ინგლისის პრემიერ ლიგა adjarasport.com-ზე
ფოტო: adjarasport.com
adjarasport.com-ის საჩუქარი სპორტის მოყვარულებს: 9 აგვისტოდან ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები ინტერნეტში, ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე გავა.
adjarasport.com ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი გახდა, თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატის თამაშების ხილვა სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
ამ პროექტისთვის სპეციალური პლატფორმა adjarasport.tv შეიქმნა, სადაც ფეხბურთის ქომაგებს არა მარტო თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა, არამედ ოფიციალური მიმოხილვების, მატჩების სრული ჩანაწერებისა და სხვა ექსკლუზიური ვიდეოკონტენტის ნახვა შეეძლებათ.
"სპორტის მოყვარულებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, მნიშვნელოვანია, ადამიანს საშუალება ჰქონდეს, ნებისმიერი თამაში სასურველი მოწყობილობით ნახოს. ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სპორტულ ღონისძიებას, მხატვრულ ფილმსა თუ სასურველ სერიალს ინტერნეტით უყურებს. Adjarasport.tv სრულიად უფასო პლატფორმაა, სადაც სპორტის მოყვარულებს ამა თუ იმ დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება, ასევე, სურვილისამებრ, გადახვევა ან სრული ჩანაწერის ნახვა. ჩვენს ახალ საიტზე მომხმარებელს საშუალება ექნება, სასურველი თამაში თავად აირჩიოს და არ იყოს სატელევიზიო ბადეზე დამოკიდებული", — განაცხადა ჩვენთან საუბარში adjarasport.com-ის ხელმძღვანელმა ჯუბა გრიგოლიამ.
ინგლისის პრემიერ ლიგა წლებია ფეხბურთში მსოფლიოს წამყვანი საკლუბო ჩემპიონატია. 2018/19 წლების სეზონში პრემიერ ლიგის თამაშები 4 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იხილა და ამ შედეგთან ახლოს არცერთი ჩემპიონატი არაა.
"ამ პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. როგორც იცით, პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი საფეხბურთო ჩემპიონატია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ახალი წამოწყება ისეთი ჩემპიონატით დაგვეწყო, რომლისადმი ინტერესიც საქართველოში უდიდესია, სადაც ყველაზე მეტი საკლუბო გრანდი თამაშობს და მომხმარებელს საშუალება ჰქონოდა, ყველა თამაში სურვილისამებრ ენახა", —ამბობს ჯუბა გრიგოლია.
Adjarasport.com-ის ახალი ინტერნეტპლატფორმა, adjarasport.tv, მომხმარებელს არამხოლოდ პრემიერ ლიგის თამაშებს სთავაზობს. სპორტის მოყვარულებს ATP-ის უმთავრესი საჩოგბურთო ტურნირების, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა დაპირისპირების ხილვა შეუძლიათ.
"adjarasport.tv ქართულ ონლაინსივრცეში ახალი სიტყვაა. პრემიერ ლიგა და ATP-ის ტურნირები კი ამ ყველაფრის დასაწყისია. ჩვენი გუნდი სხვა სპორტული ჩემპიონატების სტრიმინგზეც მუშაობს და მაყურებელი უახლოეს პერიოდში არაერთ სიურპრიზს უნდა ელოდოს", — აცხადებს ჯუბა გრიგოლია.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
კომენტარები