ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გურამ შარაძის სამართალმემკვიდრე რუსუდან შარაძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც აქამდე თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო განთავსებული, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოინაცვლებს.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

“ისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი დღე ეროვნული ბიბლიოთეკისთვის – სამწლიანი მუშაობის შესანიშნავი შედეგი. ქართული ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო განთავსებული, ამიერიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. დღეს რუსუდან შარაძესა (გურამ შარაძის სამართალმემკვიდრე) და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება გაფორმდა. ჩევნი ემიგრაციის დარბაზი სწორედ ამ მუზეუმს შეერწყმება და ეროვნული ბიბლიოთეკა ემიგრაციული არქივის უმთავრესი შემნახველი გახდება”, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.