უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო გადადგა
ფოტო: Unian
უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო გადადგა, წერს უკრაინული გამოცემა Unian. ლუცენკოს გადადგომა უკრაინელი აქტივისტისა და ხერსონის მერის მოადგილის, ეკატერინა გაძიუკის საქმეს უკავშირდება.
როგორც გამოცემა წერს, უმაღლესი რადის წინაშე გამოსვლის დროს იური ლუცენკომ "სისხლიანი პიარი" გააკრიტიკა, რომელიც გამოძიების გარშემო აგორდა. აქტივისტის საქმეზე რადაში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
"მე არ მესმის რა უნდა ქნას საგამოძიებო კომისიამ დაუსრულებელ საქმეზე. პროკურორი კომისიის არც ერთ წევრს არ მისცემს საქმის მასალებზე წვდომას... მე ვხვდები, რომ საგამოძიებო კომისიის ორგანიზატორებს არა შედეგი, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლისას პიარი სჭირდება", - განაცხადა ლუცენკომ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ არავის ეგონოს, რომ ვინმე "ძალაუფლებას ეპოტინება", პრეზიდენტს გადადგომით მიმართავს.
მიმდინარე წლის 31 ივლისს ხერსონაში უცნობმა პირმა გოგირდის მჟავა შეასხა ეკატერინა გაძიუკს. ქალს სხეულის 30-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. პროკურატურამ გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეზე ექვსი ბრალდებული დააკავეს, მათგან ერთი გაათავისუფლეს, ხოლო ორს აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
ოთხ ნოემბერს სამთვიანი მკურნალობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას და გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
იური ლუცენკოს გენერალური პროკურორის პოსტი 2016 წლის მაისიდან ეკავა. 2007-2010 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ლუცენკო და სააკაშვილი
უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და სასამართლოს დროს მთავარი პროკურორი სწორედ იური ლუცენკო იყო.
მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის სპეცრაზმელების ავტომობილიდან დაიხსნეს. მოგვიანებით, ის 9 დეკემბერს ხელმეორედ დააკავეს, პროკურატურამ კი მისთვის ელექტრო სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობა მოითხოვა, რაც 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა.
უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების ორგანიზებას უწყობდა ხელს, რომელსაც ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ის უკრაინის მთავრობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები