2022 წელს Studio Ghibli-ის გასართობი პარკი იხსნება — ნახეთ პირველი ჩანახატები
ფოტო: Studio Ghibli
იაპონურ ანიმაციურ სტუდია Ghibli-ს, რომელმაც სამყაროს ტოტორო, პრინცესა მონონოკე და სხვა უამრავი არაჩვეულებრივი ნამუშევარი აჩუქა, 2022 წელს საკუთარი გასართობი პარკი ექნება.
როგორც ცნობილია, პარკის მთავარი თემა ჰაიაო მიაძაკის 1988 წელს შექმნილი ანიმე ჩემი მეზობელი ტოტორო იქნება.
"აქამდე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პარკები ტოკიოს დისნეილენდი და ოსაკას უნივერსალ სტუდიოს პარკი იყო. დროა, ეს შეიცვალოს და ყველაზე დიდი ადგილი Studio Ghibli-ს ანიმეების პარკს დავუთმოთ", - ამბობენ სტუდიის მფლობელები.
თემატური პარკის ვიზუალზე კი შეგვიძლია, წარმოდგენა ამ ჩანახატებით შევიქმნათ.
მწვანე გორაკი
ფოტო: Studio Ghibli
იაპონიაში უკვე გამოიყო ორას ჰექტარზე მეტი ფართობის სივრცე, სადაც რამდენიმე წელში ანიმეების მოყვარულებს უმასპინძლებენ. ამ ტერიტორიაზე 2005 წელს მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა.
ფოტო: Studio Ghibli
პარკში უკვე დგას ჩემი მეზობელი ტოტოროს სახლის ასლი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს მსოფლიო ექსპოზიციისთვის შეიქმნა.
გიბლის დიდი შენობების სივრცე
ფოტო: Studio Ghibli
რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პარკი მიზნად ისახავს, ბოლომდე აითვისოს არსებული ტერიტორია ისე, რომ ბუნებრივი გარემოს არანაირი ზიანი არ მიადგეს.
როგორც სურათიდან ჩანს, საფეხმავლო ბილიკები ბუნებაში "იკარგება". პარკში ევროპული სტილის აგურის შენობები იქნება განლაგებული. მსგავსი ნაგებობები სტუდიის ნამუშევრებში ხშირად გვინახავს.
ჯადოქრების სივრცე
ფოტო: Studio Ghibli
პარკის მთავარი კარიბჭე ჰაულის მოძრავი სასახლის ინსპირაციით შეიქმნება.
ფოტო: Studio Ghibli
აქვე იქნება მაღაზიები, სადაც ტურისტებს გიბლის ანიმეებთან დაკავშირებული სუვენირების შეძენა შეეძლებათ. აშენდება გალერეები და თეატრი.
მონონოკეს სოფლის სივრცე
ფოტო: Studio Ghibli
პარკში განთავსდება იმ ცხოველებისა თუ ჯადოსნური არსებების ქანდაკებები, რომელთაც გიბლის ანიმეებიდან ვიცნობთ.
ფოტო: Studio Ghibli
დონდოკოს ტყის სივრცე
ფოტო: Studio Ghibli
მთავრობა პროექტის რეალურ ღირებულებაზე ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. არქიტექტორები კი ჯერაც მუშაობენ თემატური პარკის გაუმჯობესებაზე. სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებთ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები