დებატები ზელენსკისა და პოროშენკოს შორის — რაზე ისაუბრეს კანდიდატებმა
ფოტო: bbc.com
უკრაინაში, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე საპრეზიდენტო დებატები დასრულდა. დებატები ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის დღეს, 19 აპრილს კიევის დროით 19 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
დებატების ფორმატით კითხვის დასმისთვის კანდიდატს ერთი წუთი ჰქონდა, ხოლო პასუხისთვის ოთხი წუთი იყო განსაზღვრული. ამის გარდა, კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს შეკითხვა, რომელზეც პასუხი ლაკონურად, თანხმობის ან უარყოფის ფორმით უნდა გაეცათ. ასევე, გათვალისწინებული იყო დასკვნითი სიტყვის ნაწილი, საბოლოო სიტყვისთვის კანდიდატებს თითო წუთი ქონდათ.
დებატების განმავლობაში კანდიდატებმა ისაუბრეს როგორც, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის საკითხზე და საგარეო პოლიტიკაზე. კითხვები ორივე მიმართულებით დაისვა კორუფციისა და არაკეთილსინდისიერების შესახებ.
წარმოგიდგენთ კანდიდატების პასუხებს ქრონოლოგიურად:
დებატები უკრაინის ჰიმნის შესრულებით დაიწყო. გეგმის მიხედვით კანდიდატები სხადასხვა სცენებიდან უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა პეტრო პოროშენკომ სტადიონზე შემოსვლისთანავე გეზი ზელენსკის სცენისკენ აიღო. აქვე გადაწყდა, რომ დებატებს ორივე კანდიდატი ერთი სცენიდან გამართავდა. ზელენსკიმ გამოსვლა უკრაინულად დაიწყო და მომხრეებს თხოვა აპლოდისმენტებით გაემხნევებინათ ის ხალხი, რომლებიც სტადიონზე ავტობუსებით მოიყვანეს. ამით ზელენსკიმ პოროშენკოს მომხრეებზე მიანიშნა.
ზელენსკის მისასალმებელი სიტყვა [19:03]
მისასალმებელ სიტყვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2014 წელს მან მხარი პოროშენკოს დაუჭირა, თუმცა ის ამით იმედგაცრუებულია. ზელენსკიმ პოროშენკო არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოროშენკომ ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა.
პოროშენკოს მისასალმებელი სიტყვა [19:10]
მისასალმებელ სიტყვაში უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელებს ამ დებატების შესაძლებლობისთვის. პოროშენკომ ყურადღება გაამახვილა ზელენსკის გამოუცდელობაზე: "თქვენ ხართ ძვირიანი და ლამაზი შეფუთვა ხართ და მეტი არაფერი" თქვენ ხართ კატა ტომარაში და თქვენ ტომარაში არიან ოლიგარქები და ის ყველაფერი რაც ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება. ვოლოდიმირი არ ოცნებობს უკრაინის დანგრევაზე, თუმცა ამაზე ოცნებობს ვლადიმერ პუტინი". პოროშენკომ განაცხადა, რომ ზელენსკი ვერ დაიცავს უკრაინას ვლადიმერ პუტინის დარტყმებისგან.
პოროშენკოს ბრალდება [19:16]
ზელენსკიმ პირველი კითხვის დასმისას რამდენიმე გახმაურებული საქმე ახსენა და შიდა პოლიტიკურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ამ ფორმატში პოროშენკოს ათამდე კითხვა დაუსვა და სთხოვა, პოროშენკოს თვითონ აერჩია, რომელზე გაეცა პასუხი.
პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი ოპონენტი არაკომპეტენტურია და მის მიერ დასმულ კითხვებზე მან პასუხი არაერთხელ გასცა სხვადასხვა ეთერში. პოროშენკომ ზელენსკი ჯარიდან თავის არიდებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ 2014 წელს ზელენსკიმ ჯარიდან ოთხ გაწვევას აარიდა თავი.
"კატა ტომარაში და ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" [19:20]
საკუთარ კითხვაში პოროშენკო ზელენსკის წარსულს იხსენებს და მას უკრაინის სახელმწიფოს შეურაცხყოფაში და რუსეთის ბიუჯეტიდან ფულის აღებაში ადანაშაულებს. კითხვის დასმის ნაცვლად პოროშენკო ზელენსკის სთხოვს, შეწყვიტოს უკრაინის შეურაცხყოფა. ზელენსკი პასუხში უარყოფის გაწვევისგან თავის არიდებას და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში აღარ ჩასულა:
"რაც შეეხება ომს, თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და ამ კითხვას თქვენ უნდა უპასუხოთ რატო არ არის ომი დასრულებული. თქვენ მე შემადარეთ კატას ტომარაში, მე გპასუხობთ, ჯობია იყო კატა ტომარაში, ვიდრე ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი".
კითხვებზე კითხვა [19:26]
მეორე კითხვის ფორმატში ზელენსკი კვლავ რამდენიმე კითხვით მიმართავს ოპონენტს და სთხოვს, პასუხი იმ კითხვას გასცეს, რომელზეც მას სურს. ზელენსკის კითხვები მიმართულია, ჯარის მდგომარეობაზე, პოროშენკოს მოქმედ ბიზნესზე რუსეთში:
"მე მაინტერესებს იყიდება თუ არა როშენის კანფეტები მოსკოვში?"
პოროშენკო ამბობს, რომ მისი ოპონენტი ყველაფერს ცრუობს და მას შემხვედრ კითხვას უსვამს. პოროშენკოს კითხვები ზელენსკისა და კოლომოისკის კავშირებს შეეხება: "როგორ შეგიძლიათ იმ ადამიანს ჩამოართვათ ხელი, რომელმაც გაძარცვა უკრაინელი ხალხი"?
უკრაინის მომავალი [19:31]
პოროშენკო ზელენსკის დემოკრატიის ძირითადად ღირებულებებზე ეკითხება და უსვამს კითხვას, თუ სად ხედავს ის უკრაინას ხუთ წელიწადში. პოროშენკოს კითხვის პასუხად ზელენსკი ამბობს, რომ ის არ არის წინასწარმეტყველი:
"თუ უკრაინელებს უნდათ ევროპაში წავალთ ევროპაში".
იგი ასევე მიმართვის ტონს უწუნებს ოპონენტს და მიანიშნებს პოროშენკოს კორუფციულ კავშირებზე და შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. კოლომოისკისთან დაკავშირებით ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს პასუხს აგებს, მათ შორის კოლომოისკიც.
ზელენსკის მომდევნო კითხვა პოროშენკოს შესაძლო დანაშაულებს შეეხებოდა: "თუ კი თქვენ მიმართ დაიწყება გამოძიება, იტყვით თუ არა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხართ?" პოროშენკო პასუხად ამბობს, რომ ზელენსკის მოუწევს ბოდიშის მოხდა საკუთარი სიტყვებისა და საქმიანობის გამო, რომლითაც უკრაინას შეურაცხყოფდა:
"თქვენ შეიძლება არ იყოთ ცუდი ადამიანი, თუმცა თქვენ აღარ ხართ კატა ტომარაში, თქვენ ხართ შეფუთვა იმ ადამიანების, რომელთაც უკრაინის დანგრევა უნდათ. ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ".
თავის ბოლოს წინა კითხვაში, პოროშენკომ ზელენსკის ჰკითხა, თუ როდის მოიხადა მან ბოდიში მისი წარსული გამონათქვამის გამო, სადაც უკრაინა "მეძავს" შეადარა. ზელენსკი პასუხობს, რომ ეს სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი:
"2014 წელს მე მივმართე ვლადიმერ პუტინს, რომ ომის დასამთავრებლად მე მზად ვარ დავიჩოქო მის წინაშე. მე მზად ვარ დავიჩოქო ყველა იმ დედის წინაშე, ვინაც ომში შვილი დაკარგა. მე მზად ვარ და მე ამას გავაკეთებ, ასევე, თქვენც".
ზელენსკი იჩოქებს ხალხის წინაშე, იმავეს აკეთებს პოროშენკოც, თუმცა ის ფან-ზონისგან ზურგით დგას და დროშას ეამბორება.
კანდიდატების დაჩოქვით დასრულდა ძირითადი ფორმატი. ამის შემდეგ კანდიდატებს ერთმანეთისთვის თითო კითხვა უნდა დაესვათ, რომელზეც პასუხი ლაკონურად თანხმობით ან უარყოფით უნდა გამოეხატათ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: არ გრცხვენიათ?
პეტრო პოროშენკო: არა, მე ვამაყობ უკრაინით.
პეტრო პოროშენკო: გააკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი პარტნიორი კოლომოისკის არ ქონდეს წვდომა უკრაინის ნაციონალურ რესურსებზე?
ვოლოდიმირ ზელენსკი: დიახ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
კითხვების შემდეგ კანდიდატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ დასკვნით სიტყვაში პოროშენკო ყველა წარმატების "საკუთარ დამსახურებად" გასაღებაში დაადანაშაულა:
"უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან ეს უკრაინელი ხალხის დიასპორისა და დიპლომატების დამსახურებაა, ტომოსი თქვენი კი არა პატრიარქ ფილარეტის გამარჯვებაა. რაც შეეხება არმიას, ჩვენი სუვერინიტეტი ჩვენი ჯარისკაცების დამსახურებაა და არა თქვენი".
პეტრო პოროშენკომ დასკვნით სიტყავში ზელენსკის არაკომპეტენტურობაზე და მის კავშირებზე გაამახვილა ყურადღება:
"თქვენ არ ხართ თქვენ მიერ შესრულებული პერსონაჟი, თქვენი პერსონაჟის უკან არ იდგა კოლომოისკი, პრივატ ბანკის დაბრუნების სურვილით. 21 აპრილს ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, არ შეიძლება ქვეყანა ჩავაბაროთ კოლომოისკისა და პუტინს.
საბოლოო რეპლიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პოროშენკო არ არის მზად რეალური რეფორმებისთვის, რაც შეეხება ომს ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.
პეტრო პოროშენკო კი ამბობს, რომ აუცილებელია ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში და დონბასისა და მთელი უკრაინის დაცვა რუსული გავლენისგან. პოროშენკოს თქმით, ხალხმა ზელენსკის სტრატეგიული გეგმების შესახებ ვერაფერი გაიგო და დებატების გაგრძელებას ითხოვს. პოროშენკო ზელენსკის თავაზობს დებატების სასტადიონო ფორმატი უკრაინის ჰიმნით დაასრულონ.
დებატების დასრულების შემდეგ პეტრო პოროშენკომ საკუთარ მომხრეებთან გადაინაცვლა და გამოსვლა გააგრძელა. დებატების გასაგრძელებლად მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიიწვია. შეთავაზების მიუხედავად ზელენსკიმ დებატების სტუდიურ გაგრძელებაზე უარი თქვა და უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში არ მივიდა.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა


კომენტარები