რა ფაქტორები მოქმედებენ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე
ფოტო: Shutterstock
მთელ მსოფლიოში ადამიანები სულ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ აშკარა აღმავლობები და დაღმავლობებიც იჩენენ ხოლმე თავს, სიცოცხლის ხანგრძლივობა მთლიანობაში სტაბილურად იზრდება. უფრო მეტიც, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ადამიანთა ცხოვრების საშუალო ასაკი, მინიმუმ, გაორმაგდა.
ამ ზრდას თავდაპირველად, ძირითადად, ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირება განაპირობებდა. მაგრამ სადღაც 1950-იანი წლებიდან მოყოლებული სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების წამყვანი ფაქტორი ხანდაზმულ ასაკში სიკვდილიანობის შემცირება გახდა. მაგალითად, შვედეთში, სადაც დემოგრაფიული მონაცემები მე-16 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული ერთობ ხარისხიანად აღინუსხება, სიცოცხლის მაქსიმალური ზღვარი თითქმის 150 წლის განმავლობაში იზრდება. სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატების ტენდენცია ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა - მათ შორის დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში.
აქედან გამომდინარე, სწრაფად გაიზარდა ისეთ ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვიც, ვინც 100, 110 და მეტი წელი ცხოვრობენ. პირველი ოფიციალურად გამოვლენილი ეგრეთ წოდებული სუპერ-ასწლოვანი (110 ან მეტი წლის ადამიანი) გერტ ადრიანს-ბომგარდი იყო, რომელიც 1899 წელს 110 წლისა და 4 თვის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ ეს რეკორდი სხვებმაც მოხსნეს. პირელი ოფიციალურად გამოვლენილი სუპერ-ასწლოვანი ქალი, მარგარეტ ენ ნევე, 1903 წელს 110 წლისა და 10 თვის ასაკში გარდაიცვალა. ეს რეკორდი 23 წელი შენარჩუნა. დელინა ფილკინსმა, რომელიც 1928 წელს გარდაიცვალა, 113 წელი და 7 თვე იცხოვრა. მისი რეკორდი 52 წელზე დიდხანს დარჩა მოუხსნელი.
მარგარეტ ნევე 109 წლის ასაკში. 1902 წლის ფოტო.
ფოტო: Wikimedia Commons
მიმდინარე რეკორდი ფრანგ ქალს, ჟანა კალმანს ეკუთვნის, რომელიც, 1997 წლის 4 აგვისტოს, თავისი გარდაცვალების დღეს, 122 წლის და 5 თვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული სუპერ-ასწლოვანი ადამიანების რიცხვი სწრაფად იზრდება, კალმანის რეკორდი ჯერ კიდევ მოუხსნელია - მაგრამ, დიდი ალბათობით, ასე დიდხან არ გაგრძელდება.
100 წელს მიღმა ცხოვრება
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტენდენცია ფართოდაა გავრცელებული, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი პროგრესია შეუქცევადია. სტაგნაციის პერიოდის შემდეგ დანიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებამ გააჩინა ეჭვი, რომ ქვეყანაში ასწლოვან ადამიანთა რაოდენობა იზრდებოდა. თუმცა ეს ვითარება საგრძნობლად განსხვავდება ბოლო დროს შვედეთში გამოვლენილი ტენდენციისგან, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის ადამიანთა რიცხვი ჩვეული სისწრაფით აღარ მატულობს.
ამ ტენდენციათა გადასამოწმებლად ჩატარდა კვლევა, რომელშიც აღირიცხა 16,931 ასწლოვანი ადამიანი - 10,955 შვედეთიდან და 5,976 დანიიდან, რომლებიც ამ ორ მეზობელ და კულტურულად და ისტორიულად მჭიდრო კავშირის მქონე ქვეყნებში 1870 წლიდან 1904 წლამდე პერიოდში დაიბადნენ. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს დანიასთან შედარებით ნებისმიერ ასაკოვან ჯგუფში სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ამ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის ტენდენცია ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, დანიაში ყველაზე ხანდაზმულები სულ უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ხოლო ის ასაკი, რომლამდეც ასწლოვანთა მხოლოდ 6 პროცენტი აღწევს, მუდმივად იმატებს.
დანია და შვედეთი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის ტენდენციებით ერთობ განსხვავდებიან. ამ განსხვავების მიზეზი რამდენიმე სახის შეიძლება იყოს, რაც გამოსავლენად არც ისე ადვილია. მაგრამ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრების გამოთქმა ნამდვილად შესაძლებელია.
ჯანდაცვის სისტემები
პირველი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ ორი ქვეყნის მოსახლეობის ასაკოვან ჯგუფს შორის ჯანმრთელობის ორი სხვადასხვა ხარისხი ფიქსირდება. დანიაში ბოლოდროინდელმა კვლევებმა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ტენდენცია გამოავლინა. ეს მაჩვენებელი ყოველდღიური ყოფითი აქტივობიდან გამომდინარე გაიზომა. კერძოდ, ას წელს გადაცილებული ქალების დემოგრაფიულ ჯგუფში დააკვირდნენ, რამდენად დამოუკიდებლად შეეძლოთ ინდივიდებს ისეთი ყოველდღიური ქმედებების შესრულება, როგორიც აბაზანის მიღება ან ჩაცმაა. ამის საპირისპიროდ, შვედეთში მსგავსი კვლევის შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური აღმოჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიური ყოფითი აქტივობების მხრივ შვედეთში გაუმჯობესება არ შეინიშნება, რადგან ას წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარებულ მოძრაობის, შემეცნების და ქმედითუნარიანობის გასაზომ ტესტებში არასახარბიელო მაჩვენებლები მიიღეს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოხუცებულობისას ცხოვრების აქტიურ წესთანაა კავშირში.
ფოტო: Unsplash
ამ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს შორის არსებული სხვაობები, განსაკუთრებით ბოლო დროს, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობებს შორის განსხვავების ახსნაში დაგვეხმაროს. ეკონომიკური კრიზის გამო სახელმწიფო სერვისების დაფინანსება შვედეთში ადრეულ 1990-იანებში შემცირდა. ამან მოხუცებულთა ჯანდაცვაზეც იმოქმედა. მაგალითად, ასაკოვანთა სტაციონალური მზრუნველობის მხრივ, სულ უფრო მეტ პაციენტს საავადმყოფოების ნაცვლად მოხუცებულთა სახლებში აწვენდნენ, რამაც ამ დაწესებულებებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. დაფინანსებათა შემცირებამ კი ბევრი ასაკოვანი, განსაკუთრებით ყველაზე დაბალი სოციო-ეკონომიკური ფენის წარმომადგენლები, გაზრდილი რისკის ქვეშ დატოვა.
გარდა ამისა, ეს ორი ქვეყანა მოხუცთა მზრუნველობის კუთხითაც ოდნავ განსხვავებული სისტემებით ხელმძღვანელობენ: შვედეთი ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე კონცენტრირდება, მაშინ, როდესაც დანიას უფრო ფართო მიდგომა აქვს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, შვედეთის მიდგომა იმ ხალხს ტოვებს სახელმწიფო დახმარების გარეშე, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას. შედეგად კი მოხუცთა დემოგრაფიული ჯგუფის ფინანსურად შეუძლო სეგმენტი ოჯახის მზრუნველობის იმედზეა, რაც ზოგჯერ შედარებით დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღებას ნიშნავს.
ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ ასაკს აღწევენ, ჯერ კიდევ გამონაკლისები არიან. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ მათ თანდაყოლილი გამძლეობისა და გამორჩეული ფიზიოლოგიის წყალობით სხვებზე უკეთ შეუძლიათ ისარგებლონ საცხოვრებელი პირობებისა და ტექნოლოგიის გაუმჯობესებით.
შვედეთსა და დანიაზე ჩატარებული შედარებითი ანალიზი რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას ავლენს, რაც სხვა, განსაკუთრებით განვითარებადი და ახალბედა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ნიშანდობლივი შეიძლება იყოს. ეს აღმოჩენები აჩვენებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის კიდევ მეტად გაზრდა შესაძლებელია, თუ ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის ჯანმრთელობის სისტემები გაუმჯობესდება და თუ მოხუცებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო ზრუნვა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება. და თუ ეს დაკვირვებები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივების რევოლუცია კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები