ვენეციის კომისიის რეკომენდაცია: გაუქმდეს ფარული კენჭისყრა
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა გაუქმდეს.
საერთო სასამართლოებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეებს შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია, მათ შორისაა შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების სიის გამოქვეყნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე. მეორე ეტაპი ითვალისწინებს კანდიდატების მოსმენას. გამოცდილების შესწავლის შესახებ ჩანაწერი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს საშუალებას მოითხოვოს დოკუმენტები და გაეცნოს ინფორმაციას კანდიდატების შესახებ.
ვენეციის კომისია წერს, რომ ამ კანონში ძირითადი სირთულე არის ჩანაწერი ფარული კენჭისყრის შესახებ, რომელიც საბჭოში ორჯერ ტარდება. პირველად მიღებული ვაკანსიების გადარჩევისას და მეორედ, საბოლოო სიის კენჭისყრის დროს. ვენეციის კომისია წერს, რომ ესმის ფარული კენჭისყრის ჩანაწერის მოტივი კანონპროექტში. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ანონიმურად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ზეწოლის ან გავლენის რისკი არის ნაკლები, მაგრამ ფარულ კენჭისყრას აქვს ერთი სირთულე — ის არ არის დასაბუთებული.
"ეს ქმნის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ხმას მისცემენ სხვების გავლენით და არა თავისი ობიექტური შეხედულებით, ისინი არ იქნებიან ვალდებულები დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება", — წერს ვენეციის კომისია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულები უნდა იყვნენ აცნობონ საზოგადოებას, თუ რის მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატზე.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გახდეს ვალდებული დაასაბუთოს, რატომ არჩია რომელიმე კანდიდატი სხვას და ეს შეფასება ერთნაირი კრიტერიუმით უნდა მოხდეს. ვენეციის კომისიის თქმით, უმჯობესია თუ ხმის ფარულობის შესახებ ჩანაწერი გადაიხდება და გაუქმდება.
ვენეციის კომისია წერს, რომ ამ კანონპროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია აცნობოს პარლამენტს დასაბუთება, თუ რატომ დაუჭირა მხარი ვაკანტურ ადგილზე ამა თუ იმ მოსამართლეს, თუმცა ამის პარალელურად, საბჭოს არ აქვს ვალდებულება აუხსნას კანდიდატებს, რატომ უთხრა მათ უარი.
ვენეციის კომისია ასევე აკრიტიკებს ჩანაწერს, რომლითაც ინფორმაცია კანდიდატების შესახებ არის დახურული და არ უნდა გამჟღავნდეს.
"ეს ჩანაწერი ხელს შეუშლის საბჭოს წევრებს დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება", — ვკითხულობთ დასკვნაში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს ვალდებული თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს არა მხოლოდ კანდიდატების გამოცდილებასა და საქმიანობაზე დაყრდნობით, არამედ გასაუბრების დროს კითხვებზე პასუხების მიხედვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ფარული კენჭისყრა უნდა ჩანაცვლდეს ქულების სისტემით და იუსტიციის საბჭოს წევრებმა უნდა დაუწერონ ქულები კანდიდატებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ, თუ კენჭისყრა ფარული გახდება და საბჭოს წევრები ვალდებულები იქნებიან დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ, კანდიდატებს გასაჩივრების უფლებაც უნდა ჰქონდეთ. სიის დაკომპლექტების საბოლოო ეტაპზე, დამარცხებული კანდიდატებისთვის გასაჩივრების შესაძლებლობა გაფანტავს ეჭვებს, რომ საბჭო თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს.
"ეს ცვლილება ასევე გაზრდის ნდობას იუსტიციის საბჭოს მიმართ, რაც ამ მომენტისთვის საკმაოდ მწირია", — ვკითხულობთ დასკვნაში.
ამავე თემაზე:
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"საბავშვო კონტენტის საფარქვეშ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ "მაშა და დათვის" შემქმნელებს სანქციები დაუწესა "საბავშვო კონტენტის საფარქვეშ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ "მაშა და დათვის" შემქმნელებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები