შეიძლება სააკაშვილის განცხადებაში აერიათ — კალაძე საიას შეფასებას პასუხობს
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხუთ საათზე პარტიის ოფისში პრესკონფერენცია ჩაატარა. თბილისის მერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ქვეყანაში შემოიტანოს ასეთი ქაოსი.
"ჩემთვის მიუღებელია ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება. ჩვენ გახსოვს რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლის ღვრამ, სამოქალაქო ომებმა. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ ვერ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს ასეთი ქაოსი", - თქვა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ყველა კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება ექნება, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდენს მას.
"თუ ვინმე კანონს გადასცდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები - მთავრობა, რა თქმა უნდა, იმოქმედებს და ექნება რეაგირება ყველაფერზე კანონის შესაბამისად", - ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მერმა, ვიცე-პრემიერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, საარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესი თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.
"ხმის მიცემის პროცესი დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მინდა მოვუწოდო მხარდამჭრებს ყველა საარჩევნო ოლქში მოვბილიზდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. შესაძლო პროვოკაციების მიუხედავად მშვიდად მივიყვანოთ გამარჯვებამდე", - თქვა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა პარტიულ აქტივსაც.
"აქვე მინდა მივმართო ჩვენს აქტივს, მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის. მათი საქმე ფასდაუდებელია, დაწყებული საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძე ფოტოსურათებიანი სიების აღმოჩენის შემთხვევასაც შეეხო და თქვა, რომ ამ სიებზე წვდომა ყველა პარტიას აქვს და ამაში უკანონო არაფერია. მან პატიულ აქტივს მოუწოდა, რომ ღიად და თავისუფლად განაგრძონ მუშაობა.
"რაც შეეხება ფოტოსურათებიან სიებს, რომელსაც ცესკო ყველა პოლიტიკურ პარტიას ურიგებს, ის პირად ნომრებს არ შეიცავს და მისი გამოყენება კანონიერია. მინდა მოვუწოდო ჩვენს აქტივს, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. იმუშავეთ ღიად და თავისუფლად. თუ ვინმე შეეცდება ხელის შეშლას, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს" - თქვა კალაძემ.
ქართული ოცნების გენერალური მდივანი საიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებლად აფასებდა კახა კალაძის მიერ დღეს დილას გაკეთებულ განცხადებას კოორდინატორებთან დაკავშირებით.
"ჩემთვის გაუგებარია საიას განცხადება. შემაშფოთებელი უწოდა და ასევე, თვითონვე საუბრობენ რომ ეს კანონის დარღვევა არ არის, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია მათი განცხადებები. შეიძლება სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ალბათ მაგიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი", - თქვა კალაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები