მარტივი წესი, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებაში დაგეხმარებათ
ფოტო: iStock
იმ ქალაქში, სადაც დაიბადეთ, რომელი არქიტექტურული ძეგლები ან შენობები შემორჩებიან ასი წლის შემდეგ? როგორი იქნება იქაურობა 500 წლის შემდეგ? მწერალი ნასიმ ნიკოლა ტალები მსგავს კითხვებზე საპასუხოდ კონტრინტუიციური, მაგრამ გამოცდილებით გამყარებული წესის გამოყენებას გვთავაზობს. თუ გსურთ გაიგოთ, რამდენ ხანს გაუძლებს დროს შენობა, რომელიც დედამიწის ზედაპირზე თაობების განმავლობაში განაგრძობს დგომას, პირველ რიგში, უნდა იკითხოთ, უკვე რამდენი ხანია, რაც ის არსებობს. რაც უფრო ძველია ის, მით მეტი შანსია, რომ კიდევ დიდხანს გადაურჩება ნგრევას.
მაგალითისთვის ქალაქი ლონდონი ავიღოთ. თუ იმ შენობების შერჩევაზე მიდგება საქმე, რომლებიც, დიდი ალბათობით, რამდენიმე საუკუნის შემდეგაც მყარად იდგებიან, ტალების წესის მიხედვით, სია უძველესი ნაგებობების ჩამოთვლით უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ლონდონის ტაუერის 941 წლის კოშკი ამ სიის სათავეში მოხვედრის საუკეთესო კანდიდატურაა. მას იქვე უნდა მივაყოლოთ სამხრეთ ლონდონში მდებარე მერტონის პრიორატი, რომელიც ასევე 900 წელზე მეტია, რაც ამაყად დგას. ლონდონის უძველესი სალოცავი ადგილი სმითფილდში, წმინდა დიდი ბართლომეს მონასტერიც, რომლის ნაწილი 896 წელია, უძლებს დროს, დიდ გამძლეობას იჩენს.
ტალების არგუმენტის მიღმა მარტივი ლოგიკა იმალება. რადგან მომავლის მსაჯული მხოლოდ დროა, მოვლენების განჭვრეტის ერთადერთი სანდო მეთოდი იმის გაგებაა, თუ რომელმა შენობებმა დაამტკიცეს, რომ გამძლენი არიან: რომლებმა გამოავლინეს დროის ქარ-ცეცხლის წინაშე მდგრადობა და მის დარტყმებსა და იერიშებს ათწლეულების, საუკუნეების თუ ათასწლეულების განმავლობაში გადაურჩნენ. თერთმეტჯერ მაღალ The Shard ცათამბჯენთან შედარებით, ლონდონის ტაუერის შენობა, შესაძლოა, უფრო მოკრძალებული მოგვეჩვენოს, მაგრამ ის 94-ჯერ მეტი წლის განმავლობაში გვიმტკიცებს, თუ რამდენად მყარია. მართალია, შარდის ცათამბჯენი, შესაძლოა, საკულტო და შთამბეჭდავი ნაგებობაა, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს იარსებებს ის, დაზუსტებით არავინ იცის. როცა საქმე დროს ეხება, ძველი შენობების ჩრდილი გაცილებით შორ მანძილზე იწელება.
სურათის წინა პლანზე ხედავთ ლონდონის ტაუერს, რომელიც უკან მდებარე The Shard ცათამბჯენმა სიმაღლეში ჩამოიტოვა.
ფოტო: Getty
ტალები ამ თეორიას ლინდის ეფექტს უწოდებს, რაც ფრიად ექსცენტრული ისტორიული მიზეზითაა განპირობებული. 1964 წლის ივნისში ამერიკელმა მწერალმა, ალბერტ გოულდმანმა, ჟურნალში, The New Republic, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ლინდის კანონი, რომელშიც ის ნიუ-იორკის ლინდის კაფეში შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართულ საუბრებს აანალიზებდა. ამ ადგილას წარმატებული კომიკოსები იკრიბებოდნენ, რათა ემსჯელათ, რამდენ ხანს გასტანდა მათი კოლეგების პოპულარობა. მათი ლოგიკით, თუ რომელიმე მათგანი მთელ თავის მასალას მოკლე დროში გახარჯავდა, მისი კარიერა მალევე დასრულდებოდა; მაგრამ თუ ისინი მაყურებლის წინაშე იშვიათად, მაგრამ უფრო ხარისხიანი მასალით წარსდგებოდნენ, რესურსების მსგავსი ეკონომიის ხარჯზე მათ, შესაძლოა, ამ სფეროში ათწლეულების განამვლობაშიც კი წარმატებით ემოღვაწათ.
ტალებმა სწორედ ეს ანეკდოტური მსჯელობა განავრცო. ის თავის 2012 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, არამყიფე: საგნები, რომლებიც არეულობისგან ხეირობენ, წერს: "ის საგნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არსებობენ, ადამიანებივით კი არა, პირიქით, უკუსვლით 'ბერდებიან'. ყოველი გადატანილი წელი მათი სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას აორმაგებს".
ტალების აზრით, წიგნი, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ახალ-ახალი ტირაჟით გამოიცემა, დიდი ალბათობით, კიდევ ამდენივე ხანს შეინარჩუნებს პოპულარობას. და თუ მომდევნო ათი წელიც განაგრძობს მაღაზიათა თაროებზე ყოფნას, მისი არსებობის ხანგრძლივობა ამდენივე დროით გაიზრდება. ყოველი დამატებითი წელი გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომლის სხვაგვარად პროგნოზირებაც შეუძლებელი იქნებოდა. მოცემული წიგნი უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მიზეზის გამო აგრძელებს მკითხველების მიზიდვას - და მისი ეს უნარი ბევრად მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე რომელიმე სხვა ახალი წიგნი, რომლის ასიათასობით ასლი გასულ ერთ წელიწადში გაიყიდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა ადამიანებზე საოცრად იმოქმედა და ნოტრ-დამმა რეკონსტრუქციისთვის დიდი რაოდენობით ფულადი შემოწირულობაც მიიღო. მსგავსი ეფექტის მოხდენას რომელი თანამედროვე შენობა შეძლებდა?
ფოტო: Getty
კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ლონდონის შენობებს. ისინი, როგორც დედამიწაზე მდგარი ყველა სხვა ნაგებობა, ცვეთის და ნგრევის გამომწვევი ძალების ქვეშ არიან: შესაძლოა, ისინი გამძლეები აღმოჩნდენ, მაგრამ ადამიანთა მზრუნველობის გარეშე კარგ მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებენ. მათი არსებობის ხანგრძლივობის დასადგენად ლინდის ეფექტის გამოყენება ასეთი გამოსადეგი სწორედ ამ მიზეზის გამო არის. რაც უფრო დიდხანს იარსებებენ შენობები, მით უფრო მეტ მნიშვნელობას და სიმბოლურ დატვირთვას შეიძენენ. ლონდონის თანამედროვე სახე, ასწლოვანი ისტორიის მქონე სხვა ქალაქების მსგავსად, მონუმენტების გარშემო ყალიბდება. საუკუნეების განმავლობაში, ბედის და მფარველობის წყალობით, ისინი ქალაქის იდენტობას ერწყმიან. 800 წლის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად მილიარდ ევროზე მეტი თანხა შეგროვდა. ნაკლებად სავარაუდოა, შარდის ცათამბჯენს დაზიანების შემთხვევაში მსგავსი ყურადღება დაემსახურებინა.
ლინდის ეფექტის ძალა - და არიტექტურასა და კულტურას შორის კავშირი - იმ ადამიანების მცდელობებითაც თვალსაჩინოვდება, რომლებსაც ძველი შენობების განადგურება სურთ. საუდის არაბეთში გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უმარავი ანტიკური ძეგლი მათი უფუნქციობის მიზეზითა და გაკერპების საშიშროების თავიდან ასაცილებლად გაანადგურეს. ამ ქმედების უმთავრეს მიზანს წმინა ქალაქად შერაცხულ მექაში ყოველწლიურად ჩასული უზარმაზარი რაოდენობის მომლოცველების დატევა და ვაჰაბისტი, ულტრაკონსერვატიული მმართველების იდეოლოგიის გამყარება წარმოადგენს. ამ იდეოლოგიისთვის ქვეყნის კულტურის და მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხედ მიიჩნევა - ალბათ იმიტომ, რომ იმ შენობებმა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, შესაძლოა, ხალხის მხრიდან მეტად მტკიცე ერთგულება დაიმსახურონ, ვიდრე ეს აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მმართველებისთვისაა დასაშვები.
ეს სიტუაცია დღევანდელი ჩინეთის მიდგომას - თანამედროვეობისა და იდეოლოგიური სიწმინდის სახელით წარმოებულ ქალაქების ნგრევასა და სანიტარიზაციას - წააგავს. ეს სტრატეგია უკანასკნელ წლებში მუსლიმი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციულ ქცევაში გადაიზარდა. ლინდის ეფექტი იმ ადამიანებისთვის შეიცავს საფრთხეს, რომლებსაც წარსულთან ჩვენი კომპლექსური და წინააღმდეგობრივი ურთიერთობის გაქრობა სურთ.
აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობის გარეთა კედლის მხატვრობა ირანის დედაქალაქ თეირანში.
ფოტო: Getty
ამ ეტაპზე ბუნებრივი გადარჩევა - ევოლუციური პროცესი, რომელიც ღირებულებისა და ადაპტაციის უნარის მქონეებს წყალობს - შესაძლოა, მოხმობილი არგუმენტირების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს ეწინააღმდეგებოდეს. რაიმეს რწმენა უსაფუძვლოა, თუ მისი არსებობისთვის გონიერი მიზეზების დასახელება არ შეგიძლია: და იმის თქმა, რომ რაიმე "ოდითგანვე ასე იყო", მის შესანარჩუნებლად კარგი მიზეზი ნამდვილად არ არის. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია პრობლემა, თუ კარგ მიზეზად ძლიერ მიზეზს მივიჩნევთ და არა - სანაქებოს ან ეთიკურს. უამრავი საშინელი პრაქტიკა - მონათმფლობელობა, მკვლელობა, გაუპატიურება, ფანატიზმი - იმ საზარელი შემართებით ხორციელდება, რომელსაც საფუძვლად ადამიანური ბუნების ყველაზე შავბნელი იმპულსები უდევს. ადამიანთა მიერ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულები ყველაზე ხანგრძლივ ისტორიას ითვლიან. სწორედ ამის გამო მათი აღკვეთის ყველანაირი მცდელობა ისტორიული ფესვების გათვალისწინების გარეშე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ტალებისთვის ლინდის ეფექტი მომავლის განსაჭვრეტი მეთოდის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს. მეორე ნახევარი - სიმყიფე - მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. მყიფეა ნივთი, რომელიც, ადაპტირების და გადარჩენის ნაცვლად, პირველივე სერიოზული დარტყმისას ნაწილებად იშლება. ევოლუციური გადმოსახედიდან, ინდივიდუალური არსებები საოცრად მყიფენი არიან - მაგრამ ეს სისუსტე მათი სახეობების სიმტკიცის საფუძველია. ამ ინდივიდთა განსხვავებული და კონკურენციაზე დამყარებული არსებობის ფორმა მთლიან სახეობაში თაობიდან თაობამდე ადაპტაციისა და განახლების უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს - ზუსტად ისე, როგორც ამ პლანეტაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება გახდა იმის მიზეზი, რომ სახეობათა ნაწილი ყველაზე კატაკლიზმურ მოვლენებსაც კი გადაურჩა.
როცა საქმე ადამიანთა შემოქმედებას - შენობებს, არტეფაქტებს, იდეებს - ეხება, ამ დროსაც მსგავსი ადაპტაციური მექანიზმი მუშაობს. ზოგადი პერსპექტივიდან, ყველაზე გამძლე შენობებიც კი მყიფენი არიან. მაგრამ ის ემოციები და იდეები, რომლებიც უამრავი მათგანის შეყვარებისკენ, შენარჩუნებისკენ და მიბაძვისკენ გვიბიძგებს, ერთობ მყარნი არიან.
შესაბამისად, ზოგიერთი არტეფაქტი, შესაძლოა, მყიფე კი იყოს, მაგრამ ის არსებობას იმ შემთხვევაში განაგრძობს, თუ ღრმად ფესვგადგმულ საჭიროებებს ემსახურება. აქედან გამომდინარეობს ის ორი შეკითხვა, რომელიც ინოვატორმა მუშაობის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა დაუსვას: "რომელ მნიშვნელოვან პრობლემას ვაგვარებ?" და "ცხოვრებას როგორ გავაადვილებ?" თუ რაღაც ახალთან მიმართებით ამ ორი კითხვიდან ვერც ერთზე იპოვით პასუხს - თუ დროებითს მუდმივთთან რაიმე გზით ვერ დააკავშირებთ - სჯობს, დაიცადოთ, სანამ საქმეში თავით გადაეშვებოდეთ.
ლონდონის ხედი, რომელიც ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებულ ძველ და თანამედროვე შენობებს აერთიანებს.
ფოტო: Getty
თუ გსურთ, მომავალზე სიმყიფისა და სიმტკიცის გადმოსახედიდან დაფიქრდეთ, მაშინ შეგიძლიათ, ზემოთ მოყვანილ მსჯელობაზე დაფუძნებული ფორმულით ისარგებლოთ. მომავალი უდრის წარსულის იმ ნაწილების ჯამს, რომლებიც განვითარდნენ და დროს გაუძლეს, გამოკლებული აწმყოს ის ნაწილები, რომლებიც დიდი ალბათობით მალევე განადგურდებიან. სწორი პროგნოზისთვის დროის ორ პოლუსზე მდგომი ეს ორი თვისება უნდა გავითვალისწინოთ: ადაპტიურობა და შეუსაბამობა. როგორც ერთხელ ამერიკელმა მწერალმა, ურსულა ლე გუინმა თქვა, თუ გსურთ გაიგოთ, რომელი საგნები გაუძლებენ დროს, აწყმოში არსებულ ხედვებზე ჩაკირკიტებას სჯობს, წარსულის უამრავ მითს გაეცნოთო: "ჭეშმარიტი მითი, შესაძლოა, ათასობით წლის განმავლობაში ინტელექტუალური სპეკულაციის, რელიგიური ექსტაზის, ეთიკური კვლევის და შემოქმედებითი განახლების ულევ წყაროს წარმოადგენდეს. ნამდვილი საიდუმლოება ლოგიკით არ ნადგურდება. ყალბი - ნადგურდება".
ის, თუ რა იქნება მომდევნო ტრენდი, ახალი საყოველთაო გატაცება, უმნიშვნელოა, რადგან რაც უნდა დიდი პოპულარობა მოიპოვის მან, დიდი ალბათობით, აქტუალობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. ამას ძალიან ცოტა რამ თუ ახერხებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი წარმავალია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ფენომენი გასაოცარ გამძლეობას ავლენს. და ის უძველესი კონფლიქტები - საჭიროებასა და სურვილს, სიყვარულსა და სიძულვილს, თავისუფლებასა და მონობას შორის - რომლებსაც მსგავსი დროგამძლე ფენომენები ჩვენში და ჩვენს კულტურებში აღვივებენ, არასოდეს დაკარგავენ აქტუალობას.
როცა აწმყოს შეავლებ თვალს, თითქმის ყველაფერი, რასაც დაინახავ, ხმაური იქნება. გრძელვადიანი გადმოსახედიდან, თანამედროვეობა განადგურებისთვისაა განწირული. მწერალ უილიამ გიბსონის ცნობილი გამონათქვამი რომ ჩვენს სათქმელს მოვარგოთ, მომავალი უკვე აქაა, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნის წინ მოხდა.
-
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
გადახედვა
-
"ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
-
Ted Lasso-ს მე-4 სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა Ted Lasso-ს მე-4 სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა
გადახედვა
-
CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს
გადახედვა
-
RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად ერკვევი როკმუსიკაში? ქვიზი: რამდენად კარგად ერკვევი როკმუსიკაში?
-
ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის
-
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით
გადახედვა
-
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია
გადახედვა
-
აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტში, ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება
გადახედვა
-
"ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე "ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე
გადახედვა
-
ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ
გადახედვა
კომენტარები