როგორ ხვდება ტყვია საკვებში და რომელი პროდუქტებით შეიძლება ებრძოლო მას
ფოტო: Foodnavigator
ერთხელ უკვე გაგაცანით ფაქტები ტყვიით მოწამვლის შესახებ, რომელიც თქვენი ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ. ახლა კი იმ საკვებზე გიამბობთ, რომელიც ორგანიზმის ტყვიისგან დაცვაში დაგეხმარებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია (FDA) გამუდმებით ამონიტორინგებს მაღაზიებს, კონკრეტულ პროდუქტებს, კოსმეტიკას და საკვებ დანამატებს, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა დაიცვას.
ტყვია საკვებში
FDA-ს მიხედვით, ტყვია საკვებში გარემოდან ხვდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ტყვია შესაძლოა არსებობდეს ნიადაგში. მასში მოყვანილი ხილი ან ბოსტნეული კი სხვადასხვა საკვებში შესაძლოა ინგრედიენტად გამოვიყენოთ;
- ტყვია, რომელიც მცენარეში ამ გზით ხვდება, გარეცხვით ან დამუშავებით არ გამოდის;
- წყალსა და მცენარეებში არსებული ტყვია შესაძლოა იმ ცხოველებში მოხვდეს, რომლებსაც შემდეგ ადამიანები მიირთმევენ;
- ტყვია შესაძლოა საკვებში ონკანიდან წამოსული წყლიდან მოხვდეს;
- ტყვია საკვებში შესაძლოა ჭურჭლიდან ან იმ ზედაპირიდან მოხვდეს, რომელზეც მზადდება.
ჯანსაღი პროდუქტები
ტყვია, როგორც სხვა მძიმე მეტალი, ბიოდეგრადირებადი არაა და გარემოდან დროის განმავლობაში არ ქრება.
მისი მოხვედრა ორგანიზმში ნებისმიერი ოდენობით საშიშია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებზე ვზრუნავთ.
ბავშვებისთვის ტყვიის არსებობის უსაფრთხო მაჩვენებელი არ არსებობს. მისი მინიმალური ოდენობით გამოწვეული მოწამვლაც კი შესაძლოა ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა პრობლემაში გამოვლინდეს.
როგორც ამერიკის კვებისა და ენდოკრინოლოგიის აკადემია აცხადებს, ჯანსაღ კვებას შეუძლია ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის შემცირება. როდესაც სხეულში სასარგებლო საკვებია, ტყვიას უფრო უჭირს მასში გავრცელება.
სასარგებლოა ის საკვები, რომელიც სავსეა კალციუმით, C ვიტამინით და რკინით. გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებითაც ორგანიზმში მოხვედრილ ტყვიას უნდა ებრძოლოთ.
კალციუმი აძლიერებს ძვლებს და ტყვიას გამოდევნის. კალციუმით მდიდარი პროდუქტებია:
- რძე და მისი ნაწარმი, მაგალითად ყველი და იოგურტი;
- მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი და სხვა;
- სოიოს რძე, ფორთოხლის წვენი, ტოფუ;
- დაკონსერვებული სალმონი და სარდინები.
ტყვიას ასევე ბლოკავს რკინა. ამიტომ სასარგებლოა საკვები, რომელიც რკინას შეიცავს:
- წითელი ხორცი;
- რკინით გამაგრებული მარცვლეული, პური და მაკარონი;
- ლობიო და ოსპი.
ვიტამინი C ხელს უწყობს სხეულს რკინის უკეთ მიღებაში, რაც თავის მხრივ, ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას გულისხმობს. საკვები, რომელიც C ვიტამინითაა მდიდარი:
- ციტრუსი, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიპფრუტი;
- კივი, მარწყვი და ნესვი;
- პომიდორი;
- კარტოფილი;
- წიწაკა.
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა

კომენტარები