TI: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებობის საჭიროებას არცერთი პარტია იზიარებს
ფოტო: megaflopp / Shutterstock
TI-ის ინფორმაციით, გამოკითხულ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ უნდა არსებობდეს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ახალი ვებსაიტის მეშვეობით გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მოსაზრება ორი მიმართულებით გაიყო.
ერთნი მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა), რომელიც მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტსაც უნდა ითვალისწინებდეს. ამ მოსაზრებას იზიარებენ ენმ, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, მრეწველები და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო.
ხოლო გირჩი და რესპუბლიკელები განმარტავენ, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა), მედიკამენტებთან დაკავშირებით კი ისინი არაფერს ამბობენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ახალი ვებსაიტის, Chemikhma.ge-ს პრეზენტაცია დღეს გამართა. საიტზე შესული მომხმარებელი კითხვარს ავსებს, შემდეგ კი თავის პასუხებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ გაცემულ შესაბამის პასუხებს ადარებს, რომლებიც, თავის მხრივ, მათი საარჩევნო პროგრამების მიხედვითაა შევსებული.
კითხვები კატეგორიებად არის დაყოფილი, რომელშიც შედის სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, საშინაო, ჯანდაცვის, საგარეო პოლიტიკისა და განათლების საკითხები. როდესაც მომხმარებელი კითხვარის შევსებას ასრულებს, მისთვის ნათელი ხდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამასთან აქვს თანმხვედრი შეხედულებები.
აღსანიშნავია, რომ TI-ის თხოვნის შესაბამისად, კითხვარი მხოლოდ 7-მა პარტიამ შეავსო. რაც შეეხება მოძრაობას პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, საქარველოს კონსერვატიული პარტიას, ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს, მათ კითხვარის შევსებისგან, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავი შეიკავეს.
კითხვარის შევსებაზე უარი ქართულმა ოცნებამაც თქვა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები