NGO-ები პარლამენტს 3 კანონპროექტს წარუდგენენ
ფოტო: On.ge
დღეს, 28 აპრილს, კამპანია ეს შენ გეხებას ირგვლივ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მსჯელობას, მრგვალი მაგიდის ფორმატში განაგრძობენ. არასამთავრობოები აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.
NGO-ების ძირითად მოთხოვნებში შედის:
- დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს დაარეგულირებს და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება.
- დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეფორმების განხორციელება, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და უსაფრთხოების სამსახურზე პარლამენტის კონტროლის გაძლიერება.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნისათვის ორი ძირითადი არგუმენტი არსებობს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ ძალოვან უწყებებს ბუნებრივად აქვთ ინტერესთა კონფლიქტი საკუთარი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ. მეორე არგუმენტი კი ის პრაქტიკაა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა:
“სამწუხაროდ, არცერთ გახმაურებულ, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე შემთხვევაში, სადაც ჩნდება ეჭვები, რომ სწორედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებაში, პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ გამოძიება ყოფილიყო დროული, ეფექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი”.
მისივე თქმით, გარკვეულმა უწყებებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მზაობა უკვე გამოხატეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ამის შესახებ ჯერ არ მიუღწევიათ.
რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, რესპუბლიკელებმა ალტერნატიული პროექტი ცოტა ხნის წინ წარუდგინეს პარლამენტს, თუმცა უმრავლესობამ ის არ მიიღო. სამნიძის თქმით, ის არ იცნობს ეს შენ გეხებას კანონპროექტებს, თუმცა რესპუბლიკური პარტია არასამთავრობო სექტორთან შეხვედრასა და აღნიშნულ თემაზე მსჯელობას აპირებს.
კამპანია ეს შენ გეხებას წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო დონეზე გატარებულმა რეფორმებმა, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნამ და შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის ერთმანეთისგან გამიჯვნამ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ვერ უზრუნველყო.
არასამთავრობოების შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები დაესწრენენ, მათ შორის ქართული ოცნება არ ყოფილა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები