მღვდლები, მედია და პარტიები - როგორ ვრცელდება კრემლის პროპაგანდა საქართველოში
ფოტო: The Wall Street Journal
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა". დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლები, ძირითადი გზავნილები და მათი გავლენას ქართულ საზოგადოებაზე. დოკუმენტში ასევე შეფასებულია კრემლის პროპაგანდის გავრცელების შედეგები და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებული მიდგომა.
IDFI-ის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოში პროპაგანდისთვის რამდენიმე ძირითად არხს იყენებს:
მედიასაშუალებები
საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის, ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.
საქართველოში რუსული მედია საშუალებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „სპუტნიკი-საქართველო“ ფუნქციონირებს. თავად „სპუტნიკი“ (Sputnik) კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მულტიმედიური პროექტია, რომელიც გლობალურ მასშტაბზე 2014 წლიდან გავიდა. საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში, „რ-რადიოს“ კუთვნილ FM 101.4 სიხშირეზე, უკანონოდ სცადა. მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „რ-რადიოზე“ სანქციები დააწესა და დააჯარიმა. ამ შემთხვევის შემდეგ, „სპუტნიკი-საქართველო“ მხოლოდ ონლაინ პლატფორმით სარგებლობს.
რუსული მედია ქართულ სატელევიზიო სივრცეში
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს.
პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.
პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე
გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ქართველი ტელემაყურებლების თითქმის ნახევარი (47%) ქართული არხების გარდა უცხოურ არხებსაც უყურებს. ყველაზე პოპულარული უცხოური არხები კი რუსული არხებია (HTB, ORT და RTR).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან, რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.
ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ევრაზიის ინსტიტუტის“ 5 წლის მოღვაწეობის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ დააფუძნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის";
- „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, ნანა დევდარიანთან ერთად არის ა(ა)იპ „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. ნანა დევდარიანის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „გლობალური კვლევების ცენტრი“ და ა(ა)იპ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“;
- ნანა დევდარიანის გარდა, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თანადამფუძნებელია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ მფლობელი მალხაზ გულაშვილი;
- ა(ა)იპ „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. ის ასევე არის ა(ა)იპ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ გამგეობის წევრი. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც - „პატრიოტი TV“.
ჩამოთვლილი ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტი-დასავლური და პრო-რუსული რიტორიკით.
პოლიტიკური პარტიები
საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:
- პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;
- პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.
განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.
სასულიერო პირები
დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ.
ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ
სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ.
NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა.
IDFI-ის შეფასებით, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდეს საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე კრემლის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოვლენების მამოძრავებელი, არის სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრისა და საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ რეფერენდუმის საკითხები. არასამთავრობო ორგანიზაცია დეტალურად აღწერს, თუ როგორ გააქტიურდა დროთა განმავლობაშიეს საკითხები და საბოლოოდ რა შედეგი დადგა:
"რეფერენდუმებთან დაკავშირებული მოვლენები ცალსახა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კრემლის პროპაგანდას და დეზინფორმაციას განსაზღვროს საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი და საზოგადოებრივი დისკურსი. ასევე პოტენციურად, შეცვალოს არსებული ძალთა ბალანსი და სამართლებრივი მექანიზმებით შეაფერხოს ქვეყნის პროდასავლური განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი.
საფრთხე კიდევ უფრო რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ანტი-დასავლური რიტორიკისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებს გარკვეული წარმატების იმედი გააჩნიათ, რასაც ადასტურებს საზოგადოებრივი განწყობის კვლევები".
IDFI დოკუმენტთან ერთად აქვეყნებს რეკომენდაციებს, რათა შემცირდეს კრემლის პროპაგანდისგან მომავალი პოტენციური საფრთხე:
- კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;
- რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
- საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;
- ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;
- უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;
- საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;
- საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ბრიტანეთის მოქალაქე ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ბრიტანეთის მოქალაქე ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე გააძევეს
გადახედვა
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
-
ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
გადახედვა
-
გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები
გადახედვა
-
მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს
გადახედვა
-
გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა
გადახედვა
-
საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის
-
Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში — ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში — ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის
-
"ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს "ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა
გადახედვა
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
კომენტარები