თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაიწყო
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს, 20 აპრილს, დილის 10 საათიდან მიმდინარეობს და საღამოს 6 საათზე დასრულდება.
- აღნიშნულ თანამდებობაზე 4 კანდიდატია წარდგენილი: ცირა ბარამიძე - თსუ-ს პროფესორი, ლევან გორდეზიანი - თსუ-ს პროფესორი, დარეჯან თვალთვაძე - თსუ-ს პროფესორი (რექტორის მოადგილე), გიორგი ანდრიაძე - თეოლოგის დოქტორი (საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო).
- 12 საათის მონაცემებით, 1311 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 311-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.
- თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, არჩევნების შედეგი ცნობილი საღამოს 9 საათზე გახდება.
არჩევნების დამკვირვებლების განმარტებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და დარღვევები არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში თსუ-ს შემადგენლობაში არსებული გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების რამდენიმე მეცნიერი პროტესტს მაინც გამოხატავდა და ამბობდა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იქნება. ამის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. თსუ-ში მისულებს განუმარტეს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, ვინაიდან ისინი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები არიან, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო ხატიაშვილის თქმით, რამდენიმე ადამიანმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოითხოვა საკითხის განმარტება:
“ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ბატონმა ივანე კიღურაძემ, რომელიც ამ კომიტეტის [განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი] თავჯდომარეა თქვა, რომ გვქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება”.
თამაზ კალაძე ერთ-ერთია იმ მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსის მქონე პირთაგან, რომლის მონაცემებიც საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ვინაიდან მისი სტატუსის თანამშრომლების არჩევანი გათვალისწინებული არ იქნება, შედეგები ნაკლოვანი იქნება:
“შედეგები იქნება ნაკლოვანი, ე.ი. ყალბი”.
აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ლექტორების აღშფოთებას იზიარებს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატი ლევან გორდეზიანიც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტიტუტების ნაწილი უფრო მეტად არის დაკავშირებული თსუ-სთან, ნაწილი კი ნაკლებად, ხოლო კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ეს ქმედება ადამიანურად გაუმართლებელია:
“მე ვიზიარებ მათ აღშფოთებას. ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ ჩემსა და მათ შორის. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია და ჯობდა სხვაგვარად გადაწყვეტილიყო”.
უსამართლობად მიიჩნევს აღნიშნულს დარეჯან თვალთვაძეც, რომელიც ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატია. მისი თქმით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი:
“სამწუხაროდ, ვიცი ამის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ნორმებს ეფუძნება. ესენი არიან უნივერსიტეტში დაარსებული ინსტიტუტები. კანონის იმ ჩანაწერის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასა და მონაწილე სუბიექტებს, მე როგორც ვიცი, ამ ტიპის ინსტიტუტების თანამშრომლები ვერ მოხვდნენ. ეს არ არის სწორი და მეც უსამართლოდ მიმაჩნია”.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები