ალექსანდრე მუხაძისა და გიორგი უდესიანის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დაადგინეს, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს კუს ტბა კალასა და შპს კუს ტბა პალასის პარტნიორები გახდნენ:
"2011 წელს, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა".
გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში მოათავსეს. უწყების ცნობით, გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო:
"მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ბესარიონ ხარძიანი ნებისმიერი მეთოდით ეიძულებინათ დაეთმო კომპანიების - კუს ტბა კალასა და კუს ტბა პალასის წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ, ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილის თანამშრომლები".
პროკურატურის განმარტებით, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პატიმარი ბესარიონ ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდა, ეთამაშა აზარტული თამაში, რაზეც ხარძიანი უარს ამბობდა. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი ზეწოლის შემდგომ, მან ბესარიონ ხარძიანი დაიყოლია თამაშზე და მოუგო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. გამოძიების ცნობით, შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბესარიონ ხარძიანს შესთავაზეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი ალექსანდრე მუხაძეს გადასცეს:
"წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბესარიონ ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც, თითქოსდა ე.წ. კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 ათას აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ბესარიონ ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი, თუმცა, ვინაიდან ბესარიონ ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წილების დათმობა გიორგი უდესიანის სასარგებლოდ, და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება მოსთხოვა, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება".
გამოძიების ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. უწყების ცნობით, ის საკუთარ ოფისში შეხვდა გიორგი ხარძიანს, რომელიც შპს კუს ტბა კალასა და შპს კუს ტბა პალასის წილებს ფლობდა. პროკურატურის ინფორმაციითვე, უდესიანმა გიორგი ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და ბესარიონ ხარძიანის გაუპატიურებას დაესწრებოდა, ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ:
"ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს კუს ტბა კალა და შპს კუს ტბა პალასი) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა".
"გამოძიება გრძელდება გიორგი უდესიანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით, ხოლო ალექსანდრე მუხაძის მიმართ - 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - იუწყება პროკურატურა.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს მრავლობითი დაზიანებები 2015 წლის 28 მარტს თბილისში, თავის სადარბაზოში მიაყენეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები