როგორ შევიძინოთ ჩურჩხელა კახეთიდან, მანდარინი გურიიდან და კარტოფილი სვანეთიდან?
ფოტო: Soplidan.ge
სოფელსა თუ მთაში გავრცელებული ტრადიციები დავიწყებას რომ არ მიეცეს, ადგილობრივებისგან ჯანსაღ პროდუქტებთან ერთად საახალწლო ტრადიციების შეგროვებაც დავიწყეთ.
soplidan.ge-ს ერთ გუდაში სვანეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიისა და კახეთის წეს-ჩვეულებებს მოვუყარეთ თავი, რომელთა დიდი ნაწილიც ბარაქიან მოსავალს უკავშირდება.
ყოველ თვე თითო გუდას მოვხსნით თავს და ვინ იცის შიგნით რას აღმოაჩენთ…
გურია
გურიაში იმდენად გამორჩეული ახალი წელი იციან, სხვა სახელიც კი ჰქვია - კალანდობა. მანდარინთან ერთად საახალწლო ტრადიციის გამოგზავნა ვთხოვეთ და ენაკვიმატი გურულებიც არ დაგვზარდნენ.
"ბავშვობაში ასე მეგონა, მთელ მსოფლიოში კალანდობას აღნიშნავდნენ, ყველას ჩიჩილაკი ედგა და მამაჩემივით თოფის გასროლით ხვდებოდნენ ახალ წელს. გურიაში ორი დღით ადრე იწყებოდა საახალწლო სამზადისი - ტყეში წავიდოდნენ კაცები, ცხემლის ხეს მოჭრიდნენ, გააშრობდნენ, თხილის ხისგან ჩიჩილაკსაც გაამზადებდნენ და ახალი წლის წინა დღეს, ვახშმად ბუხარში შეშის ტკაცუნის ფონზე ცხემლისჭრა დღეს აღვნიშნავდით.
კალანდობას, სანამ მფერხავს (მეკვლეს) კარში ეგებებოდნენ, ჩიჩილაკიდან ჯანჯუხას და სუფრიდან ბუხარში გამომცხვარი გურული ღვეზელის მოპარვას ვასწრებდი. კრიმანჭულში და ღვინის ღმერთის ხსენებაში ჩემი ცელქობაც შეუმჩნეველი იყო და ნაადრევი ჩაძინებაც. ერთი ეგ იყო, ღორის მოზრდილი თავი და ის ამბავი მაშინებდა, მეკვლე ცუდი ფეხით არ შემოსულიყო, რადგან მთელი წლის ხვავი და ბარაქა მასზე იყო დამოკიდებული და ჩემი საყვარელი ტკბილეულისთვის საჭირო მოსავალი კი მთელი გულით მედარდებოდა".
სვანეთი
"სვანეთში ახალი წლის დადგომისას ხის გობს ტკბილეულობით, კუბდრებით, ფეტვიანი ხაჭაპურებითა და მონეტებჩარჭობილი ხილით ავავსებდით. პირველ რიგში, გომურში გავდიდოდით და საქონელს მივულოცავდით. მარხვა როგორც კი გახსნილდებოდა, მამაჩემი თივის შესანახ ადგილას მიგვიყვანდა, თვითონ მეორე სართულზე ავიდოდა, ბავშვებს ქვემოთ დაგვაყენებდა და გაზეთსა და თივაში გახვეულ სხვადასხვა გემრიელობას ჩამოაგორებდა. კუბდარი და ფეტვიანი ხაჭაპური ვისაც შეგვხვდებოდა, ამ ფაქტით დიდად ვამაყობდით და იქვე გემრიელად შევექცეოდით".
აჭარა
"მაღალმთიან აჭარაში ბაბუა ახალი წლის დადგომისთანავე გარეთ გავიდოდა, ყველა სულიერს წინასწარ გამზადებულ ძღვენს მიართმევდა, გაკრიალებული ჭურჭლით საქონელს თივას და წყალს დაუდგამდა, მიეფერებოდა, მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.
სახლისკენ შემობრუნდებოდა და ზღრუბლზე გოგრას დაახეთქებდა. ეს გოგრა იყო პასუხისმგებელი იმ წლის ბარაქიან მოსავალზე".
სამეგრელო
"სამეგრელოში ბედობა დღეს ბებია დილაუთენია გაგვაღვიძებდა, ჩაგვაცვამდა თბილად, მე და ჩემს ძმას ხელში გემრიელი და წვნიანი ხილით სავსე კალათს დაგვაჭერინებდა და გვიშვებდა გარეთ, ეზოსა და სახლის გარშემო წრის დასარტყმელად. შინ დაბრუნებულებს ჩვენ უნდა გაგვეღვიძებინა ოჯახის სხვა წევრები და ძღვენი სათითაოდ მიგვერთმია. ამ ტრადიციას ყოველთვის სიხარულით ვასრულებდით, სანამ შემოვლას არ მოვრჩებოდით, თხილიან ჩურჩხელასაც გულგრილად ვუყურებდით, რადგან გვეგონა, მთელი წლის მოსავალი და ბარაქა ჩვენზე იყო დამოკიდებული".
კახეთი
კახელებსაც თავისებურად და განსხვავებულად ახსოვთ, თურმე, ახალი წელი სოფელში.
"ახალი წელი გაგუზგუზებული შეშის ღუმელი იყო და ივანე პაპას ტახტი, რომლის ერთი კიდე პირდაპირ ხის მაგიდასთან ჯდომის საშუალებას გვაძლევდა ბავშვებს. ზოგს იმიტომ გვიყვარდა ამ ტახტზე წამოსკუპება, რომ პაპასთან ახლოს ვყოფილიყავით, ზოგს კი იმიტომ, რომ ამ ტახტიდან ერთი ხელის გაწვდენა იყო რომბებად დაჭრილი გოზინაყის თეფშამდე, რომელსაც რატომღაც პირველს შემოდგამდა ხოლმე "კლიონკაგადაფარებულ" მაგიდაზე ბებიაჩემი ქეთო.
ბებიაჩემი ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველა დადიოდა. მხოლოდ ახალ წელს წამოიცვამდა ფეხზე წინა დღეებში, ყარაჯალაში, თათრებთან ნაყიდ ჭრელ ჩუსტებს, რომლებიც მერე მთელი წელი უკვალოდ ქრებოდა. გვეტყოდა - ფეხშიშველი და უპოვარი ახალ წელს რად უნდიხარ, ხვავი და ბარაქა თუ გინდა, ჩაცმულ-დახურული უნდა დახვდე, სიტკბო და სითბო დაახვედრო სახლში და შენკენაც გამოიხედავს მერე ბედ-იღბალიო. თვითონ თლილი ჭიქით ქვევრის რქაწითელს დაიდგამდა, შოთს ყუას მოატეხავდა და ეგ იყო მისი ახალი წელი. ჩვენთვის კი, მრგვალად მოხარშული დედალი ინდაური, კაი ჯიგრის ყაურმა, კახური ზეთით შენელებული ქისტური ჯონჯოლი, ჩურჩხელა და რა ჩურჩხელა, გოზინაყი და სოხუმის მანდარინები ბლომად ელაგა ივანე პაპას ტახტიდან ერთი ხელის გაწვდენა რომ იყო, იმ მაგიდაზე. პაპა კი ღუმელს ხშირ-ხშირად, ხვნეშით უკეთებდა შეშას, ჩვენი ბედ-იღბლიანი ახალი წლის სახლში შემოსაყვანად".
ამ ისტორიების მოსმენისას იმდენი საერთო აღმოვაჩინეთ სხვადასხვა კუთხეში და იმხელა მრავალფეროვნება, ცოტათი გულიც დაგვწყდა, ახალ წელს ქალაქში რომ ვხვდებით. თუმცა, ტრადიციული კერძების მომზადება სოფლიდან ჩამოტანილი ცინცხალი და ჯანსაღი პროდუქტით ყველას შეგვიძლია, რადგან soplidan.ge ქალაქსა და სოფელს შორის ხიდადაა გადებული და სწორედ ამ მიზანს ემსახურება — სოფლის ჯანსაღი პროდუქტი ქალაქში მოგვაწოდოს და ადგილობრივებს სოფელშივე გაუჩინოს შემოსავლის წყარო.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა





კომენტარები