შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კაფე ახალი მზიურის გაქურდვის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს. მათი ცნობით, არასრულწლოვნებმა კაფედან ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ინფორმაციით, ამავე არასრულწლოვნებმა მაღაზია აიტექნიკიც გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.