ჰიუნდაი ავტო საქართველომ Santa Fe-ს 2019 წლის მოდელი წარადგინა
ჰიუნდაის ახალი, 2019 წლის მოდელის, სანტა ფეს შეძენა ქართელ მომხმარებლებს უკვე ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში შეუძლიათ.
სანტა ფეს ახალი მოდელი ორიენტირებულია ოჯახზე, შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი. კერძოდ, მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს წარმოადგენს:
- სენსორი, რომელიც უკანა სავარძელზე მგზავრის დარჩენის შემთხვეაში გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევა;
- "ჩაილდ ლოკი" - უკანა სავარძლიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის უზრუნველყოფა, რომელიც გვერდიდან მოძრავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად ბლოკავს კარს;
- პარკინგიდან უსაფრთხოდ გამოსვლის სისტემა, რომელიც იძლევა გამაფრთხილებელ სიგნალს და ავტომატურად ამუხრუჭებს მოძრავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში;
- ავტომატური მუხრუჭი წინ მოძრავი დაბრკოლების აღმოჩენისას;
- ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ადაპტირებადი კრუის კონტროლი და ა.შ.
სპეციალური სისტემების დახმარებით, ავტომობილი მფლობელის ტარების მანერას სწავლობს და მას სისტემატურად აკვირდება, დაღლილობის აღმოჩენის შემთხვევაში კი შესვენებას სთავაზობს. მოდელს "კრელის" ბრენდის პრემიუმ აუდიო სისტემა, 7-ინჩიანი ციფრული საინფორმაციო დაფა, სრული ლედ ნათება, მართვის რეჟიმის კომფორტული, ეკონომიური და სპორტული ვერსიები აქვს.
Hyundai Santa Fe წარმოდგენილია ორი ძრავით:
პირველი ძრავა 4-ცილინდრიანია და ის ბენზინზე მუშაობს, მისი მოცულობა 2 400 კუბური სანტიმეტრია და მას საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა გააჩნია. მას 188 ცხენის ძალა და 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი აქვს.
მეორე ძრავი 4-ცილინდრიანი ტურბო დიზელია, მისი მოცულობა 2 200 კუბური სანტიმეტრია. მას 200 ცხენის ძალა და სრულად ახალი 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი აქვს.
აღნიშნული მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ALG -ის მიერ წლის რედიზაინის ტიტულით არის დაჯილდოვებული.
"მოხარულები ვართ, რომ ქართველ ავტომოყვარულებს ჰიუნდაი სანტა ფეს ბოლო მოდელი წარვუდგინეთ. ეს არის საუკეთესო ავტომობილი ოჯახისთვის, რომელიც არა მარტო მძღოლის, არამედ მგზავრების სრული კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული", - აცხადებენ ჰიუნდაი ავტო საქართველოში.
ჰიუნდაი სანტა ფესთან ერთად, თბილისის შოურუმში ამავე ბრენდის კიდევ 2 ახალი მოდელი - გრანდერი, სონატა ჰიბრიდი და ასევე განახლებული ტუსანია წარმოდგენილი.
ჰიუნდაი ავტო საქართველო მომხმარებლებს დამატებით აქციასაც სთავაზობს: თუ ისინი ახალ მოდელებს მარტის ბოლომდე შეიძენენ, საჩუქრად ჰიუნდაის სერვის ცენტრის ერთწლიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. აღსანიშანვია, რომ ჰიუნდაის ცენტრში შეძენილ ყველა მანქანას, გარბენის შეუზღუდავად, 5-წლიანი გარანტია აქვს.
ჰიუნდაი ავტო საქართველო 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტითაა აღჭურვილი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები