10 ფილმი, რომელსაც საახალწლო არდადეგებზე უნდა უყუროთ
ახალი წლის მოახლოებისას განცდილ ბედნიერებას, ბევრ დადებით მხარესთან ერთად აქვს ისიც, რომ ამ სადღესასწაულო დღეებში ყველა საქმე შეგვიძლია გადავდოთ და უბრალოდ დავისვენოთ.
ამისთვის კი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმ ფილმების ყურებაა, რომლებიც განტვირთვასთან ერთად, იმაშიც გვეხმარება, რომ განწყობა ავიმაღლოთ.
საახალწლო ფილმები ძირითადად ამ დღესთან დაკავშირებულ ზღაპრულ ამბებზე მოგვითხრობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ 31 დეკემბრის ღამეს, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, რაღაც შეიცვლება, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება და ვინ იცის, იქნებ ეს ეტაპი ფილმის სიუჟეტივით ჯადოსნური იყოს.
სწორედ ამ განწყობის ასამაღლებლად, გთავაზობთ ათ საუკეთესო ფილმს, რომელიც დასვენების დღეებში აუცილებლად უნდა ნახოთ.
აქვე გეტყვით, რომ ამ სიაში არ არის ბევრი საკულტო ფილმი, მათ შორის მარტო სახლში, გრინჩი, შვებულება და რეალური სიყვარული, რადგან ამ ფილმებს ისედაც აუცილებლად ნახავთ.
1. Sleepless in Seattle
უძილობა სიეტლში იმ რომანტიკულ კომედიებს შორის არის, რომელსაც საახალწლოდ აუცილებლად უნდა უყუროთ. ეს არის ამბავი დიდი და თავბრუდამხვევი სიყვარულის შესახებ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
2. The Apartment
რას უნდა ვუყუროთ საახალწლოდ, თუ არა ბილი უაილდერის კლასიკად აღიარებულ ბინას. სურათში, რომელშიც მთავარ როლებს ჯეკ ლემონი და შირლი მაკლეინი ასრულებენ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა.
3. Some Like It Hot
შეუძლებელია ახალი წელი ბილი უაილდერის კიდევ ერთი კინოშედევრის გარეშე. მერილინ მონრო, ჯეკ ლემონი და ტონი კურტისი შეუდარებელ ისტორიას გვთავაზობენ. რა თქმა უნდა ეს ფილმი ბევრ თქვენგანს უკვე ასჯერ მაინც ექნება ნანახი, თუმცა, არაფერი უდგას იმას წინ, რომ ამ არდადეგებზეც ჩაუჯდეთ და საკულტო კომედიას კიდევ ერთხელ უყუროთ.
4. Stepmom
შეიძლება ბევრისთვის საახალწლოდ ამ სევდიანი ფილმის ყურება გამართლებული არ იყოს, თუმცა, აბა წარმოიდგინეთ ვის ფილმს შეიძლება ვუყუროთ წინასაახალწლოდ, თუ არა ჯულია რობერტსისა და სიუზენ სარანდონის?!
5. It's a Wonderful Life
ფილმის გამოსვლიდან 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ის დღემდე რჩება ყველა დროის ყველაზე საახალწლო ფილმად. მეტიც, ამერიკაში ვერ იპოვით ოჯახს, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ამ დიდებულ ფილმს არ უყურებს. ასე რომ, თუ ეს სურათი ჯერ კიდევ არ გინახავთ, წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით.
6. HOLIDAY INN
ცეკვა, სიმღერა და ბევრი სიცილი - რა უნდა ვინატოთ საახალწლოდ მეტი? თანაც, თუ ეს ყველაფერი ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ამ ფილმის რომელიმე პერსონაჟად ყოფნა, საახალწლო სურვილად გექცეთ.
7. THE FAMILY STONE
სტოუნების ოჯახის საშობაო თავგადასავალი ნამდვილად არის ის, რაც საახალწლოდ კარგ გუნებაზე დაგაყენებთ. ბევრ საინტერესო პერსონაჟთან ერთად, აქ უამრავი საინტერესო თემაა წამოჭრილი. ფილმი გვახსენებს, რომ შესაძლოა ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა, ეს დიდ სიყვარულში ხელს ნამდვილად ვერ შეგვიშლის.
8. THE SOUND OF MUSIC
მუსიკის ჰანგები იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა უყუროთ. არ აქვს მნიშვნელობა ახალი წელი იქნება, აღდგომა თუ შუა საზაფხულო არდადეგები. მარიასა და ფონ ტრაპების ოჯახის თავგადასავალი ამ არდადეგებზე აუცილებლად უნდა ნახოთ.
9. NOTTING HILL
მართალია, ამ ფილმს ახალ წელთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს იმაზე ჯადოსნური, ვიდრე დიდი კინოვარსკვლავისა და წიგნის მაღაზიის გამყიდველის სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორიაა?
10. A Christmas Story
თუ გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა მშობლები შვილს საახალწლო საჩუქარზე უარს ეუბნებიან, მაშინ, აუცილებლად ნახეთ საშობაო ისტორია.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, საუკეთესო არდადეგები გისურვოთ.
თუკი კინოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია და მუდამ დიდი გულისყურით ელოდები ახალი ფილმების ეკრანებზე გამოსვლას, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ჯგუფში — ერთი ფილმიც და...
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები