მეჭიაური: თუ საქართველო სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე უარს არ იტყვის, ნატოში ვერ შევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე უარს არ იტყვის, ის NATO-ში ვერ შევა. დეპუტატის თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დღევანდელი მოცემულობით, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, მხარს არ უჭერს:
"თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, რომ დაგვიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ამით მან, ფაქტობრივად, უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ რუსეთს ომი გამოუცხადოს. მითხარით, რომელი ქვეყანა არის ამისთვის მზად. ამერიკის ელჩი თვითონ ნატოში ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ნატოს გაფართოება არ იგეგმება".
ჟურნალისტის შეკითხვას, ემხრობა თუ არა მეჭიაური, რომ საქართველომ რუსეთისგან იარაღი იყიდოს, დეპუტატმა უპასუხა, რომ თუ ამის საჭიროება შეიქმნება, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო ვისგან იყიდის იარაღს:
"ბოდიში, საქართველოს მოქალაქეები ხართ თუ ნატოსი? ვინც გამოადგება, რომელიც გამოადგება ამ საქმეს, მე ნებისმიერთან უნდა ვითანამშრომლო".
შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება ოკუპაციასთან რუსეთის იარაღით ბრძოლა, დეპუტატმა უპასუხა:
"ვერც ამერიკული იარაღით ვერ დაამარცხებ რუსეთს და ვერც რუსული იარაღით".
მეჭიაურის კომენტართან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი, ცალკეული დეპუტატების აზრი, საქართველოს არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს:
"ეს არის მტკიცე, ემყარება ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის არჩევანს. ეს ემყარება ჩვენს წარსულს, ჩვენს მენტალიტეტს, ტრადიციებს და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის აზრით კი, ნებისმიერ დეპუტატს უფლება აქვს თავისი ინდივიდუალური აზრი დააფიქსიროს:
"გითხარით, რომ დიახ, საფრთხე, როდესაც 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მომდინარეობს რუსეთისგან. ეს არის ფაქტი. თქვენ თუ გინდათ თქვათ ის, რომ საფრთხე არ არის, ეს იქნება, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების მოტყუებაც".
"შემაშფოთებელი და საზიანო საქართველოს უსაფრთხოებისათვის" - ასე შეაფასა მეჭიაურის განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა. მისი თქმით, როდესაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მსგავს განცხადებას აკეთებს, გამოდის, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს იცავს:
"ეს არის ანტიდასავლური განცხადება".
თავისუფალი დემოკრატების წევრს, ირაკლი ალასანიას კი მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მეჭიაურისგან განსხვავებულად ფიქრობს. მისი თქმით, ნატო ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ალიანსია და მისკენ სვლა საქართველოს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები