როგორია გაზაფხული სხვა პლანეტებზე
პლუტონზე 1990 წლიდან მოყოლებული, გაზაფხულია
ფოტო: Getty
რა სჯობს გაზაფხულს!
ესაა სეზონი სიცოცხლით სავსე ყვავილების, რომლებიც საფეხმავლო ბილიკებს მიღმა გადაწოლილან და ჰაერს სასიამოვნო სურნელით ავსებენ. მზის სხივები ძალას იკრებს და ჩვენც მძიმე მანტოებს მსუბუქ ჟაკეტებზე ვცვლით. ცოტა რამ თუა ბუნებაში ამ პერიოდზე მშვენიერი, ამას კი ერთ საინტერესო კითხვამდე მივყავართ: არსებობს გაზაფხული ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე?
სეზონებით ტკბობის შესაძლებლობა ჩვენ იმიტომ გვაქვს, რომ დედამიწის ღერძი მზის გარშემო ტრიალისას დაახლოებით ოცდასამი გრადუსითაა ცენტრიდან გადახრილი; პლანეტის ნახევარსფეროების მდებარეობა მზესთან მიმართებით კი მუდამ იცვლება. დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა ნაწილი წელიწადის დროების სვლასთან ერთად ხან უახლოვდება, ხანაც კი შორდება მზეს და ამ გზით სითბოს განსხვავებულ ოდენობას იღებს.
როგორი სიტუაციაა სხვა პლანეტებზე? ამის გასაგებად იმ მეცნიერებს მივაკითხეთ, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს სხვა პლანეტებზე ფიქრში.
მერკური
"პლანეტა მერკურის არაფერი აქვს არც გაზაფხულის და არც რომელიმე სხვა სეზონის მსგავსი," ამბობს პოლ ბარნი, პლანეტარული გეოლოგი ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პლანეტის ღერძული გადახრა, კუთხის გრადუსი უმნიშვნელოა. "მერკურიზე დღის სინათლის ოდენობა მოცემულ განედზე მთელი წლის განმავლობაში უმეტესწილად უცვლელია".
აქ დღის სინათლე უმოწყალო და მწველია. თუმცა მზის მიმართ პლანეტის განლაგება სიგრილის კერების არსებობას უზრუნველყოფს. "ეს მერკურის საშუალებას აძლევს, პოლუსებთან ახლოს ჰქონდეს მუდმივად ჩრდილში მყოფი რეგიონები, სადაც მზის შუქი არასდროს აღწევს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა ყველაზე ახლოს იმყოფება მზესთან, ამ ნაწილებში ყინულის საფარიც კი გვხვდება", - ამბობს ნენსი ჩებოტი, პლანეტარული მეცნიერი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან.
"ეს ერთი პატარა, უცნაური პლანეტაა", - ამატებს ბარნი.
ვენერა
ფოტო: NASA
"ვენერაზე არ არის გაზაფხული და არც - რომელიმე სხვა სეზონი: ჯოჯოხეთში სეზონებს რა უნდათ!"- ამბობს ალან ტრემანი, მთვარისა და პლანეტარული ინსტიტუტის მეცნიერი.
რთულია, ვენერაზე არსებულ გარემოს ხოტბა შეასხა. მისი ზედაპირის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 470 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს - ასეთ სიცხეში ტყვიაც კი დნება. პლანეტა მერკურის მსგავსად, ვენერას ღერძიც არ არის საკმარისად გადახრილი იმისათვის, რათა ტემპერატურის შესამჩნევი ცვლა გამოიწვიოს.
თუმცა უმთავრესი მიზეზი, რატომაც არ აქვს პლანეტას რომელიმე სეზონი, მის ატმოსფეროში იმალება, რომელიც ღრუბლებით არის დაფარული.
"ღრუბლების ფენა იმდენად სქელია, რომ ზედაპირი თითქმის ვერ იღებს მზისგან სინათლესა და სითბოს. სხივები მთლიანად შთაინთქმება ღრუბლების მიერ და შემდეგ რადიაციის სახით აღწევს მიწის ზედაპირამდე - ესაა ცნობილი სათბურის ეფექტი", - ამბობს ტრემანი. "ვენერას ღრუბლები მიწის ზედაპირზე უფრო სწრაფად მოძრაობენ. შესაბამისად, მთლიანი რადიაციული სითბო პლანეტის გარშემო იფანტება, დღისა თუ ღამის განმავლობაში".
თითქოს ეს ყველაფერი არ კმარაო, "ვენერას დღე მის წელიწადზე მეტხანს გრძელდება", - ამბობს ვიკი ჰანსენი, პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი (თავისი ღერძის გარშემო შემოვლას ვენერა 243 დედამიწის დღეს ანდომებს, მზეს კი 225 დედამიწის დღის განმავლობაში არტყამს წრეს). "ასე რომ, მას გაზაფხული რომც ჰქონოდა, მისი დაწყების დღის დასახელება ერთობ რთული ამოცანა იქნებოდა".
მარსი
ფოტო: NASA
მარსის ღერძი დედამიწისაზე ოდნავ მეტად, 25 გრადუსითაა გადახრილი,რაც ნიშნავს, რომ ამ პლანეტასაც განსხვავებული სეზონები აქვს. დედამიწაზე არსებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მსგავსად, მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც გაზაფხული ახლა დგება.
"ჩრდილოეთ ნახევარსფერო დათბობას იწყებს; სამხრეთ ნახევარსფერო კი გაგრილებას - ზუსტად დედამიწის მსგავსად", - ამბობს დონ ბენფილდი, კორნელის ცენტრის მეცნიერი ასტროფიზიკისა და პლანეტარული მეცნიერების მიმართულებით.
თუმცა არა, სეზონი მარსზე ზუსტად დედამიწის მსგავსად არ იცვლება. სეზონებზე ორბიტებიც ახდენენ ზემოქმედებას. მარსული წელი დედამიწისაზე ორჯერ ხანგრძლივია. შესაბამისად, იქ სეზონები მეტად იწელება. მარსზე სეზონისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნებიცაა, როგორიცაა ზაფხულის მტვრის შტორმები, "თუმცა წვიმისა და მცენარეების გარეშე, ეს ნიშნები ნაკლებად შესამჩნევია", - ამბობს ბენფილდი.
იუპიტერი
უზარმაზარი, აფორიაქებული, მშფოთვარე იუპიტერი. პლანეტა, რომელიც ღრუბლებმა შექმნეს იმავე წამს, როცა მზე დაიბადა. 1300 დედამიწის დამტევი გიგანტი, სადაც ქარები გამუდმებით ქრიან და ფერები გამუდმებით იცვლება...
ამ საოცრებების მიუხედავად, "იუპიტერს არ გააჩნია გაზაფხული", - ამბობს ჩენგ ლი, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი. მსგავსად მერკურისა, იუპიტერის ღერძის გადახრაც უმნიშვნელოა.
სატურნი
ფოტო: NASA
აი, პლანეტა სატურნს კი აქვს გაზაფხული: მისი ღერძის დახრილობა დედამიწისა და მარსის დახრილობების მსგავსია.
"სატურნი ზაფხულში ცხელია და ზამთარში - ცივი", - ამბობს ლი ფლეტჩერი, პლანეტათა შემსწავლელი მეცნიერი ლესტერის უნივერსიტეტიდან, - "ღრუბლები და ქიმიური ნივთიერებები მზის სინათლეზე ცვლილებებს განიცდიან. შესაძლოა, ამის საუკეთესო მაგალითი სატურნის ატმოსფეროა, რომელსაც ზამთარში ლურჯი ელფერი დაჰკრავს, შედარებით სუფთა ცა და ნაკლები ნისლი ახასიათებს, ზაფხულში კი ოქროს ფერში გადადის, ატმოსფერო შედარებით ბინძურდება და ბურუსიც იმატებს".
სატურნის გაზაფხული ყველაზე კარგად აჩენს პლანეტის ჩრდილო პოლუსზე არსებულ უზარმაზარ, ექვსკუთხედის ფორმის შტორმს, რომელიც მეცნიერებს უკვე მრავალი წელია, რაც ატყვევებს. მოციმციმე რგოლების წყალობით, პლანეტის ზოგიერთ ნაწილში წელიწადის სეზონების ცვლის მინიატურულ ვერსიასაც ვაწყდებით.
"პლანეტა სატურნის ატმოსფეროს კონკრეტულ ადგილებში, როდესაც რგოლები მზეს ჩრდილავენ, დამატებითი სეზონებიც წარმოიქმნება", - ამბობს მაიკ უონგი, პლანეტარული მეცნიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. "ამ მოვლენის მსგავსი რამ ჩემს სახლშიც აღინიშნება. ამის მიზეზი ისაა, რომ გვერდით აღმართულ შენობას თავზე უზარმაზარი ბილბორდი ადგას. ნოემბრის კონკრეტული რიცხვიდან თებერვლის კონკრეტულ რიცხვამდე, ჩვენი ჭერი მუდმივ სიბნელეშია, რადგან რეკლამა მზეს ჩრდილავს, ეს კი სახლს ცივს ხდის".
ურანი
ფოტო: NASA
98-გრადუსიანი ღერძის გადახრით, ურანი, ფაქტობრივად, გვერდულად ბრუნავს. ეს კი ნიშნავს, რომ პლანეტაზე უკიდურესად განსხვავებული სეზონები იცის.
"პოლუსები ზაფხულში დიდი რაოდენობით სინათლეს იღებენ მზისგან, რომელიც ცაზე ოდნავ შესამჩნევად მიიზლაზნება, ზამთარში კი თითქმის სულ სიბნელეა", - ამბობს გლენ ორტონი, მეცნიერი ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან. "როდესაც გაზაფხული იწყება, მზე პოლუსებში მუდამ ჰორიზონტზე იმყოფება, მაშინ როცა, დაბალ განედებზე გადაწოლილი ტროპიკებისთვის ის თითქმის ზენიტშია.
მზიდან ასე დაშორებულ პლანეტებზე, რომელთა ორბიტები შესამჩნევად გრძელები არიან, სეზონები წელიწადების განმავლობაში გრძელდება. პლანეტა ურანის გაზაფხული 21 წელიწადის განმავლობაში მიმდინარეობს.
ნეპტუნი
ფოტო: NASA
გაზაფხული ნეპტუნზე ამაზე ორჯერ ხანგრძლივია. პლანეტაზე განსხვავებული სეზონებია, თუმცა "არ მგონია მას საკმარისად დავაკვირდით, რათა დარწმუნებით ვთქვათ, თუ როგორ განსხვავდება ატმოსფერული აქტიურობის მხრივ ერთ ნახევარსფეროში არსებული გაზაფხული სხვა სეზონებისგან", - ამბობს ენ ვერბისერი, პლანეტარული მეცნიერი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან.
პლუტონი
"დიახ, პლუტონზე ახლა გაზაფხულია, სულ მცირე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაინც", - ამბობს დევიდ გრინსპუნი პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან, - "და ის 1990 წლიდან მოყოლებული გრძელდება".
(გთხოვთ, დიდხანს არ იფიქროთ პლუტონის ამ სიაში შეყვანის სისწორე-მცდარობაზე. მეცნიერები წლების განმავლობაში დავობდნენ ციური სხეულისთვის სწორი კატეგორიის მინიჭებაზე. ზოგიერთი მათგანისთვის 2006 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პლუტონი ჯუჯა პლანეტად ხელახლა აღიარეს, არ არის საბოლოო სიტყვა. ჩვენ კამათს მათ მივანდობთ).
პლუტონის ორბიტა მზის გარშემო ძალიან ოვალურია.
"ერთსა და იმავე სეზონში მზემდე მანძილი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის საგრძნობლად განსხვავდება", - ამბობს გრინსპუნი. ამის გამო, სეზონებს, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება, ასიმეტრიულობა და უკიდურესი კლიმატური ცვლილებები ახასიათებთ.
გაზაფხული, უფრო ცივ სეზონებთან შედარებით, მშვიდი პერიოდია. მზის სინათლის უკმარისობისას პლუტონი ზოგჯერ ისე ცივდება, რომ მისი ატმოსფერო იყინება და ზედაპირზე ვარდება.
"ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა გვეშველებოდა, დედამიწაზე მსგავსი რამ რომ მომხდარიყო", - ამბობს ბობ უესტი, მეცნიერი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, - "ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და რომელიც პლანეტის ზედაპირზე მცხოვრები ყველა ორგანიზმისთვის საციცხლოდ მნიშვნელოვანია, გარდაიქმნებოდა წყლის, ჟანგბადის, აზოტისა და ნახშირორჟანგის კრისტალებად, რომლებიც მიწაზე თოვლივით ჩამოცვივდებოდნენ და ის სივრცე, სადაც ერთ დროს ჰაერი იყო, ვაკუუმად გარდაიქცეოდა".
ამის მოსმენის მერე, საგაზაფხულოდ სახლის წმენდის იდეაც კი არც ისე საშინლად ჟღერს, არა?!
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები