მწერალ ზაზა კოშკაძის ბოიკოტი ლიტერატურის ფონდს და ქართველი მწერლების სოლიდარობა
ქართველი მწერლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით გაუქმებული ორი ორგანიზაციის, საქართველოს მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საფუძველზე დაფუძნებული ლიტერატურის ეროვნული ფონდის ბოიკოტს აგრძელებენ და მწერალ ზაზა კოშკაძეს საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიება World Science Fiction Convention-ზე გასამგზავრებელ ბილეთს თავად დაუფინანსებენ. ამ წუთებშიც მწერლები და გამომცემლები სპეციალურ ანგარიშზე ზაზა კოშკაძის მხარდასაჭერად თანხას რიცხავენ.
World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ, თუმცა შემდეგ, ცენტრის გაუქმების გამო, ირლანდიაში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ამ ორგანიზაციამ ტექნიკურად ვეღარ მოასწრო. დღეს, ზაზა კოშკაძემ საკუთარ მეგობრებსა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ბილეთის საფასურის ანაზღაურების სანაცვლოდ ახალი ფონდის დირექტორი ირმა რატიანი მას ფონდში, როგორც აღნიშნულ პროექტზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ იბარებდა. რაც მას მწერლების საერთო ბოიკოტის ფონზე მიუღებლად მიაჩნდა და მზად იყო, უარი ეთქვა ირლანდიაში გამგზავრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე ბოლო წუთს უარის თქმა მისი აზრით სერიოზულ ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მისი, როგორც მწერლის, ისე ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე.
მწერალი ზაზა კოშკაძე ამბობს, რომ იმ პროცესების შემდეგ, რაც მწერალთა სახლის თავს ბოლო დროს განვითარდა, ის ემოციურად ვერ შეძლებს იქ მისვლას:
"ამას წინათ დავწერე და გახარეთ, რომ წელს კიდევ ერთხელ ვიყავი მიწვეული სამცენიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე, დუბლინში, სადაც პროგრამის მონაწილის რანგში მომიწევდა პანელ დისკუსეიბში მონაწილეობა. ამ ყველაფრის ფინანსური მხარდამჭერი იყო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დეა მეტრეველის თაოსნობით და სულაკაურის გამომცემლობა. კონკრეტულად წიგნის ცენტრი იღებდა ვალდებულებას დაეფინანსებინა ჩემი გზა, თვითმფრინავის ბილეთი თბილისი-დუბლინი-თბილისი. დეას ბრძანება უკვე არსებობდა და ველოდით ვიზას, რომელსაც მიაქვს საკმაოდ დიდ დრო, რადგან საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის ვიზებს მხოლოდ ბულგარეთში იღებენ და საბუთების ჩასვლა ჩამოსვლას საშუალოდ ერთი თვე მიაქვს. სწორედ ამ უკანასკნელ ერთ თვეში განვითარდა ის პროცესები, რომელზეც არაერთხელ დავპოსტეთ და ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. მოხდა წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაუქმება, რამაც გამოიწვია მწერლების პროტესტი, რაც გადაიზარდა ბოიკოტში, ახლადდაარსებული ლიტერატურული ფონდის მიმართ. საბოლოოდ შეიქმნა შემდეგი სურათი: დღეს მივიღე ელ-ფოსტით წერილი, რომლის მიხედვითაც, ქალბატონი ირმა რატიანი მიბარებს ამ ხელშეკრულებაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ, მწერალთა სახლში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში პირადად ჩაერთო ქალბატონი ირმა და ორგანიზაცია, რომელთანაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ, გადავწყვიტე არ მივიდე და უარი ვთქვა ამ ფონდის ფინანსურ მხარდაჭერაზე. უბრალოდ ემოციურად ვერ შევძლებდი მწერალთა სახლში მისვლას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ მომუშავე, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს დამართეს."
ბოიკოტში მყოფმა ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არსებულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბოიკოტის რეჟიმის შენარჩუნება, ამიტომ ზაზა კოშკაძეს ირლანდიაში გასამგზავრებელი ბილეთის თანხას თავად შეუგროვებენ.
მწერლები თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ეს არის სოლიდარობის აქტი და იქ, სადაც ყველაფერს ყიდულობენ და იყიდება, მწერლები ამაზე არ წავლენ. ზაზა კოშკაძის ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა არის ერთი პრეცედენტი და ეს პრეცედენტი რეალურად იქნება განმეორებადი მანამ, სანამ ბოიკოტის რეჟიმი ძალაშია, და სანამ ხელისუფლება არ წავა იმ დათმობებზე, რომელსაც მწერლები ითხოვენ. ეს ყველაფერი გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ მწერლები ერთის მხრივ აცხადებენ ბოიკოტს, მაგრამ მეორეს მხრივ გრძნობენ სერიოზულ პასუხისმგებლობას, მათ შორის ახლად დაფუძნებული ლიტერატურული ფონდის ნაცვლადაც, ქვეყნის წინაშე, რომელიც შარშან ფრანკფურტში ძალიან დიდი წარმატებით ჩატარებული პროექტის შემდეგ, არის მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროცესის. ზაზა კოშკაძისა თუ სხვა მწერლების მონაწილებით გასამართი მსგავსი პატარ-პატარა პროექტები კი მნიშვნელოვანი აგურებია ერთ დიდ საქმეში, რომელსაც, როგორც გასულ წელს ფრანკფურტშიც უკვე დამტკიცდა, უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია როგორც ქართული ლიტერატურის, ისე ზოგადად ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საქმეში.
მწერლებისვე ინფორმაციით, ისინი ბოიკოტის პარალელურად ფიქრობენ შექმნან ღია საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელშიც როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მონაწილეობა და ფინანსური კონტრიბუცია, რათა არ გაჩერდეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული სვლის დინამიური პროცესი, რა საფრთხის წინაშეც არსებულ მძიმე ვითარებაში ქართული სალიტერატურო სივრცე აშკარად დადგა.
ამავე თემაზე:
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები