია დაინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაშიც, სადაც 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 6 593-ს მიაღწია. 42 ადამიანი COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა.

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში 4 747 შემთხვევაა კორონავირუსის. გარდაცვლილთა რიცხვი კი 124-მდე გაიზარდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: