სამაია კაცებით — ლია უკლებას პროტესტი ნინო სუხიშვილის ჰომოფობიას
ფოტო: Lia Ukleba / Sukhishvili Nino
მას შემდეგ, რაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი კანის ტრიუმფატორი ფილმის, And Then We Danced-ის რეჟისორმა ხელის შეშლაში დაადანაშაულა, ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ცეკვა კაცურია", ჰომოსექსუალი კაცი კი აქამდე სუხიშვილების ანსამბლში არ ჰყოლია.
ქართველი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება სწორედ სუხიშვილის ჰომოფობიურ განცხადებას პასუხობს. როგორც ის On.ge-სთან საუბრისას ამბობს, ნახატი სამაია, რომელშიც ცეკვას კაცები ასრულებენ, სწორედ ნინოს სიტყვებით იყო ინსპირირებული.
ლია უკლებას სიტყვებით, მისთვის გაუგებარია, როგორ დაადგინა ნინო სუხიშვილმა, ჰყავდა თუ არა ანსამბლში ჰომოსექსუალი კაცი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ცეკვა კაცურია. ცხადია, ქართული ცეკვის სფეროში სუხიშვილების წვლილი მნიშვნელოვანია, თუმცა ცეკვა და შესაბამისად ქართული კულტურა მხოლოდ ერთი ანსამბლის საკუთრება არ არის და ვერც იმას გადაწყვეტენ რომ ცეკვა ჰეტერონორმატიული უნდა იყოს.
ხელოვანის სიტყვებით, მისი ნახატი ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც სურს და აკეთოს ის, რაც უნდა. ის უპირისპირდება სუხიშვილის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ქართულ ცეკვაში კაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ განსაკუთრებულად ჩანს:
"ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ასეთ კლიშეებს და ვთქვათ, სიყვარული არის სიყვარული და არაფერი სხვა".
უკლებას თქმით, ნახატის გამოქვეყნების შემდეგ მიღებული გამოხმაურების დიდი ნაწილი აგრესიულია, რასაც კონსერვატიული ჯგუფების ქართული ცეკვისადმი "საკრალურ დამოკიდებულებას" უკავშირებს.
"აგრესიული შეფასებები ჩემს მიზანს არ ცვლის, ის უცვლელია: ვილაპარაკო ქალების, მშრომელების, ლგბტქი ადამიანების და სხვა ჩაგრული ჯგუფების პრობლემებზე", — ამბობს ის.
ლია უკლებას თქმით, მხარდამჭერ წერილებსაც ღებულობს, უშუალოდ თემის წევრებისგან, რაც ძალიან ახარებს.
რეჟისორმა ლევან აკინმა The Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. მან ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.
"ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: "რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!". ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ", — თქვა აკინმა და აღნიშნა, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.
ნინო სუხიშვილმა Prime Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ლევან აკინს სუხიშვილების ბაზაზე ფილმის გადაღების უფლება არ მისცა:
"მე ვუთხარი, რომ ეს სუხიშვილების ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე — ქართული ცეკვა არის კაცური... სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი?"
და ჩვენ ვიცეკვეთ ლევან აკინის მიერ გადაღებული ქართულ-შვედური ფილმია გეი სიყვარულზე, რომლის მთავარი პერსონაჟებიც სწორედ ქართული ცეკვის სტუდიაში გაიცნობენ ერთმანეთს. სურათის პრემიერა კანში შედგა და წლევანდელი კინოფესტივალის საუკეთესო ფილმებში მეშვიდე ადგილი დაიკავა. სურათი ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულშიც შეიყვანა.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა


კომენტარები