ევროპის პარლამენტის არჩევნების კენჭისყრა 23 მაისიდან დაიწყო
ფოტო: European Parliament
დღეიდან, 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევს. საარჩევნო პროცესი დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან დაიწყო. უბნები დილის 7 საათიდან გაიხსნა და ყოველდღე 22 საათზე დაიხურება.
ამჟამად ევროპარლამენტში 751 ადგილია, მაგრამ ბრექსიტის შემდეგ იგი 705-მდე შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ შედგა. დიდი ბრიტანეთი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. გერმანიას ევროპარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი აქვს, რადგან მოსახლეობის ოდენობით სხვა წევრ ქვეყნებს უსწრებს. მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი დატოვებს გაერთიანებას, მისი 73 მანტადი გადანაწილდება. გეგმის მიხედვით, გარკვეული ადგილები დაეთმობა ახლადგაწევრიანებულ ქვეყანას, ხოლო დანარჩენი მანდატი, სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის გადანაწილდება.
პარლამენტი ერთადერთი პირდაპირი წესით არჩეული ინსტიტუტია, ევროკავშირის სხვა უწყებებს შორის. ქვეყნების მიხედვით, ადგილების მინიმალური ოდენობა ექვსია, ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორებიცაა მალტა, ლუქსემბურგი და კვიპროსი.
ევროპის პარლამენტი შვიდი პოლიტიკური გაერთიანებისგან შედგება და ამ კვირაში შვიდივე იბრძოლებს მანდატებისთის. მათგან ოთხი მკაფიოდ პროევროპულად მიიჩნევა. პროევროპული პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისეთი დიდი საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა, გარემო, განახლებადი ენერგია, მუშათა უფლებები, ფინანსური სტაბილურობა და ტერორიზმთან ბრძოლა.
BBC წერს, რომ ბოლო წლებში ევროსკეპტიკოსები მომრავლდნენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ უმრავლესობა მოიპოვონ ახალ პარლამენტში. ისინი ძირითადად ნაციონალისტური ან პოპულისტური პარტიებიდან არიან.
ყველაზე დიდი გაერთიანებაა ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მემარჯვენე-ცენტრისტებსა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებს აერთიანებს. მთავარი მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანებაა სოციალისტები და დემოკრატები (S&D). არსებობს ლიბერალების ფრაქცია ALDE და ჯგუფი მწვანეები, რაც აერთიანებს გარემოსდაცვით პოლიტიკურ ძალებს. მეხუთე ჯგუფია ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), რომელიც პროევროპულ ბანაკსა და ევროსკეპტიკოსებს შორისაა. ევროსკეპტიკოსების ჯგუფია ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები (GUE) სოციალისტური და კომუნისტური პარტიებით. ახალი გაერთიანებაა ხალხისა და ერთა ევროპული ალიანსი (EAPN).
როგორ მუშაობს ევროპარლამენტის არჩევნები?
არჩევნებში მონაწილეობისთვის 400 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცესი ოთხ დღეს გაგრძელდება, იმის მიხედვით, თუ სად გაიმართება არჩევნები:
- 23 მაისი — ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი;
- 24 მაისი — ირლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- 25 მაისი — ლატვია, მალტა, სლოვაკია;
- 26 მაისი — ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.
თითოეულ ქვეყანაში სხვადასხვა ოდენობის პარლამენტარებს ირჩევენ, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. მაგალითად, გერმანია 96 დეპუტატს აირჩევს, ხოლო კვიპროსი და მალტა 6-6-ს.
ქვეყნებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ეროვნული საარჩევნო სისტემა, ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობა განსაზღვრავს ამომრჩევლის ასაკსაც. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წესია ის, რომ ქვეყნები იყენებენ პროპორციულ სისტემას. საბოლოო შედეგებს კვირას, 26 მაისს, ბრიუსელის, დროით 23 საათზე გამოაცხადებენ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები