არჩევნების დაწყებიდან 7 საათის შემდეგ მარნეულში მარკირების წესებს ჯერაც არკვევენ
არჩევნების დაწყებიდან 7 საათი გავიდა და მარნეულის #5 უბანზე ახლა არკვევენ როგორ შემოწმდეს მარკირება.
ამ უბანზე დაახლოებით სამ საათზე მისული ამომრჩევლის შემოწმებას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი დამკვირვებელი მოითხოვდა მისთვის ორივე თითი შეემოწმებინათ, რადგან საარჩევნო კოდექსი ასე ითხოვდა. უცნობია, რომელ პარტიას ან ორგანიზაციას წარმოადგენდა ის, რადგან ტერიტორია განმარტებების გარეშე დატოვა.
ადგილზე მოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა კომისიის წევრებს, როგორ კეთდებოდა მარკირება.
"ამოწმებთ ცერა თითს. თუ ცერა თითი არ აქვს, მაშინ საჩვენებელს, თუ საჩვენებელი არ აქვს, მაშინ შემდგომ თითს. თუ შემდგომი თითებიც არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ მეორე, მარცხენა ხელის საჩვენებლი თითის შემოწმებას", - განაცხადა მან.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში უბანზე მივიდა მარკირებული პირი, რომელიც ჯერ შეუშვეს ხმის მისაცემად, შემდეგ კი ხელახლა შეამოწმეს და გააბრუნეს.
ამავე უბანზე, დამკვირვებლებმა და საარჩევნო კომისიის წევრებმა არ იცოდნენ, იყო თუ არა კანონით აკრძალული ამომრჩევლისთვის კაბინაში ფოტოს გადაღება. ცესკოს წარმომადგენელმა განუმარტა მათ, რომ გადაღება ეკრძალება გარეშე პირს, მაგრამ ამომრჩეველს არა.
კომისიის წევრების ნაწილმა მოითხოვა უბანზე გააკრან წარწერები ან მინიშნებები, რომელიც გააგებინებს ამომრჩეველს, რომ ფოტოგადაღება აკრძალულია.
"ერთმანეთს ვაყენებთ ცუდ მდგომარეობაში და რატო ვიქცევით ისე, რომ ვაწყენინოთ? თუკი კანონში წერია ეგ, გაეკრას ერთი ბროშურა იქ", - განაცხადა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.
მოგვიანებით ამავე უბანზე იკამათეს იმის შესახებ როგორ უნდა გადაეღო უბანი ცესკოს კამერას. ერთი წევრი ამტკიცებდა, რომ კამერა მხოლოდ ურნას უნდა უყურებდეს და აპროტესტებდა იმას, რომ კადრში მაგიდაც ჩანს. მეორე წევრი ამბობდა, რომ კადრში ურნა და კაბინები უნდა ჩანდეს, მესამე კი ამბობდა, რომ ვიდეოს ვერ მიაახლოვებდა და მხოლოდ ამ კადრის გადაღება შეეძლო.
ამ უბანზე პრობლემა გახდა ჟურნალისტის მუშაობის საკითხი. ცესკოს წარმომადგენელმა On.ge-ს ჟურნალისტს განუმარტა, რომ 10 წუთის შემდეგ ვიდეოგადაღების უფლება მხოლოდ ერთი ადგილიდან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მან უბანი დატოვა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი წესს არღვევდა და მოითხოვა გადაღება შეეწყვიტა. რამდენიმე წუთიანი კამათის და საარჩევნო კოდექსის მოშველიების შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ჟურნალისტს გადაღების უფლება აქვს.
ამ წუთებში კომისიის მდივანმა მარეხი ხმალაძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ცესკოს წევრი, რომელმაც აზრი შეიცვალა და უთხრა, რომ ამომრჩეველი გააფრხილონ კაბინაში არ გადაიღონ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები