საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (GCA) 20 წელი შეუსრულდა
ფოტო: GCA
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) 20 წლის იუბილეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავს. მათ შორის გაიმართება ღონისძიებები, რომლის მიზანიც საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება და ამ სფეროში ცნობიერების გაზრდაა.
11 ივლისს კი ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში 4 სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ეს იქნება თავისუფალი საღამო — 20 წელი ხელოვნებისთვის, რომელზე დასწრებაც უფასოა.
საღამოს სანდრო ყანჩელის თავისუფალი ლექცია გახსნის — მუსიკის ინდუსტრიის სამყარო და შემოქმედი. ყანჩელი ისაუბრებს მუსიკალური გამომცემლობებისა და რექორდ ლეიბლების როლზე მუსიკალურ ინდუსტირიაში.
ამავე დღეს, შეკრებილ სტუმრებთანნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე ისაუბრებენ თემაზე "ქართველი ქალები თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკაში".
20:00 საათზე გაიმართება ალბომის პრეზენტაცია, სახელად, "წითელი რეპრესიები - 20 ქართველი ხელოვანი". ალბომში შედიან ავტორები, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ. აქვე იქნება ამ ადამიანების ფოტოები და მოკლე ბიოგრაფია. ღონისძების ამ ნაწილზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც არიან მოწვეულები.
21:00 საათზე დაიწყება LIVE სეტი Nikakoi & Tusia Beridze. ნიკა და ტუსია დამსწრე საზოგადოებისთვის დაუკრავენ.
11 ივლისის ღონისძიებამდე კი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე განმარტავს, Harvard Law School/ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, თსუ-ის სტუდენტებს წელს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი.
"9 ივლისს ჰარვარდის სამართლის სკოლასთან მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც 3 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს ჩვენი სახელობის სტიპენდია დაენიშნება. ეს სტუდენტები საავტორო სამართალს ჰარვარდის კურსის შესაბამისად სწავლობენ და ჩვენი მიზანია, რომ მათ მეტი დაინტერესება შევუქმნათ საავტორო სამართლის მიმართ. რაც მეტი სტუდენტი და ახალგაზრდა გაიღრმავებს ცოდნა ამ მიმართულებით, მით უკეთესი ჩვენი საქმისთვის", — განმარტავს გიგა კობალაძე.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 20 წლის იუბილესთნ დაკავშირებით წლის განმავლობაში კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები