რა პროცედურებს გაივლის მეცხრე მოწვევის პარლამენტი
ფოტო: posztos / Shutterstock
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტი უკვე დაკომპლექტებულია. 150 მანდატიდან 115-ის მიღებით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
რა პროცედურებს გაივლის ახლადარჩეული, მეცხრე მოწვევის, პარლამენტი, რისი უფლება არ აქვს პარლამენტარს და რას გულისხმობს მისთვის მინიჭებული იმუნიტეტი - ამ კითხვებზე On.ge-ს სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ უპასუხა.
ნინო რიჟამაძე, იურისტი.
ფოტო: რადიო თავისუფლება
"საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. მის მოწვევის თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს.
პარლამენტის მოწვევისთვის, საჭიროა, პარლამენტის წევრთა 2/3-ის უფლებამოსილება ცნობილი იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცესკო არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მე-19 დღისა აჯამებს, ახალი პარლამენტის მოწვევა მოხდება დაახლოებით - 19-20 ნოემბერს" - ამბობს On.ge-სთან საუბრისას სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე.
ახლადარჩეული პარლამენტი პირველივე სხდომაზე ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ აყალიბებს კომიტეტის შემადგენლობებს და ირჩევს მათ თავმჯდომარეებს.
შეგახსნებთ, რომ 2030-ის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს და ეს გადაწყვეტილება ქართულ ოცნებაში უკვე მიღებულია.
სანამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდება, საკანონმდებლო ორგანოში მანამდე შეიქმნება სამანდატო კომისია, რომელიც ხმის დათვლის და კენჭისყრის პროცედურებს ასრულებს.
პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა არსებობს გამონაკლისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სახით.
კითხვაზე, რას გულისხმობს იმუნიტეტი, რომელსაც კანონმდებელს საპარლამენტო საქმიანობა ანიჭებს, სამართლიანი არჩევნების იურისტმა გვიპასუხა, რომ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით:
"გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ასევე, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამის გამო მისი ფოსტის ან წერილობითი მასალების დაყადაღება".
ცესკოს წინასწარი მონაცემებით:
- ქართული ოცნებას პარლამენტში 115 მანდატი აქვს;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობას - 27;
- პატრიოტთა ალიანსი - 6;
- თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 1;
- დამოუკიდებელი დეპუტატებიდან 1 მანდატი სალომე ზურაბიშვილს აქვს მოპოვებული.
იხილეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ვიზუალური შედეგები.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა

კომენტარები