10 ფილმი, რომელსაც 2020 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: Warner Bros. / Disney
2019 წელი საკმაოდ საინტერესო პერიოდი გამოდგა კინოსამყაროსთვის: ჩვენ ვიხილეთ, როგორც საავტორო კინოს ისეთი ლეგენდარული რეჟისორების ახალი ფილმები, როგორებიც კვენტინ ტარანტინო, პედრო ალმოდოვარი თუ მარტინ სკორსეზე არიან, ისე ცნობილი ბლოკბასტერები — შურისმაძიებლები, მეფე ლომი და სხვა.
სულ ცოტა ხნის გახდა ცნობილი ოქროს გლობუსის ნომინაციები და წინ, როგორც ეს დაჯილდოება, ისე ოსკარების ცერემონიალი გველოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ ფილმებს კვლავ აქვთ შანსი მაყურებლების ყურადღება მიიქციონ.
ახლა კი დროა ის ფილმები დავასახელოთ, რომლებიც 2020 წელს ნამდვილ კინომოყვარულებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ.
10. The Grudge
2020 წელს საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ფილმების ტრილოგიის ახალ ნაწილს ვიხილავთ, რომლის ორწუთიანი ტრეილერიც კი გვარწმუნებს, რომ წინ შემაძრწუნებელი სანახაობა გველოდება.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 3 იანვარი
9. Mulan
დისნეიმ თავისი კიდევ ერთი საკულტო ანიმაცია გადააქცია ფილმად და მულტფილმისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი სცენები კინოკამერის წინ გააცოცხლა.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 27 მარტი
8. Wonder Woman: 1984
გალ გადოტმა მოახერხა და 2017 წელს კომიქსების სამყაროს მნიშვნელოვანი სუპერგმირის, ქალი საოცრების როლი იდეალურად მოირგო და ყველას მალევე შეაყვარა თავი. ახლა ისღა დაგვრჩენია მისი ისტორიის განვითარებას დაველოდოთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 5 ივნისი
7. Invisible Man
მხევლის წიგნის ვარსკვლავს, ელიზაბეტ მოსს ამჯერად საშინელებათა ისტორიის ეპიცენტრში ვიხილავთ. პრინციპში, არც მხევლის წიგნში ყოფილა მის მიერ შესრულებული პერსონაჟი უკეთეს დღეში.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 8 თებერვალი
6. Tenet
2017 წელს გამოსული შთამბეჭდავი სცენებით სავსე Dunkirk-ის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინორეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი მალე ახალ ფილმს გამოუშვებს, რომლის დამაინტრიგებელმა ტრეილერმაც ბევრს ამავე რეჟისორის გახმაურებული ფილმი, Inception გაახსენა. ფილმში მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და BlacKkKlansman-ის მსახიობი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებენ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 17 ივლისი
5. Black Widow
მართალია, შურისმაძიებლების საერთო ისტორიას ბედნიერებისა თუ მწუხარების ცრემლებით გამოვემშვიდობეთ, მაგრამ მარველი შესაძლებლობას გვაძლევს მისი გმირების დამოუკიდებელი ისტორიებით კვლავ ვისიამოვნოთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 1-ლი მაისი
4. A Quiet Place: Part II
ჯონ კრასინსკიმ ნამდვილად ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმი გადაიღო, რომელმაც მილიონობით მაყურებელი მოხიბლა. სულ მალე კი სწორედ ამ შემაძრწუნებელი ისტორიის გაგრძელებას ვიხილავთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 20 მარტი
3. Dune
საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორი, დენი ვილნევი 2020 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო წიგნის, დიუნის ახალ ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს, რომელის სამსახიობო გუნდშიც ვიხილავთ ტიმოთი შალამეს, ზენდეიას, ხავიერ ბარდემსა და ჯეისონ მომოას.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 18 დეკემბერი
2. Soul
Pixar და Walt Disney ტრადიციულად კიდევ ერთ ამაღელვებელ ამბავს მოგვითხრობენ ანიმაციის სახით, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა, პიტ დოქტერიამ გადაიღო.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 19 ივნისი
1. Birds of Prey
როგორც იქნა, დიდ ეკრანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის, ჰარლი ქუინის შესახებ გადაღებულ დამოუკიდებელ ფილმს ვიხილავთ და თანაც გასაოცარი მარგო რობის მონაწილეობით.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 7 თებერვალი
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები