თბილისის საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან ბუპრენორფინის შემცველი 130 აბი სუბოტექსი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ეს მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.