მსოფლიოს გარშემო შობადობა ქალების ხარჯზე იკლებს
მას შემდეგ, რაც დემოგრაფებმა ათეოულობით ქვეყნის მონაცემები დაამუშავეს, ცხადი გახდა, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში შობადობის ისტორიულ ნორმასთან აცდენა 23.1 მილიონი არდაბადებული ქალით გამოიხატა.
ფოტო: Alyssa Foote, Phuc Pham / Getty
კაცი ყოველი ეაკულაციისას 40 მილიონიდან 1.2 მილიარდამდე სპერმატოზოიდს გამოჰყოფს. მათგან დაახლოებით ერთი ნახევარი X ქრომოსომას ატარებს, მეორე ნახევარი კი - Y ქრომოსომას. აქედან გამომდინარე, იმის ვარაუდი, რომ თითოეულის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების ალბათობა თანაბარი უნდა იყოს, ლოგიკურ დაშვებად ჩანს. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც კაცობრიობამ ამ რიცხვების აღნუსხვა დაიწყო, ბუნება განსხვავებულ შედეგს გვანახებს: მდედრობითი სქესის მქონე ყოველი 100 ბავშვის წილ მამრობითი სქესის მქონე 105 ბავშვი იბადება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კაცების სასარგებლოდ გადახრილი ეს სქესობრივი თანაფარდობა დაბალანსების ევულუციური გზაა: სტატისტიკურად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცისაზე მაღალია - ისეთ ერთ კაცზე, რომელიც ას წლამდე ცხოვრობს, საუკუნის ასაკის ოთხი ქალი მოდის.
ფოტო: The Image Bank / Getty
ეს ბიოლოგიური პრინციპი დემოგრაფებს, რომელთა მოვალეობაც პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის აღნუსხვაა, ტვინში იმდენად ჩაებეჭდათ, რომ უმეტესი მათგანი სწორედ მასზე დაყრნობით და ემპირიული მონაცემების გაუთვალისწინებლად პროგნოზირებდა მომავლს. თუმცა, პირველმა მასობრივმა კვლევამ, რომელიც ყველა ქვეყანაში ახალშობილთა სქესის პროპორციების დასადგენად ჩატარდა, გვაჩვენა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ჭკვიანური სტრატეგია.
"დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს ფიქსირებული პროცენტები, უბრალოდ, ბუნებრივ მოცემულობად მიაჩნდათ. აქამდე არასდროს შეუწუხებია თავი ვინმეს, რომ შობადობასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის გლობალურ დონეზე მოეყარა თავი და ამ ფუნდამენტური მონაცემის ზუსტი მაჩვენებელი აღენუსხა", - ამბობს სინგაპურის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი, ფენჯი ჩაო. ის იმ ხუთწლიან პროექტს ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიც ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერების დეტალური შესწავლა, ეროვნული კვლევების შეფასება და შობადობის ჩანაწერების ერთად თავმოყრა იყო. ამ გზით შესაძლებელი გახდა, სქესთა თანაფარდობის ცვლას ქვეყნების მასშტაბით ქრონოლოგიურად დაკვირვებოდნენ. თავისი კვლევის ფარგლებში და გაეროსთან თანამშრომლობის შედეგად, ჩაომ აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს უმეტეს რეგიონში სქესთა შორის თანაფარდომა ისტორიულ ნორმას საგრძნობლად დაშორებულია.
ათეულობით ქვეყნის მონაცემების დამუშავებამ ცხადყო, რომ 1970 წლიდან დღემდე ნორმასთან აცდენა 23.1 მილიონი არდაბადებული ქალით გამოიხატა.
ეს კვლევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე სანდრო ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, Proceedings of the National Academy of Sciences, გამოქვეყნდა და შესაძლებლობა მოგვცა ამ უპრეცედენტო მაგალითის მიხედვით გვენახა, თუ როგორ ცვლის სოციალური ღირებულებები ბუნების კანონებს.
"ეს საოცრად მნიშვნელოვანი კვლევაა; როცა მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილს, კერძოდ კი, ორმოცდახუთ წელზე ნაკლები ასაკის ქალებს შეუძლიათ ბავშვების გაჩენა და მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა, უბრალოდ, არც კი დაბადებულა, ეს მოსახლეობის შობადობის მაჩვენებელზე აშკარა ზემოქმედებას იქონიებს", - განაცხადა კანადელმა პოლიტიკის მეცნიერმა, დარელ ბრიქერმა. თავის ახლახანს გამოქვეყნებულ წიგნში, დაცარიელებული პლანეტა, ეს მეცნიერი გვაცნობს რადიკალურ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში აპოკალიფსს არა - დემოგრაფიული აფეთქება, არამედ, პირიქით, ადამიანების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვევს. თანაც, როგორც თავად ამბობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელ მონაცემებში მილიონობით გაუჩინარებული ქალი არც კია ასახული, ეს ფაქტი მის სამომავლო პროგნოზს კიდევ მეტად დამაჯერებელს ხდის.
თუცმა, სქესთა შორის პროპორციების ეს არათანაბარი გადანაწილება დიდი საიდუმლო არც აქამდე იყო. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში მკვლევრები და ჟურნალისტები შობადობის მაჩვენებელში ქალების რაოდენობის შემცირების ფენომენს აქტიურად ადევნებდნენ თვალს. ეს მოვლენა კი განსაკუთრებით შესამჩნევი აზიის კონტინენტზე იყო. ამერიკელმა მწერალმა, მარა ჰვისტენდალმა, თავის 2011 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ხელოვნური სელექცია, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერა, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული რა შედეგები მოიტანა ჩინეთსა და ინდოეთში ულტრაბგერითი ტექნოლოგიისა და აბორტის პროცედურის განვითარებამ. კერძოდ, ამ მკაცრად პატრიარქალურ საზოგადეობებში ბიჭი ბავშვებისთვის უპირატესობის მინიჭება რუტინულ რეპროდუქციულ გადაწყვეტილებად იქცა. ამის შედეგად, დღეს ამ ორ ქვეყანაში ოც წლამდე ასაკის მოსახლეობაში კაცების რაოდენობა ქალებისას დაახლოებით ორმოცდაათი მილიონით აღემატება. თანაც, ჩინეთში მაინც, ეს ტენდენცია ჯერ კიდევ აღმავლობის ეტაპზეა.
"ყოველთვის ეგონათ, ეს მხოლოდ აზიის პრობლემა იყო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა".
ჩაოს კვლევის თანახმად, ჩინეთში სქესთა თანაფარდობის დისბალანსმა თავი მთელი სიცხადით 2005 წელს იჩინა, როცა დაახლოებით 118 ბიჭის წილ 100 გოგო დაიბადა. ამ თაობის ბიჭები ზრდასრულები ახლა ხდებიან. "ამ სხვაობის სრულად გამოსწორებას ორი თაობა დასჭირდება", - ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მსოფლიო ჯანდაცვის მკვლევარი, ტერეზ ჰესკითი. ის ჩინელი კაცების დაკარგულ თაობას შეისწავლის, რომლის ძირითად ნაწილს მიწაზე მომუშავე, დაუოჯახებელი გლეხები წარმაოდგენენ. ისინი ცხოვრებას ალკოჰოლის სმაში, სიგარეტის წევასა და მარტოობაში ატარებენ. ჰესკითი ასევე აღნიშნავს, რომ ტრადიციულ საზოგადოებებში ოჯახის შექმნის შესაძლებლობის არქონა კატასტროფის ტოლფასია, რასაც ჩინელ დაუქორწინებელ კაცებში დეპრესიის სულ უფრო მზარდი მაჩვენებელიც ცხადყოფს.
ჩინეთის მთავრობამ 2004 წელს სელექციური აბორტები აკრძალა და 2015 წელს მოსახლების ზრდის გასაკონტროლებლად ერთ შვილზე მეტის ყოლის შეზღუდვა მოხსნა. თუმცა, სასურველი შედეგი ჯერ კიდევ მიუღწეველია, რადგან ქვეყანაში კვლავ მეტისმეტად ცოტა ქალია. ჰესკითი იმედოვნებს, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. მაშინ, როცა ჩინეთი და ინდოეთი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა დემოგრაფიული კრიზისის საფრთხის წინაშე, სინგაპურელი ფენჯი ჩაოს კვლევა აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში მიანიშნებს ანალოგიურ ტენდენციაზე, როგორებიცაა ალბანეთი, სომხეთი თუ მონეტენეგრო. მსგავსი მდგომარეობაა ტუნისის სახელმწიფოშიც.
ფოტო: Vox
"ყოველთვის ეგონათ, რომ ეს მხოლოდ აზიის პრობლემა იყო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა", - ამბობს ტერეზ ჰესკითი. ეს ცუდი ამბავია, მაგრამ კარგი სიახლე ის არის, რომ ამ პრობლემებს გამოსწორების პირი უჩანს: თუ სამხრეთ კორეის მაგალითს შევხედავთ, 1990 წელს 115 ბიჭის წილ 100 გოგო დაიბადა; ძლიერი სოციალური მოძრაობის მეშვეობით კი ოცდაათი წლის შემდეგ სქესთა შორის თანაფარდობა თავის საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდა. იმავე პრობლემის მქონე სხვა ქვეყნებშიც, სამხრეთ კორეასთან შედარებით უფრო ნელი ტემპით, მაგრამ მაინც შეინიშნება მდგომარეობის გამოსწორებისკენ მსგავსი სწრაფვა.
"ჩინეთშიც კი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებები ნამდვილად საგრძნობლად შეიცვალა. ახლა უკვე კულტურულად მიუღებელია სელექციურ აბორტზე საუბარი და ქალიშვილების ყოლაც პოზიტიურ მოვლენად აღიქმება", - ამბობს მკვლევარი ჰესკითი. ჩინეთის მსგავს ქვეყნებს, შეიძლება, ათწლეულები დასჭირდეთ შობადობის ბიოლოგიურ ნორმასთან დასაბრუნებლად, რაც 102-დან 107-მდე კაცის წილ 100 ქალს წარმოადგენს. მაგრამ დემოგრაფებმა ახლავე უნდა დაიწყონ ამ ფაქტორის სამომავლო პროგნოზებში გათვალისწინება, რათა ზუსტი გამოთვლებით ხელმძღვანელობა შევძლოთ.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები