მითები და ფაქტები მცენარეული ალერგიის შესახებ
ბევრ ჩვენგანს სეზონური ალერგიით, ეგრეთწოდებული თივისმიერი ცხელებით, გამოწვეული სურდო და ქავილი ხშირად აწუხებს. წვიმაზე უნდა ვიოცნებოთ? ღამით ჰაერში მცენარის მტვრის რაოდენობა მართლა მცირდება? ეს სტატია მითის სიმართლისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.
ფოტო: Getty
სურდო, ცრემლიანობა, ყელის გაღიზიანება და ცემინება ალერგიის ტიპური ნიშნებია. დღეისათვის დედამიწის მოსახლეობის 10-დან 30-მდე პროცენტი თივისმიერი ცხელების ამ სიმპტომებით იტანჯება. სეზონური ალერგია, როგორც წესი, მარტიდან სექტემბრამდე გრძელდება ხოლმე. ამ გამაღიზიანებელ მდგომარეობასთან ეფექტიანად გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, მასზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სიმართლისგან გამოვარჩიოთ.
1. თივისმიერ ცხელებას არაფერი აქვს საერთო თივასთან
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფიქრობდნენ, რომ ადამიანებში ალერგიულ რეაქციას ახლადმოჭრილი თივა იწვევდა, სახელიც აქედან შემორჩა. შემდეგ ბრიტანელმა ექიმმა, ჯეიმს ბოსტოკმა, რომელიც ყოველ ზაფხულს თავად იტანჯებოდა გრიპის მსგავსი სიმპტომებით, სწორად შენიშნა, რომ დაავადებას თივასთან კონტაქტი არ იწვევდა. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ზღვისპირად ყოფნა მდგომარეობას უმსუბუქებდა. თუმცა ექიმმა არასწორად ჩათვალა, რომ მის სიმპტომებს გარკვეული სახის ქრონიკული დაავადება იწვევდა, რომელსაც ცხელი ზაფხული კიდევ უფრო ამძიმებდა. მან დაავადებას ზაფხულის კატარი შეარქვა.
ალერგიული რეაქციის კავშირი მცენარის მტვერთან 1859 წელს დადგინდა ბრიტანელი მეცნიერის, ჩარლზ ბლეკლის მიერ, როცა მან, გადმოცემის თანახმად, თივაქასრას დასუნვისას დააცემინა. ის არა მხოლოდ იმას მიხვდა, რომ მტვერი იყო რეაქციის გამომწვევი, არამედ ისიც კი ივარაუდა, რომ ბალახისა და ხეების მიერ წამოქმნილი მსუბუქი ნაწილაკები, რომლებიც ჰაერით ადვილად გადაადგილდებიან, იყვნენ მთავარი დამნაშავეები. და მაინც, ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი. იმ პერიოდში ალერგიული რეაქციების გამოწვევაში იმუნური სისტემის როლი ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი. შედეგად, ბლეკლმა მცდარად დაასკვნა, რომ უსიამოვნო სიმპტომებს მტვერში არსებული შხამიანი ნივთიერებები იწვევდა.
პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი იტანჯება სეზონური ალერგიით, რომელსაც ჰაერში მცენარის მტვრის რაოდენობის ზრდა იწვევს.
ფოტო: Getty
დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა გარკვეული სახის მცენარის მტვერთან კონტაქტზე გადაჭარბებულად რეაგირებს. ის მას როგორც ვირუსს, ისე აღიქვამს და იწვევს სხეულის საპასუხო რეაქციას, რომელიც თივისმიერი ცხელებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გამოიხატება.
პასუხი: სიმართლეა.
2. მცენარეული ალერგია ასაკის მატებასთან ერთად ქრება
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ თივისიმიერი ცხელება იწყება ბავშვობაში და წლების სვლასთან ერთად თანდათანობით სუსტდება. კარგი ამბავი ის არის, რომ ადამიანთა ნახევარი, მართლაც, ასაკის მატებასთან ერთად სიმპტომების შემსუბუქებას გრძნობს; იღბლიანი 20 პროცენტისთვის კი ისინი საერთოდ ქრება. შვედურმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ალერგიული რეაქცია ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში უჩინარდება. დანარჩენთათვის კი სიმპტომები ყოველწლიურად, ყვავილობის სეზონის დაწყებასთან ერთად იჩენენ თავს.
შეიძლება, პირიქითაც მოხდეს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში ან მოზარდობისას არასდროს გამოუცდიათ თივისმიერი ცხელება, მაგრამ 30 წელს გადაცილების მერე კი სიმპტომები გამოუმუშავდათ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, რომ თივისმიერი ცხელების შემთხვევები პლანეტის მასშტაბით სულ უფრო იმატებს.
პასუხი: სიმართლეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იღბლიანი ხარ.
3. მცენარეული ალერგიის სიმპტომები წვიმის შემდეგ მცირდება, რადგან წყალი მცენარის მტვერს ჰაერიდან რეცხავს
მართლა მცირდება ჰაერში მცენარის მტვრის კონცენტრაცია თავსხმა წვიმის შემდეგ?
ფოტო: Getty
თივისმიერი ცხელებით დაავადებული ადამიანები ხშირად ოცნებობენ წვიმაზე იმ იმედით, რომ ტენიან ატმოსფეროში მცენარის მტვერი ჰაერის გზით ჩვეული სისწრაფით ვეღარ გადაადგილდება და მათ თვალებსა და სასუნთქ სისტემაშიც ნაკლებად მოხვდება. მსუბუქი ანდა საშუალო ნალექი მართლაც აჩერებს მტვრის გავრცელებას, მაგრამ ძლიერ წვიმას შეიძლება, საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს. სამხრეთ კორეაში ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემების დამუშავებისას, ყოველდღიური ამინდისა და პაციენტების ალერგიული რინიტის მიზეზით ექიმთან მისვლის რაოდენობის შედარებისას აღმოაჩინეს, რომ ვიზიტები მძიმე წვიმებისა და ტაიფუნების შემდეგ იმატებდა.
გადამწყვეტ ზღვარს, როგორც ჩანს, 10 სანტიმეტრი ნალექი წარმოადგენს. როდესაც აშშ-ში მკვლევრებმა 14-წლიანი მეტეოროლოგიური მონაცემები ჰაერში მცენარის მტვრის კონცენტრაციის მიხედვით გააანალიზეს, აღმოაჩინეს, რომ კონცენტრაცია 10 სანტიმეტრზე მცირე წვიმის დროს იკლებდა, 10 სანტიმეტრზე მეტის შემთხვევაში კი, პირიქით - იზრდებოდა. როგორც ჩანს, ძლიერი წვიმა მცენარეებიდან უფრო მეტ მტვერს ჩამორეცხავს და ჰაერში ფანტავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ წვიმას ქარიც ახლავს.
პასუხი: დამოკიდებულია წვიმის რაოდენობაზე.
4. მცენარეული ალერგია დღის განამვლობაში უფრო მწვავეა
თივისმიერი ცხელების მქონე ადამიანებისთვის სტანდარტული რჩევაა, დღის განმავლობაში, როდესაც ჰაერში მცენარის მტვრის რაოდენობა უფრო მაღალია, სახლში დარჩნენ და გარეთ მხოლოდ საღამოს დადგომის მერე გაისეირნონ. შინ დარჩენა, შეიძლება, დაგეხმაროთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე არც ასე მარტივადაა. ყველაფერი დამოკიდებულია იმ მტვრის სახეობაზე, რომელიც თქვენში ალერგიულ რეაქციას იწვევს.
პოლონეთში ჩატარებული კვლევის, მტვრის კოშმარი: ღამის ჰაერში მცენარის მტვრის გაზრდილი დონე, ფარგლებში შენობის სახურავზე დამონტაჟდა მოწყობილობა, რომლითაც ჰაერში დღისა და ღამის განმავლობაში ხუთი ყველაზე გავრცელებული მცენარის მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია იზომებოდა.
გაირკვა, რომ აბზინდას მტვრის დონე ჰაერში დღესთან შედარებით ღამით ნამდვილად შემცირებული იყო, მაგრამ ამბროზიას მტვრის ნაწლაკების რაოდენობა იმატებდა. რაც შეეხება ბალახსა და მურყანს, მათი მტვრის კონცენტრაციის დონე 24-საათიან პერიოდში უმნიშვნელოდ შეიცვალა.
მცენარეთა მტვერი დღე-ღამის განმავლობაში ჰაერში სხვადასხვა რაოდენობით ვრცელდება.
ფოტო: Shutterstock
დღის განმავლობაში ტემპერატურის მატებასთან ერთად ჰაერის ის ნაწილი, რომელშიც მცენარის მტვერია კონცენტრირებული, მაღლა იწევს, მაგრამ ღამით კვლავ მიწის ზედაპირისკენ ეშვება, ამიტომ გამთენიისას ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი ალერგიული მდგომარეობა გაუარესებულია. დღის სხვადასხვა მონაკვეთში მტვრის განსხვავებული კონცენტრაციის დონეს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ადვილად ხვდება ამა თუ იმ მცენარის მტვერი ჰაერში, რა მანძილზე გადაადგილდება ის და დღის რომელ მონაკვეთში გამოყოფს მას მცენარის კონკრეტული სახეობა. მაგალითად, აბზინდას მტვერი დიდ მანძილზე არ მოგზაურობს, ამიტომ ღამით ჰაერში მისი დონე დაბალი რჩება, ამბროსიას მტვერი კი გაცილებით ფართო ტერიტორიაზე ვრცელდება.
ასე რომ, ამ შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ, მცენარეთა რა სახეობებია გავრცელებული თქვენს სიახლოვეს და თავად რაზე ხართ ალერგიული.
პასუხი: მხოლოდ ზოგ შემთხვევაში.
5. ანტიჰისტამინები ძილიანობას იწვევს
ანტიჰისტამინებს ნამდვილად შეუძლიათ თივისმიერი ცხელების ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქება. ისინი იმ ქიმიური ჰისტამინების მოქმედებას ზღუდავენ, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ფიქრობს, რომ მცენარის მტვერში არსებული ცილები მას თავს ესხმიან. ძველი ტიპის, პირველი თაობის ანტიჰისტამინებში ძილიანობა მართლაც გავრცელებული გვერდითი ეფექტი იყო. ღამით ადამიანებს ეს დიდად არ აწუხებდათ, რადგან ცემინება და თვალების ქავილი, პირიქით, მათ ძილს აფრთხობდა, ასე რომ, თვალის მოტყუებაში ხელის შეშველება სასურველიც კი იყო. მაგრამ დღის განამვლობაში ძილიანობის შეგრძნება არც ისე სასიამოვნოა.
თუმცა 1980-იან და 90-იან წლებში ახალი, ეგრეთწოდებული მეორე თაობის, ანტიჰისტამინების წარმოება დაიწყო. ეს განახლებული პრეპარატები ადვილად ვეღარ აღწევენ თავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რაც ძილიანობას ან ამცირებს, ან საერთოდაც აქრობს.
პასუხი: სიმართლეა, მაგრამ არა ყოველთვის.
6. თაფლს მცენარეული ალერგიის სიმპტომების შემცირება შეუძლია
თაფლი დიდი ხანია, მცენარეული ალერგიის სიმპტომების სიმძიმესთან გამკლავების ერთ-ერთ საშუალებადაა მიჩნეული.
ფოტო: Getty
ერთი კოვზი თაფლის მიღება დიდი ხანია, სეზონურ ალერგიასთან გამკლავების მეთოდად მოიაზრება, მაგრამ საკითხავია, ნამდვილად ეფექტიანია თუ არა მისი მოქმედება. ამის დასადგენად ჩატარებული კვლევები ძალიან ცოტაა. აშშ-ში ჩატარებულ მცირემასშტაბიან კვლევაში მონაწილე ადამინებს ამ სამი ნაწარმიდან - პასტერიზებული თაფლი, არაპასტერიზებული თაფლი ან თაფლის არმოატიზატორზე დამზადებული სიმინდის სიროფი - ერთის მიღება დაევალათ. მათ, იმის ცოდნის გარეშე, თუ რომელი პროდუქტი შეხვდათ, ერთი კოვზი თაფლი ყოველდღიურად და სხვა ჩვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად უნდა მიეღოთ. კვლევაში მონაწილეთა სიმპტომების შემსუბუქებაზე არც ერთი სახის თაფლს არ მოუხდენია ზეგავლენა.
ფინეთში ჩატარებულმა პატარა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივი თაფლი მხოლოდ ზერელე ცვლილებებს იწვევდა, ხოლო არყის მტვრის შემცველი თაფლი კი საგრძნობლად დადებითად მოქმედებდა. თუმცა კვლევის ავტორები დასკვნების გამოტანისას ფრთხილობენ, რადგან ეს მხოლოდ საპილოტე კვლევა იყო და მისი შედეგი რეკომენდაციად არ უნდა მივიღოთ.
პასუხი: თაფლი, მართალია, გემრიელია, მაგრამ მისი ეფექტიანობა ჯერჯერობით დიდად არ მტკიცდება.
ამავე თემაზე:
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები